კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
25/03/2011
საქართველო და საერთაშორისო საზოგადოებრიობა აერთიანებენ ძალისხმევას, რომ დაიცვან შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხის წინაშე არსებული კულტურული მემკვიდრეობა
    მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების – ფარგლებში 2011 წლის 25 მარტს, ქ. მცხეთაში, სასტუმრო "მცხეთა პალასში".  შეხვედრას დაესწრნენ  საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განეხილათ როგორ გადადგან ნაბიჯები შეირაღებული  . . .
14/04/2011
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ახალი მანქანა და წყლის სისტემის  მაკონტროლებელი აღჭურვილობა გადასცა 
  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სრულიად ახალი, იაპონური წარმოების, "ტოიოტას" ფირმის, 40 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანა და სხვადასხვა სახის გერმანული წარმოების წყლის სისტემის მაკონტროლებელი აღჭურვილობა  გადასცა. ტექნიკის გადაცემა სიმბოლურად მცხეთაში განხორციელდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან  . . . 
15/04/2011
ქ. მცხეთაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
           15 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთის რეაბილიტირებულ ნაწილში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ვერა ქობალიამ,  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ – მაია სიდამონიძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ოფიციალურად გახსნეს. მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი . . . 
16/04/2011
საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia"-ში კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” ჩატარდა
       საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში  კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” გაიმართა, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და "Expo Georgia-ს ორგანიზებით განხორციელდა.  გამოფენა ბაზრობა 14 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა და ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. CTF2011-ში მონაწილეობა   . . .
18/04/2011
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შეხვდა 
         დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანდრო კალანდაძე გერმანიის ფედარაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდნენ.
გერმანიის ელჩსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა და იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა.  საუბარი ძირითადად წარიმართა, თუ რა პრობლემებით  . . .
22/04/2011
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა 
       მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინიციატივით, 22 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საგურამოს ბავშვთა სახლის 34 აღსაზრდელს  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად  სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები გადასცეს. სააღდგომო ნობათი მიართვეს ასევე ძეგვის სარეაბილიტაციო   . . .

27/04/2011
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების პრეზენტაცია 
      27 აპრილს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში  მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების პრეზენტაცია ჩატარდა.        
       მცხეთა-მთიანეთის  მუნიციპალიტეტების (მცხეთა, ყაზბეგის დუშეთის, თიანეთის) და აგრეთვე, ახალგორის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდები ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე წლის მარტში  . . . 
02/05/2011
"ექსპო ბათუმი-2011" 
                 9 აპრილს, ქალაქ ბათუმში  საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ბათუმი - 2011" გაიხსნა, რომელიც 12-მდე ქვეყანასა და 150 ტურისტულ კომპანიას მასპინძლობდა. საკუთარი ტურისტული პოტენციალი საქართველოსთან ერთად ლატვიამ, პოლონეთმა, ბელარუსმა, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა წარმოადგინეს.
      საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ბათუმი - 2011" აჭარის ა.რ-ის ტურიზმისა და  . . .
03/05/2011
სოფელ წილკანის დევნილთა  დასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
    მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების  მორიგი ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,ჰელლენიცარე”-სა  და  არასამეწარმეო  ორგანიზაცია  ,,ადამიანი”-ს ორგანიზებით სოფ. წილკანის დევნილთა დასახლებაში  ,,ჰელლენიცარე”-ს  ბერძნული სამედიცინო  ფონდ  ,,ჰიპოკრატე”-ს ექიმთა მობილური ჯგუფის მეშვეობით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო  . . .
05/05/2011
წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა
         წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა 05.05.11
      5 მაისს წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ახალაშენებული ეკლესიის კურთხევა გაიმართა. კურთხევის რიტუალი მარტყოფი-გარდაბანის ეპისკოპოსმა  მეუფე იაკობმა დილის 8 საათზე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ  ეკლესიაში მისული ურიცხვი მრევლი დილის წირვას დაესწრო.  . . .
     
18/05/2011
მხიარული სტარტები
          მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 18 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანის ახალაშენებულ სპორტულ დარბაზში  სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრი - მხიარული სტარტები გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდულმა გუნდებმა. მხიარული სტარტების ფედერაციის ინიციატივით გამართულ რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეთა  . . .
03/06/2011
ქალაქ მცხეთაში, სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე  ქართულ ჭიდაობაში საქართველოს  რეგიონებს შორის  გუნდური პირველობა გაიმართა
      მიმდინარე წლის 3 ივნისს,  ქ. მცხეთაში არსებულ სპორტ-კომპლექსში, რეგიონებს შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური პირველობა გაიმართა.  
       ცნობილი ქართველი ფალავნის  სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე გამარათულ ტურნირში საქართველოს 8 რეგიონის უძლიერესი გუნდები 5 წონით კატეგორიაში( 60, 70, 80, 90, +90)  შეხვდნენ ერთმანეთს . . . 
16/06/2011
საჯარო მოხელეთა ხუთ კაციანი ჯგუფი პოლონეთში იმყოფებოდა 
     მიმდინარე წლის 22 მაისს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობიდან, საჯარო მოხელეთა 5 კაციანი ჯგუფი პოლონეთში გაემგზავრა.
    აღნიშნული პროექტი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა დაფინანსებული, რომელიც 2011 წლის საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო . . .
21/06/2011
იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ანსამბლმა (Yale Alumni Chorus), მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთათვის კონცერტი გამართა
     მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და შ.პ.ს ტურისტული სააგენტო “ვიზიტ ჯორჯიას” ორგანიზებით, 21 ივნისს, ქალაქ  მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე  კონცერტი ჩატარდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა – იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებილთა ანსამბლმა (Yale Alumni Chorus)) , ქართულ ხალხურ ანსამბლებთან ერთად (რუსთავის ანსამბლი, გორის ქალთა გუნდი და ბასიანის ანსამბლი) დევნილი  . . .
23/06/2011
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის თანხები გამოიყოფა
    22 ივნისს, პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გუბერნატორებთან საგანგებო შეხვედრა მოაწყო. სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ყველა რეგიონის რწმუნებულები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
“ინტენსიური წვიმების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დაახლოებით 700 ათასი ლარი დასჭირდება”. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან   . . . 

23/06/2011
”პროექტის მართვა. გამოცდილება მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის”
       24 ივნისს, ქ. მცხეთაში დასრულდა სემინარები საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომად-გენელთათვის, რომლის ინიციატორი გახლდათ ვიელოპოლსკას (პოლონეთის რიგით მეორე ყველაზე დიდი რეგიონის) მარშალის ოფისი, ხოლო, თანადაფინასებულ იქნა პოლონეთის საგარეო სამინისტროსთან არსებული პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა 2011-ის მიერ   . . . 
  
26/06/2011
ხევსურული საღამო  თბილისში 
        მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, 26 ივნისს, ქ. თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში ჩატარდა თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო – ”მთის საჩუქარი ბარს”, სადაც მონაწილეობა მიიღეს  მთის რეგიონებში მცხოვრებმა პოეტებმა, მომღერლებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა. აქვე წარმოდგენილი იყო საქართველოს   . . .
29/07/2011
გადაადგილება შეზღუდულ პირებს ინვალიდის ახალი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ 
     მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 29 ივლისს ქ. მცხეთის კულტურის სახლის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ლდს-ჩერიტი”-ს და საქველმოქმედო ორგანიზაცია “ადამიანი”-ს ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ 32 გადაადგილება შეზღუდულ პირს, სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად ინვალიდის ახალი ეტლები დაურიგდათ  . . .
07/08/2011
შატილობა – 2011
         მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით,  მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს შატილში სახალხო დღესასწაული “შატილობა 2011” გაიმართა. 
