კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
05/05/2011
წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა
         წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა 05.05.11
      5 მაისს წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ახალაშენებული ეკლესიის კურთხევა გაიმართა. კურთხევის რიტუალი მარტყოფი-გარდაბანის ეპისკოპოსმა  მეუფე იაკობმა დილის 8 საათზე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ  ეკლესიაში მისული ურიცხვი მრევლი დილის წირვას დაესწრო.  . . .
     
18/05/2011
მხიარული სტარტები
          მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 18 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანის ახალაშენებულ სპორტულ დარბაზში  სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრი - მხიარული სტარტები გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდულმა გუნდებმა. მხიარული სტარტების ფედერაციის ინიციატივით გამართულ რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეთა  . . .
03/06/2011
ქალაქ მცხეთაში, სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე  ქართულ ჭიდაობაში საქართველოს  რეგიონებს შორის  გუნდური პირველობა გაიმართა
     მიმდინარე წლის 3 ივნისს,  ქ. მცხეთაში არსებულ სპორტ-კომპლექსში, რეგიონებს შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური პირველობა გაიმართა.  
       ცნობილი ქართველი ფალავნის – სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე გამარათულ ტურნირში   საქართველოს 8 რეგიონის უძლიერესი გუნდები 5 წონით კატეგორიაში( 60, 70, 80, 90, +90)  შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც საბოლოო გამარჯვებისთვის, გუნდური  პირველობისთვის იბრძოდნენ.
       მეტოქე გუნდები შემდეგი პრინციპით გადანაწილდა : შიდა ქართლი – ქვემო ქართლის გუნდს უნდა შერკინებოდა, კახეთი_აჭარის გუნდს, მცხეთა-მთიანეთის გუნდი – იმარეთს, ხოლო თბილისის გუნდი – რაჭა-ლეჩხუმის სპორცმენებს.
საპრიზო ფონდში გათვალისწინებული იყო 16 000 ლარი.
        ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, საბოლოო შედეგები ასეთი თანმიმდევრობით გადანაწილდა:  მცხეთა-მთიანეთის გუნდი – I ადგილი;  შიდა ქართლის გუნდი – II ადგილი;  თბილისის გუნდი – III ადგილი დაბოლოს, კახეთის გუნდი – IV ადგილი. 
საქართველოს გუნდურ პირველობას ჭიდაობაში ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდურ საქმეთა სამინისტროს და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აგრეთვე,  სტუმრები იმ რეგიონებიდან, რომელთა სპორცმენები აღნიშნულ შეჯიბრში იღებდნენ  მონაწილეობას.
        მიმდინარე წლის ბოლომდე, მსგავსი სახის ტურნირის ჩატარება საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი.