კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
07/08/2011
შატილობა – 2011
         მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით,  მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს შატილში სახალხო დღესასწაული “შატილობა 2011” გაიმართა. 
         ღონისძიება შატილში 6 აგვისტოს, 12.00 საათზე დაიწყო და მეორე დღეს, 7 აგვისტოს დასრულდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და  . . . 
08/08/2011
მცხეთაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სხოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
      ქალაქ მცხეთაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
დილის 9.00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომლის დასრულების შემდეგ, მზურველობამოკლებულთა უფასო სასადილოს, ნაკურთხი ტრაპეზი გადაეცა.
    13.00 საათზე, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო, ხოლო 15.00 საათზე კი გამგეობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომაგდენლებმა ომში დაღუპულთა ოჯახები მოინახულეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის  დაღუპული მეომრები.
      აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ მოეწყო  აგრეთვე ლენი ჰარვინის ფილმის “აგვისტოს 5 დღე”-ს ჩვენება, ხოლო 22.00 საათზე, დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის  მიმდებარე ტერიტორიაზე, გალობის საღამო გაიმართა და ომში დაღუპულთა  სახელზე უამრავი  სანთელი დაენთო