რეგიონის სასარგებლო წიაღისეული ძირითადად სამშენებლო მასალებითაა წარმოდგენილი: ტუფის და მარმარილოს ქვით, კირქვით, ინერტული მასალებით, გრანიტებით, დიაბაზები, ფიქლები, ანდეზიტები. რეგიონში მოიპოვება უნიკალური სამრეწველო თიხა მეჭურჭლეობისთვის.
რეგიონის ერთერთი მთავარი სიმდიდრეა მინერალური წყლები. აღსანიშნავია "ვაჟას წყარო" და "ხადა" "ნატახტრისწყალი", "ვეძა". სტეფანწმინდის, კობის, თრუსოს მინერალური წყლები: "ბაგინი", "ლომისა", "ალნაგუდა".
დევდორაკის სპილენძის გამოვლინება - მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, სოფელ გველეთის მიდამოებში, დევდორაკის მყინვარის მახლობლად. სპილენძის შემცველობა მერყეობს 0. 49% -დან 23.7% -მდე, ვერცხლის - 2 -დან 212 გრ/ტ-ზე. გამოვლინება შესასწავლია.
კობის საბადო
ა) ნაუკაოს უბანი - სოფ. ნაუკაოს მიდამოებში ანდეზიტოდავციტები - 2.6 მლნ. მ³ მოსაპირკეთებელი ქვა ბლოკების გამოსავალი - 25.2% ; ფილების 1 მ³-დან 7.2 მ².
ბ) უბანი მნა - სოფ. ნაუკაოდან ჩრდილო- დასავლეთით 3-4 კმ-ში ანდეზიტობაზალტები - მოსაპირკეთებელი ქვა. მარაგი 2047 ათ.მ³. გამოსავალი სამთო მასიდან -29% ფილების გამოსავალი 1 მ³ ბლოკიდან - 7.43 მ.
ვეშათწყაროს დიაბაზების ლოდნარი -ყაზბეგის რაიონში, სოფ. ჯუთიდან ჩრდილო- აღმოსავლეთით 8 კმ-ზე. წარმოდგენილია დიაბაზების დიდი ზომის ლოდებით. მარაგი - 2.4 მლნ.მ³. ბლოკიანობის გამოსავალი 37%-ია, ხოლო 1მ³ ბლოკიდან - 9.6 მ² -ია. მოზაიკური ღორღის გამოსავალი კი - 87%- ია. საბადო ლიცენზირებულია.
გველეთის ბრექჩირებული დიაბაზების საბადო - მდებარეობს მდ. დევდორაკისა და მდ. თერგის შესართავთან. წარმოდგენილია დიაბაზების ლოდებით. მოსაპირკეთებელი ბლოკების გამოსავალი ლოდებიდან -68%-ია, ხოლო ფილების გასავალი 1მ³ ბლოკიდან -9.1%-ია. რაოდენობა:180 ათ. მ³.
ჭაუხის ბრექჩირებული დიაბაზების საბადო - მდებარეობს სოფ. ჯუთიდან 2 - 2.5 კმ-ის მოშორებით და წარმოდგენილია დიაბაზების ლოდებით, რომელთა 68% შეიძლება გამოიყენებულ იქნას მოსაპიკეთებლად. ბლოკიანობის გამოსავალი 14.4% , ხოლო 1 მ³ ბლოკიდან ფილების გამოსავალი 9.8 მ²-ია. საერთო რაოდენობა 150 მ³-ია.
ცდოს დიაბაზების გამოვლინება - მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, სოფ. ცდოს მიდამოებში და წარმოდგენილია დიაბაზების დაიკების სახით. საბადო დეტალურად არ არის შესწავლილი. ბლოკიანობის გამოსავალი 36.6% -ია, ხოლო 1 მ³ ბლოკიდან გამოდის 8.7 მ² მოსაპირკეთებელი ფილა. მარაგები არ არის დადგენილი.
დარიალის გრანიტოიდების ლოდნარის საბადო - მდებარეობს სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 10 კმ-ზე მდ. ქისტინკის მარჯვენა ფერდზე. მოსაპიკეტებელი ლოდების გამოსავალი 47.5 -51.0%-ია. აქედან მოსაპირკეთებელი ბლოკების გამოსავალი 38.2%, ხოლო 1 მ³ ბლოკიდან ფილების გამოსავალი 9მ²-ია. მოსაპირკეთებელი მასალის რაოდენობა 243.5 ათ. მ³-ია, ხოლო ღორღისათვის გამოსაყენებელი მასის რაოდენობა 315.7 ათ.მ³ მარაგები საავტოროა.
მოლიონის ანდეზიტის ლოდნარის საბადო - მდებარეობს სტეფანწმინდიდან სამხრეთით 25 კმ-ზე. მდინარეების ნარვანისწყლის და მილიონას შესართავიდან სამხრეთით 2 კმ-ზე. ბლოკების გამოსავალი 37%, ღორღის - 48% ფილების გამოსავალი 1მ³ ბლოკიდან 9.5 მ²-ია. მარაგები საავტოროა და 263 ათ.მ³ შეადგენს.