         ღონისძიება შატილში 6 აგვისტოს, 12.00 საათზე დაიწყო და მეორე დღეს, 7 აგვისტოს დასრულდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და  . . . 
08/08/2011
მცხეთაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სხოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
       ქალაქ მცხეთაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
        დილის 9.00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომლის დასრულების შემდეგ, მზურველობამოკლებულთა უფასო სასადილოს  . . . 
13/08/2011
დაბა თიანეთში  სახალხო დღესასწაული “თიანეთობა 2011” გაიმართა 
      მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული “თიანეთობა2011” გაიმართა.
              სახალხო დღესასწაული დაბა თიანეთში რამოდენიმე წელია  ტრადიციულად ყოველ აგვისტოს ტარდება და იქ მისულ სტუმრებს, მთელი დღის მანძილზე უამრავ  მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობს. ფესტივალის  . . .
20/08/2011
ქალაქ მცხეთაში, სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გეგმიური საშემოდგომო გაწვევა საზეიმო ვითარებაში ჩატარდა
          მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის მიერ,  წვევამდელთა 2011 წლის საშემოდგომო  გეგმიური გაწვევა ჩატარდა, რომელიც ქალაქ  მცხეთაში საზეიმო ვითარებაში გაიმართა. 
       საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო სამსახურში,  მცხეთის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე 80  ახალგაზრდა წვევამდელი იქნა  გაწვევეული. საზეიმო  . . .
07/09/2011
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რეგიონული განვითარების სტარტეგიების შესამუშავებლად მოსამზადებელი ვორქშოფი ჩატარდა 
     მცხეთა-მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, 7 სექტემბერს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, მოსამზადებელი ვორქშოფი ჩატარდა, რომელიც ევროკავშირის პროექტის “ტექნიკური დახმარება ადგილობრივი და რეგიონული განითარებისათვის IDP-იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ რეგიონებში  . . .
09/09/2011
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, თუშეთის ეროვნულ პარკში სასწავლო ტური მოეწყო
         მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის  9–12 სექტემბერს, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დაინტერესბული მხარის წარმომადგენელთათვის, თუშეთის ეროვნულ პარკში სასწავლო ტური  მოეწყო, სადაც   მონაწილეობა მიიღო როგორც ყაზბეგის ადგილობრივმა მოსახლეობამ (ეროვნული პარკის  . . .
14/10/2011
14 ოქტომბერს ქალქა მცხეთაში სახალხო დღესასწაული  “მცხეთობა” გაიმართა 
        მცხეთა-მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის  ორგანიზებით, 14 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული მცხეთობა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით, მცხეთაში  უამრავი  ღონისძიებები ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიღეს როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა  . . .
21/10/2011
ამერიკის ელჩი საქართველოში  ჯონ ბასი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, სოფელ ქვეშეთში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის გახსნას დაესწრნენ
    21 ოქტომბერს,  სოფელ ქვეშეთში, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის (NEO) ოფიციალურ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.   
     NEO ოთხწლიანი პროგრამაა, რომელიც ამერიკის მთავრობამ დააფინანსა აშშ საერთაშორისო  . . .
11/11/2011
მცხეთაში პროექტის “ევრო კავშირის მხარდაჭერა კონფლიკტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოში – ინტეგრაცია და განვითარება” პრეზენტაცია ჩატარდა
   10 ნოემბერს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (MRDI)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (MRA), მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) და “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF) წარადგინეს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი და  . . .
03/12/2011
დაბა თიანეთში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
        მიმდინარე წლის 3 დეკემბერს დაბა თიანეთში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთ სამინისტრომ სხვადასხვა რეგიონებში  პოლიციის 70 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა, მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტში უკვე ორი ახალი პოლიციის შენობა ფუნქციონირებს დ.სიონში და დ.თიანეთში. ორივე შენობა                                   აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭვირვალე  . . .
