კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
01/03/2011
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთს ესტუმრნენ
   პირველ მარტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. რამაზ ნიკოლაიშვილი და დავით ტყეშელაშვილი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს  ცეზარ ჩოჩელს, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა  . . .
10/03/2011
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ანანურში ადგილბრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მარტს  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაურში არსებულ რესტორან “ანანურის” საკონფერენციო დარბაზში  ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზნი იყო  რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან არასამთავრობო  ორგანიზაციების გაცნობა  და ურთიერთ . . .
21/03/2011
სასტუმრო “გუდაური სქი-რესორტი”-ს საკონფერენციო დარბაზში  ყაზბეგის ეროვნული პარკის დაფინასებასთან და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი ტერიტორიასთან დაკავშირებით პროგრამის შემფასებელი მისიის შეხვედრა გაიმართა
    მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს  ინიციატივით 21 მარტს, სასტუმრო “გუდაური სქი”– რესორტის საკონფერენციო დარბაზში, მოეწყო შეხვედრა საქართველოში შემაჯამებელი ვიზიტით მყოფი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან.
 შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა. 
     შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროგრამის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მთავრობისა და მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურება, ყველა დაინტერესებული მხარის მიერ აზრთა ურთიერთგაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა. 
    აღნიშნული პროგრამის პირველ ოთხწლიან ფაზაში დაფინანსდება ყაზბეგისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების განვითარება.  ასევე ამ ტერიტორიების მიმდებარედ  მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პროექტები. 
ამ ეტაპზე განიხილება ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების საკითხი, რომლის შესაბამისი დაფინანსება გათვალისწინებულია პროგრამის მეორე ფაზაში.
     პროგრამის დაფინანსება ხდება გერმანიის მთავრობისა (BMZ) და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KFW)მიერ.
    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რომლის დასრულების  შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველა დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაცია მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის ინტრესების გათვალისწინებით, ასევე დამხმარე ზონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში განსახორციელებელი პროგრამები დაკონკრეტდება მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად, ადგილობრივ მთავრობასთან