კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
10/03/2011
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ანანურში ადგილბრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მარტს  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაურში არსებულ რესტორან “ანანურის” საკონფერენციო დარბაზში  ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზნი იყო  რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან არასამთავრობო  ორგანიზაციების გაცნობა  და ურთიერთ . . .
21/03/2011
სასტუმრო “გუდაური სქი-რესორტი”-ს საკონფერენციო დარბაზში  ყაზბეგის ეროვნული პარკის დაფინასებასთან და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი ტერიტორიასთან დაკავშირებით პროგრამის შემფასებელი მისიის შეხვედრა გაიმართა
   მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს  ინიციატივით 21 მარტს, სასტუმრო “გუდაური სქი” – რესორტის საკონფერენციო დარბაზში, მოეწყო შეხვედრა საქართველოში შემაჯამებელი ვიზიტით მყოფი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან.
 შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები . . .
25/03/2011
საქართველო და საერთაშორისო საზოგადოებრიობა აერთიანებენ ძალისხმევას, რომ დაიცვან შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხის წინაშე არსებული კულტურული მემკვიდრეობა
    მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების – ფარგლებში 2011 წლის 25 მარტს, ქ. მცხეთაში, სასტუმრო "მცხეთა პალასში".  შეხვედრას დაესწრნენ  საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განეხილათ როგორ გადადგან ნაბიჯები შეირაღებული  . . .
09/04/2011
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა 
      1989 წლის 9 აპრილს, საქართველოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა:
            მცხეთის მუნიციპალიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების თანამშრომლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა  1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია და ლექსებითა და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებებით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ნაჩვენები იქნა აღნიშნული მოვლენების ამსახველი  ვიდეო-ფირი, რომლის დასრულების შემდეგ მიმოხულულ იქნა ამ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
მსგავსი სახის ღონისძიება გაიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სადაც სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ხსოვნის ამსახველ სტენდებთან წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები, სახელწოდებით “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”. Kკიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული გმირები და მათი სულის უკვდავსაყოფად დაანთეს სანთლები.
       დაბა სტეფანწმინდაში, მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,  9 აპრილს დაღუპულთა უკვდავსაყოფად ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს  ყაზბეგის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა. ყვავილებით შეიმკო დარიალში არსებული 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. Aასევე, დაბა სტეფანწმინდის მთავარ ანგელოზ-მიქაელის სახელობის ეკლესიაში სპეციალურად ამ დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი გაიმართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლაში მოეწყო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დუშეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მათი აღსაზრდელები. ასევეMმუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები. 
           9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.