საქართველოს პრეზიდენტი მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი რაიონში არსებული მდგომარეობით და იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომელიც ამ
ჯუთა – ზეთას ეკოტურისტული ბანაკი
ვაჟაობა
ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელში, სახალხო დღესასწაული ვაჟაობა გაიმართა. ჩარგალში ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. დღესასწაულში ფოლკლორული ანსამბლებიც
ხევსურეთი_საოჯახო_სასტუმრო _კორშა
მცხეთის ავტოსადგომი
ალოობა მჭადიჯვარში
ალოობა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია.დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში მარცვლოვანი კულტურა სულ 650 ჰექტარზე ეთესათ, მოსავალმა აღების შემდეგ ათასი ტონა შეადგინა.
საქართველოს პრეზიდენტი მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი რაიონში არსებული მდგომარეობით და იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომელიც ამ სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ. შეხვედრის მონაწილეები ქვეყნის პირველ პირს რეგიონში არსებულ ვითარებასა და მათ სოციალურ მდგომარეობაზე ესაუბრნენ.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რამოდენიმე დღით საქართველოდან მიემგზავრება. გუბერნატორს ხერხემალზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელსაც იგი გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარებს. ცეზარ ჩოჩელი გერმანიაში ხვალ, 10 ოქტომბერს გაემგზავრება და ოპერაციის დასრულების შემდეგ რამოდენიმე დღე კლინიკაში დარჩება, საქართველოში დაბრუნებისას კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელში, სახალხო დღესასწაული ვაჟაობა გაიმართა. ჩარგალში ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. დღესასწაულში ფოლკლორული ანსამბლებიც მონაწილეობდნენ, ვაჟაობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში სოფელ ჩარგალში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. საზეიმო ღონისძიებები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გალა კონცერტით დასრულდა.
ალოობა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია.დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში მარცვლოვანი კულტურა სულ 650 ჰექტარზე ეთესათ, მოსავალმა აღების შემდეგ ათასი ტონა შეადგინა. შვრია მოსახლეობას 250 ჰექტარზე ეთესა, საშემოდგომო საგაზაფხულო ქერი 100 ჰექტარზე, ხოლო ხორბალი 300 ჰექტარზე. სულ მარცვლოვანი კულტურის აღების სამუშაოებზე 4 კომბაინი მუშაობდა. მათ უმეტესობას ამერიკული ჯაგერი ეთესა.მიღებული მოსავალი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია მაგრამ ხარისხი გაუმჯობესებულია. მარცვლოვანი კულტურა მოსახლეობამ უკვე დააბინავა. მომავალი წლისთვის მოსავლის მოსაყვანად საჭირო სამუშოებს ისინი შემოდგომაზე დაიწყებენ.
სოფელ ჩინთში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამ სოფელზე გადის ფშავ ხევსურეთსა და თიანეთში მიმავალი გზა. რეაბილიტაცია ხელს უწყობს ტურისტულ მარშუტებს, რომლის მეშეობით გაიზრდება ტურისტების რაოდენობა. გზის რეაბილიტაციის შემდეგ სოფელში მოიხსნება ეკოლოგიური პრობვლემებიც, გზა ამ დრომდე იმდენაბდ დაზიანებული იყო, რომ ყოველი ტრანსპორტის გავლის შემდეგ ჩნდებოდა მტვერი, რაც მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნიდა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.