© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
8 ნოემბერს საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მწერლის დაბადებიდან 172-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა. ი. ჭავჭავაძის ხსოვნის საპატივცემულოდ მუზეუმში ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი შეიკრიბნენ. სახლ-მუზეუმთან არსებულ – ილია მართლის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა, მისი დასრულების შემდეგ კი, საგურამოში შეკრებილმა სტუმრებამა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ ბუმბერაზი შემოქმედის ცხოვრება და მოღვაწეობა. აქვე გაიმართა დაჯილდოვება-ნომინაციებში წლის საუკეთესო პოეზიის, პროზის, თარგმანის, კრიტიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებში, რომელთა შორის ყველაზე საპატიო – “ილიას მედალი’ წარმოადგენდა. წელს მთავარი ჯილდო გამოჩენილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას ერგო.
მსგავსი ღონისძიება საგურამოში რამოდენიმე წელია იმართება და ის უკვე ტრადიცილ სახეს იძენს.
საგურამოში ი. ჭავჭავაძის დაბადებიდან 172-ე წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე აღინიშნა
დიდთოვლობის გამო ყაზბეგის რაიონი სრულ იზოლაციაშია მოქცეული. რაიონის ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყდა. პარალიზებულია მოძრაობა საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. დათოვლილი გზის გაწმენდითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაიწყო. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. ზვავსაშიშროების გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. დიდთოვლობის გამო ყაზბეგის რაიონს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია.
დიდთოვლობის გამო ყაზბეგის რაიონი სრულ იზოლაციაშია მოქცეული
20 იანვარს, წმინდა სამების ტაძართან არსებულ სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ახალგაზრდულ ცენტრში, საინიციატივო ჯგუფმა, ყაზბეგის რაიონის ხელმძღვანელობის თანადგომით, ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნის საღამო წარმოადგინა.
საღამო მიეძღვნა ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 162 წლისთავს. მასში მონაწილეობდნენ მეცნიერ-მკვლევრები: ვალერიან ითონიშვილი, როსტომ ჩხეიძე, მექა ხანგოშვილი, ნანა ვალიშვილი, ამირან არაბული, ლადო მინაშვილი, მიხეილ ქურდიანი, ერეკლე საღლიანი, ნაირა პიბიევა; ანსამბლები: "ჯვარული", "დიდებაი", "გოგოჭურები", "შემოქმედი", "ფიც-ვერცხლი"; მომღერლები: თეონა ქუმსიაშვილი, გელა დაიაური, სულთან ბორჩაშვილი; პოეტები: თენგო ავსაჯანიშვილი, ნინო მარსაგიშვილი, ლია ბედოშვილი.
საღამოზე გამოფენილ იქნა ასევე ხატმწერ ლიზა ჩქარეულის მინიატურები, რომელიც ალ. ყაზბეგის შემოქმედებას მიეძღვნა.
მწერლის იუბილეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია-II დაესწრო და იქ მისული საზოგადოება დალოცა.
ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნის საღამო
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივითა და მიტროპოლიტ ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით, დუშეთის კულტურის სახლში საქველმოქმედო ღონისძიებები სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
მსგავსი აქციების ჩატარება მიზნად ისახავს დუშეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას. გარდა ამისა, ის შემოწირული თანხა, რომელიც ყოველი ღონისძიებისას იქნება მიღებული, გადაეცემათ ისეთ ოჯახებს, რომელებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და ამ მხრივ ფინანსურ პრობლემებს განიცდიან.
4 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში პირველი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, სადაც დები-გოგოჭურები საკუთარი შემოქმედებით მაყურებლის წინაშე წარსდგნენ.
ამჯერად, შემოსული თანხა დუშეთის მკვიდრს, ერთი წლის ლიზი ნანიაშვილის ოჯახს გადაეცა. პატარა ლიზი გულის მანკითაა დაავადებული და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.
დუშეთის კულტურის სახლში საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება
11 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში პრესკომფერენცია გაიმართა, რომლის ძირითადი ნაწილი, ბოლო დროს, ლეიბორისტთა ლიდერების მიერ, მხარის გუბერნატორის_ ცეზარ ჩოჩელისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ბრალდებებს დაეთმო. სხვადასხვა ბრალდებათა შორის, განსაკუთრებული ყურადღება მხარის გუბერნატორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, ამავე ტერიტორიაზე, ძველი გაზსადენი მილების თითქოსდა უკანონოდ გასხვისებას ეხება.
ამასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ- ზურაბ წყარუაშვილმა პრესკომფერენციის სახით საპასუხო განცხადება გააკეთა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერების ბრალდებებს _ ბინძური ცილისწამება უწუდა. მასმედიის წარმომადგენლებს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე წარუდგინა ყველა ის დოკუმენტური მასალა, სადაც ზემოაღნიშნული ობიექტების გასხვისება, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა განხორციელებული, ზოგი მათგანი კი, ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გაიმართა
12 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დუშეთში სპორტული კომპლეკსი და სასტუმრო “ოლიმპიური სახლი” დაათვალიერა.
პრეზიდენტის განცხადებით “კომპლექსი უზრუნველჰყოფს დუშეთში მოსახლეობის დასაქმებას, ასევე, ოლიმპიური ნაკრების უფრო უკეთ მომზადებას და სპორტის განვითარებას.”
მისივე თქმით, “თუ დასაქმება არ იქნება, დუშეთი დაცლას განაგრძობს და ჩვენ ამის გამო სპორტული ცენტრის მშენებლობა გადავწყვიტეთ.
“უკვე გაიხსნა დიდი დარბაზი; კიდევ ვგეგმავთ მეორე დარბაზის გახსნას, ეს დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ ვიწყებთ ფულის ჩადებას სპორტში და ყველაფერს გავაკეთებთ სპორტის განვითარებისათვის,” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სპორტული კომპლექსის ნაწილი და სასტუმრო “ოლიმპიური სახლი” 15 თებერვლიდან მუშაობს
მიხეილ სააკაშვილმა დუშეთში სპორტული კომპლექსი და სასტუმრო “ოლიმპიური სახლი” დაათვალიერა
ძლიერმა წვიმამ მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში, ძალისში, მუხრანსა და მისაქციელში საცხოვრებელი სახლები დატბორა და ნათესები გაანადგურა. სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა წეროვანში დასახლებულ დევნილებს. როგორც იქაური მოსახლეობა აცხადებს, წვიმამ მათი საცხოვრებელი სახლები სრულიად დატბორა და ბინებიდან წყალი სათლებით გამოაქვთ. დაზარალებულები უკვე მოინახულა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა და დახმარებასაც დაპირდა.
სტიქია მიადგა ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტსაც. კერძოდ ფშავში, სოფელ კაწალხევთან ჩამოწვა მეწყერი და ჩაიხერგა გზა. ადიდებულმა ხევმა დააზიანა აბანოსხევი-ლაფანაანთკარის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ჭონქაძის თემში დაიტბორა და დაზიანდა სოფელ ტონჩის საავტომობილო გზა. ადიდებულმა მდინარე ნარეკვავმა წაიღო გადასასვლელი ბოგირები. დაიტბორა ვენახები და საცხოვრებელი სახლები. ჭართალში, მთიდან მოწყვეტილმა მეწყერმა ჩაკეტა გზა და ამ ეტაპზე 30 კომლიანი სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს.
ძლიერი წვიმის გამო დაზარალდა თიანეთის მუნიციპალიტეტის გარკვეული სოფლებიც. კერძოდ, ახალსოფლის ტერიტორიული ორგანოს, სოფელ ჩაბანოში დაიტბორა საკარმიდამო ნათესები. მდინარე საგამის ადიდების გამო განადგურებულია სოფლების დამაკავშირებელი ხიდი, რის გამოც სოფელი ჩაბანოს ნახევარი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელია. მსგავსი მდგომარეობაა სოფელ ჟებოტაში. აქაც დატბორილია საკარმიდამო ნათესები. რთული მდგომარეობაა დაბა სიონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. წვიმის შედეგად დაზიანებულია ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც დაბას ამ დრომდე არ მიეწოდება დენი.
შედარებით სტაბილური მდგომარეობაა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა, დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენები არ დაფიქსირებულა. თუმცა, დარიალის ხეობაში ძლიერი ქარის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტრო ენერგიის სადენები, რომლის გამო დაბა სტეფანწმინდის ნაწილს ელ.ენერგია შეწყვეტილი აქვს.
ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და მიყენებული ზარალის დაზუსტება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმების შედეგად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რამოდენიმე სოფელი დაიტბორა