07/12/2011
CIUDAD-ი და  EUROMED HERIGATE IV  აერთიანებენ ძალისხმევას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის
      ქალაქ ბიბლოსში, ლიბანის ამერიკულ უნივერსიტეტში, 5-6 დეკემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო კულტურული მემკვიდრეობა და მდგრადი ტურიზმის განვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთA პარტნიორ ქვეყნებში. მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების  CIUDAD-ისა და EUROMED HERIGATE IV-ის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის  . . .
11/12/2011
დამბალი ხაჭოს გამოფენა
    მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამეწარმეო კავშირი “ჩვენი ფშავი”-ს ინიციატივით, ასევე, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, 11 დეკემბერს, სოფელ არაგვისპირში გაიმართა დამბალი ხაჭოს გამოფენა სახელწოდებით  “მადლი ფშაური მიწისა”, ღონისძიება მიზნად ისახვდა რეგიონის აგროტურისტული ინფრასტრუქტურის საზოგადოებისათვის გაცნობას და ტრადიციული პროდუქტის, მათ შორის  . . .
15/12/2011
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანაორგანიზატორობით, 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების პერსპექტივების განხილვა გაიმართა
         11 წლის 15 დეკემბერს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანაორგანიზატორობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
   შეხვედრის მიზანი იყო, დიალოგის ფორმატში  2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და  . . . 
20/12/2011
სოფელ ძალისში ახალი ადმინისტრაციული სახლი გაიხსნა
      2011 წლის 20 დეკემბერს,  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში ადმინისტრაციული სახლის   გაიხსნა. აღნიშნული შენობა ორსართულიანია, სადაც განთავსებულია, როგორც სოფლის რწმუნებულის ოფისი, აგრეთვე სოფლის მოსახლეობისთვის საჭირო  სხვადასხვა მომსახურების განყოფილებები, როგორიცაა მაგალითად –  საპენსიო მომსახურების განყოფილება, სამხედრო რეგისტრაციის ოთახი და სხვა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სახლის  . . .
26/12/2011
სოფელ წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობა დასრულდა
     კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზმა” მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით 2011 წლის 26 დეკემბერს  გახსნის ცერემონიალი მოაწყო. 
         5 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი მისცემს საშუალებას 140 პოტენციურ აბონენტს ჩაერთონ გაზის ქსელში.    
         590 აბონენტის გაზიფიცირებისათვის ამ ეტაპზე მცხეთის მუნიციპალიტეტში 18 კილომეტრის  . . .
03/01/2012
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
      მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 31 დეკემბერს ქალაქ მცხეთაში საახალწლო კონცერტი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის მომღერლებმა, როგორებიც არიან: რუსა მორჩილაძე, ეთერ კაკულია, გვანცა ზაქარეიშვილი, „რონდო“, მაია ყარყარაშვილი, სოფო გელოვანი და თათია გიორგობიანი. გალა–კონცერტი, საახალწლოდ მორთულ, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე 22.00 საათზე დაიწყო და ახალი წლის   . . .
10/01/2012
მიხეილ სააკაშვილმა მცხეთაში სამედიცინო ცენტრი გახსნა და მცხეთის განვითარების პროექტსაც  გაეცნო 
      10 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში, მცხეთაში სამედიცინო ცენტრი გახნა.
       სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ მიერ აშენებული კლინიკა 25–საწოლიანია, სადაც 100–მდე ადგილობრივი მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტია დასაქმებული. აღნიშნული კლინიკის მშენებლობლობაში 4  . . . 
07/02/2012
პრეზიდენტმა დუშეთის რეაბილიტირებული მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა
      ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთის რეაბილიტირებული მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკის პირველი პაციენტები მოინახულა, მედპერსონალს გაესაუბრა და საავადმყოფოში არსებული ულტრათანამედროვე ტექნიკით დაინტერესდა. 
ახალ ჰოსპიტალში რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი პაციენტი მიიღებს მომსახურებას, სოციალურად  . . .