ფანშეტის ანდეზიტიანი ტუფობრექჩიების საბადო მდებარეობს სტეფანწმინდის სამხრეთ-დასავლეთით 6 კმ-ზე. იგი მშვენივრად იხეხრხება და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საკედლე (სახერხი) ქვა, რომლის გამოსავლი სამთო მასიდან 57% -ია, ხოლო ნარჩენები შეიძლება გამოყენებულ იქნას ”350” მარკის მსუბუქი ბეტონის შემავსებლად. მარაგების რაოდენობა 834 ათ. მ³.
კობის ქვიშა-ხრეშის საბადო - მდებარეობს სოფლების: ყანობი -კობი- ოქროყანის მიდამოებში, მდ.თერგის ხეობაში. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნან ”100” და ”350” მარკის ბეტონის შემავსებლად. მარაგები 5.9 მლნ.მ³.
წკრეს ანდეზიტო-ბაზალტების საბადო - მდებარეობს დუშეთის რაიონში, 9 კმ-ის სამხრეთით სოფელ ქვეშეთიდან (1.5 კმ-ზე სოფ. წკერიდან) . ანდეზიტო-ბაზალტები ნაპრალიანია, ამიტომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნან ბეტონის შეასვსებად, აგრეთვე მოზაიკური ღორღის სახით. მათი რაოდენობა შეადგენს 1135 ათ.მ³.
აბუდელაურის ვულკანური ბრექჩიის საბადო - მდებარეობს პირაქეთა ხევსურეთში, სოფ. როშკიდან დასავლეთით 4 კმ-ზე და წარმოდეგნილია მორენული ლოდნარით, რომელსაც უკავია 47 ჰა. ბლოკიანობის გამოსავალი მცირეა და შეადგენს 7.3% -ს, ხოლო 1 მ³ ბლოკიდან მიიღება 4.12 მ² ფილა. მარაგები 200 ათასი მ³-ია.
ყორშის ქვიშაქვების საბადო - მდებარეობს დუშეთის 60 კმ-ის მოშორებით. ქვიშაქვები მკვრივი და მაგარია, მაგრამ ძლიერ დამსხვრეულია, ამიტომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნან ”100” – ”300” მარკის ბეტონის შემავსებლად. მარაგები შეადგენს 3451 ათ.მ³.
ფასანაურის ქვიშა-ხრეშის საბადო - მდებარობს დაბა ფასანაურის მიდამოებში. შეიძლება გამოყენებულ იქნას "200" მარკის ბეტონის შემავსებლად. მარაგები 9367 ათ.მ³
ხომისძირის ქვიშა-ხრეშის საბადო - მდებარეობს დუშეთის რაიონში, სოფლების კაწალხევის, გუდარეხის და ხომის მიდამოებში, მდ. ფშავის არაგვის ხეობაში. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნან ”250” და ”300” მარკის ბეტონის შემავსებლად. მარაგები 2.4 მლნ.მ³.
რეგიონის მცენარეული საფარი მდიდარია და მრავალფეროვანი, ისევე როგორც მისი ფაუნა. რეგიონის ტერიტორიაზეა საგურამოსა და ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალები.
მთისწინეთი უკავია ჯაგეკლიან სტეპებს,რომელშიც შერეულია ტყის ელემენტები. მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში მუხისა და რცხილის ტყეებია, ზემოთ - წიფლიანი. რეგიონში წიწვოვნების მხოლოდ ცალკეული ეგზემპლარები გვხვდება. გავრცელებულია ფიჭვნარი. მთების ტყის ზონის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია, სადაც ჩრდილო კალთებზე ხარობს დეკა, სამხრეთ კალთებზე - ღვია.
ზოგიერთ ადგილებში გვხდება ტყის მცირე კორომები (არყი, ვერხვი) გავრცელებულია სოფლების მარცვლოვანები: ჭრელი წივანა, ბრზამი, კეწეწურა, შვრიელა, ნამიკრეფია, ქასრა, ბარსელა, ძიგვა, ისლი.
ალპური "ხალიჩები" - მარმუჭი, ფესვმაგარა, მაჩიტა, ნაღველა, ბაია.
თერგის ჭალაში არის ქაცვის ბუჩქნარი.
მაღალმთიან ზონაში გვხვდება აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და არჩვი, ნიამორი მხოლოდ პირიქითა ხევსურეთშია. მთის ტყის ზონის ქვემო ნაწილში შემორჩენილია ირემი, შველი, მტაცებლებიდან გვხვდება მურა დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, იშვიათად - ფოცხვერი. მთისწინეთის ტყეში ბინადრობს ტურა, კურდღელი, ციყვი. სტეპში ბევრია მემინდვრიები.
თევზი: კალმახი, ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა.
ფრინველები: მთის არწივი, ქორი, ბატკანძერი, მაღრანი, ჭკა, კავკასიური შურთხი, როჭო, კაკაბი, შაშვი, ოფოფი, ჩხიკვი.