კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
11/12/2011
დამბალი ხაჭოს გამოფენა
    მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამეწარმეო კავშირი “ჩვენი ფშავი”-ს ინიციატივით, ასევე, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, 11 დეკემბერს, სოფელ არაგვისპირში გაიმართა დამბალი ხაჭოს გამოფენა სახელწოდებით  “მადლი ფშაური მიწისა”, ღონისძიება მიზნად ისახვდა რეგიონის აგროტურისტული ინფრასტრუქტურის საზოგადოებისათვის გაცნობას და ტრადიციული პროდუქტის, მათ შორის  . . .
15/12/2011
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანაორგანიზატორობით, 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების პერსპექტივების განხილვა გაიმართა
         2011 წლის 15 დეკემბერს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) თანაორგანიზატორობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
      შეხვედრის მიზანი იყო, დიალოგის ფორმატში  2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და ზოგადად, თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობის ფორმებისა და  პერსპექტივების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილეები,  რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
CIDA ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თემატურ შეხვედრებს ორგანიზებას უკეთებს პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია G-PAC პროგრამის მიერ. 
პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.