01/03/2012
დავით ბაქრაძემ თიანეთში სოციალური  მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა 
        პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თიანეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. იმავე დღეს მან სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა. სააგენტო პენსიის და სადაზღვევო პოლისების გაცემას უზრუნველყოფს. მოსახლეობასთან შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ თიანეთში უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა და მოსალხეობას განუცხადა, რომ 2013 წლისთვის თიანეთი სრულიად იქნება გაზიფიცირებული.

01/03/2012
პრეზიდენტმა წეროვანში ფარმაცევტული საწარმო გახსნა 
       საქართველოს პრეზიდენტი წეროვანში ახალ ფარმაცევტულ საწარმოს ”აბიფარმს” ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხითაც დაინტერესდა. 
 „აბიფარმში“ სამ მილიონზე მეტი დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად იქ 30  . . .
16/03/2012
სასტუმრო მცხეთა პალასში – თემაზე  „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა“  სემინარი ჩატარდა 
       16 მარტს, ქ. მცხეთაში, სასტუმრო მცხეთა–პალასში “ პროექტის–“დავასუფთაოთ საქართველო–საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ფარგლებში სამუშაო სემინარი – მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა ჩატარდა.
პროექტი ხორცილედება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის „საქართველოს მწვანეთა  . . . 
23/03/2012
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობას ახორციელებს მცხეთა–მთიანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერისა და მონიტორინგის საქმიანობაში 
       საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გვთავაზობს თანამშრომლობას მცხეთა–მთიანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერისა და მონიტორინგის საქმიანობაში.
ამ მიზნით, ეროვნული სააგენტო დაინტერესებულია, რომ ჩამოყალიბდეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ეროვნული სააგენტოს, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის და მუნიციპალური სამსახურების მონაწილეობით  . . .
02/04/2012
მცხეთაში, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული  ამერიკელი და ქართველი მეხანძრეების ხსოვნის უკვდასაყოფად სიმბოლური ბაღი და მონუმენტი გაიხსნა
           მცხეთა–მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატვივით,   მიმდინარე წლის 2 აპრილს, 14.00 საათზე, ქ.მცხეთაში (კოდმანის მიდამოებში, შიო მღვიმის მიმართულებით)  2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ–ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული 343 ნიუორკელი მეხანძრისა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი მეხანძრეების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმბოლური ბაღი  . . . 
02/04/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგურამოში ლუდის ახალი ქარხანა „ზედაზენი“ გახსნა. 
           2 აპრილს  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  საგურამოში ლუდის ახალი ქარხანა „ზედაზენი“ გახსნა. 
ლუდის ახალ ქარხანაში 75 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი საწარმო ალკოჰოლური სასმელების გარდა სუსტალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, მათ შორის ხილის წვენების წარმოებასაც გეგმავს. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 400 000 ჰექტოლიტრი ლუდისა და 300 000 ჰექტოლიტრი ლიმონათის წარმოებაზეა  . . . 
04/04/2012
ალექსანდრე ხეთაგურმა მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა  
           კომპანიამ “იტერა–საქართველო“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წილკანის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დაასრულა. სამუშაოები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და მცხეთა-მთიანეთის
              გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს დაათვალიერეს  . . .
        
04/04/2012
2012 წლის 6-8 აპრილს, გამოფენების ცენრტი ექსპო–ჯორჯია ატარებს მე-14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას Caucasus Tourism Fair 
           2012 წლის 6-8 აპრილს, გამოფენების ცენრტი ექსპო–ჯორჯია ატარებს მე-14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას Caucasus Tourism Fair, რომლის ფარგლებშიც გაიმართება საქმიანი ტურიზმის, შეხვედრების და კონფერენციების გამოფენა – Caucasus MICE 2012–ზე
              2012 წლის გამოფენის მთავარი თემა იქნება შიდა და გამყვანი ტურიზმი, მის ფარგლებში შიდა  . . .
