© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენებიციარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ჰელენი ქეას” და არასამეწარმეო ორგანიზაცია “ადამიანი”-ს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 1 მარტს, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს სამედიცინო ფონდ “ჰიპოკრატეს” ექიმთა მობილურმა ჯგუფმა უფასო პროფილაქტიკურ – სამედიცინო გამოკვლევა . . .
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთს ესტუმრნენ
პირველ მარტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. რამაზ ნიკოლაიშვილი და დავით ტყეშელაშვილი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა . . .
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ანანურში ადგილბრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაურში არსებულ რესტორან “ანანურის” საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზნი იყო რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, მათ მიერ მომზადებული მიზნობრივი პროექტების პრეზენტაციების მოწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელები და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველოს მთიანი რეგიონის უმეტესი ნაწილია მოქცეული: მთიულეთი, ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი, ყაზბეგი, ანუ ხევი. შესაბამისად აღნიშნული რაიონები გაცილებით მტკივნეულად განიცდიან მთიანი რეგიონისთვის დამახასიათებელ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის სისტემატური გათიშვა ან მათი საერთოდ არარსებობა, ხშირია ბუნებრივი კატასტროფები, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი განიცდის საცხოვრებელი პირობების მძიმე მდგომარეობას და უმუშევრობას.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ეს მხარეები წარმოადგენენ სასაზღვრო რეგიონებს და იქ, ადგილობრივთა ყოფნა ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მყარ გარანტიას წარმოადგენს.
დასახელებული პრობლემების კვლევასა და მოგვარების გზების ძიებაში, სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული, თუმცა ადგილობრივი შემოსავლები და რესურსები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად არასაკმარისია, საჭიროა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მობილიზება, სწორედ მათი დახმარებით გახდება შესაძლებელი რეალიზება გავუკეთოთ მთიანი რეგიონის უდიდეს პოტენციალს: აღორძინდეს სოფლის მეურნეობა, მაქსიმალურად იქნეს ათვისებული ენერგო რესურსები, აღდგეს და პოპულარიზაცია გაუკეთდეს ისტორიულ ძეგლებს, მიზნობრივად იქნას გამოყენებული საკურორტო და რეკრეაციული ბუნებრივი ფონდები და მაღალ დონეზე განვითარდეს ტურიზმი. Yყოველივე ზემოაღნიშნული მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე, რომელიც თავისთავად შეაჩერებს მათ მიგრაციას და ხელს შეუწყობს იქ არსებული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობას და განვითარებას.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშიებით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია კოორდინირებულ თანამ-შრომლობას ახორციელებს ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან, ტურიზმის დეპარტამენტთან და სხვადასხვა არასამთავრობო დაწესებულებებთან.