19/04/2012
სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინიატრაციაში, გუბერნატორის სათათბირო ორგანოს რეგიონული განვითარების საბჭოს მორიგი  სხდომა ჩატარდა
         მიმდინარე წლის 19 აპრილს, მცხეთა–მთიანეთის  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის სათათბირო ორგანოს რეგიონული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, 
           სხდომას ესწრებოდნენ  მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი და   მის მიერ,  2011 წლის 15 აგვისტოს N55 განკარგულების საფუძველზე მცხეთა–მთიანეთის რეგიონული სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნილი  საბჭოს  . . .
27/04/2012
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  მცხეთა–მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა 
         პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი  და მცხეთა–მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრეს, თუ რა პროექტებზე იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტი და როგორ მიმდინარეობს მათი განხორციელება, საუბარი მცხეთის რეაბილიტაციის პროექტსაც შეეხო. ამ ეტაპზე მცხეთაში . . . 
06/05/2012
ბათუმში “EXPO BATUMI 2012” მეხუთე საერთაშორისო გამოფენა გაიმართა 
          4-6 მაისს ბათუმში მეხუთე საერთსაშორისო ტურისტული გამოფენა “EXPO BATUMI 2012  ჩატარდა , რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა  და უცხოურმა  კომპანიებმა მიიღეს.
       გამოფენის მიმდინარეობისას შედგა სარეკლამო-საინფორმაციო ტურები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან და ასევე პრეზენტაციები მონაწილეთათვის  . . .
           
07/05/2012
შატილის ხარების სახელობის ეკლესიის  მშენებლობისთვის, თბილისში საქველმოქმედო საღამო ჩატარდა
          დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 7 მაისს, თბილისში, სამეფო უბნის თეატრში საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა,  შატილში,  მშენებარე ხარების სახელობის ეკლესიისათვის შემოწირულობის შეგროვებას. 
         ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა–მთიანეთის  . . .
09/05/2012
მცხეთა–მთიანეთის რეგიონში ფაშიზმზე გამარჯვების 67–ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა 
          9  მაისს, მცხეთა მთიანეთის რეგიონში  ფაშიზმზე გამარჯვების 67–ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწო.
         მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძვანელმა პირებმა სამამულო  ომში  მონაწილეებთან  ერთად შინმოუსვლელთა ობელისკი ყვავილებით შეამკეს  და დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად  . . .
11/05/2012
მცხეთაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
             ისევე, როგორც გასულ წლებში,  მცხეთის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები წელსაც აქტიურად მიმდინარეობს.  ქალაქ მცხეთაში უამრავი ახალი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.  ამ ეტაპზე, ძველი მცხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მცხეთის მუზეუმის,  საქპატენტის, იუსტიციის სახლის, სამხარეო პოლიციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობების მშენებლობა. მნიშვნელოვანია  . . .

Follow Us On Twitter Check Us Out On MySpace Join Our Facebook Fan Page
13/05/2012
კოკისპირულმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა 
             12 მაისს მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ დუშეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი გარესამყაროს მოყწვიტა. წყლის ნაკადმა სოფელ ბაზალეთში საუბნო ხიდი წაიღო, ხოლო გრიგალიანთკარში  3 საცხოვრებელი სახლი დატბორა. გარდა ამისა სოფლებში: მლაშეში, საშაბუროში,  ბაგებში,  ჩანადირთკარში და  ჩუბინიანთკარში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია საშემოდგომო მოსავლის 60%.  რამოდენიმე სახლია დატბორილი ასევე  . . .
18/05/2012
მცხეთაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება
          ოდესღაც საქართველოს უძველესი დედაქალაქი, დღეს უკვე მცხეთა–მთიანეთის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი– მცხეთა, უნიკალური კულტურის ძეგლებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესულია და ქართული კულტურის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს. რაც დრო გადის, სვეტიცხოვლით, ჯვრით, სამთავროთი და უამრავი სხვა ისტორიული ძეგლებით ცნობილი მცხეთა, დღითიდღე მშვენდება და მისი ნახვის . . .