© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ანანურში ადგილბრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაურში არსებულ რესტორან “ანანურის” საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზნი იყო რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობა და ურთიერთ . . .
სასტუმრო “გუდაური სქი-რესორტი”-ს საკონფერენციო დარბაზში ყაზბეგის ეროვნული პარკის დაფინასებასთან და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი ტერიტორიასთან დაკავშირებით პროგრამის შემფასებელი მისიის შეხვედრა გაიმართა
მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით 21 მარტს, სასტუმრო “გუდაური სქი” – რესორტის საკონფერენციო დარბაზში, მოეწყო შეხვედრა საქართველოში შემაჯამებელი ვიზიტით მყოფი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები . . .
საქართველო და საერთაშორისო საზოგადოებრიობა აერთიანებენ ძალისხმევას, რომ დაიცვან შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხის წინაშე არსებული კულტურული მემკვიდრეობა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო პროექტის – "ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების" – ფარგლებში 2011 წლის 25 მარტს, ქ. მცხეთაში, სასტუმრო "მცხეთა პალასში". შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განეხილათ როგორ გადადგან ნაბიჯები შეირაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების უკეთ დასაცავად.
პროექტი "ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები" ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CIUDAD-ის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიზანია დაამკვიდროს საუკეთესო გამოცდილება შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხის წინაშე არსებული კულტურული ფასეულობების მართვისას და მომზადდეს განაცხადები ქალაქ მცხეთისთვისა (საქართველო) და ბიბლოსისთვის (ლიბანი), რათა ამ ქალაქების მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობას მიენიჭოს გაძლიერებული დაცვის სტატუსი იუნესკოს მიერ.
მცხეთის მუნიციპალიტეტთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან: ბიბლოსის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საბჭო (ლიბანი), WATCH (World Association for the Protection of Tangible and Intangible Cultural Heritage in Times of Armed Conflict, იტალია), FOCUH (Friends of Cultural Heritage, თურქეთი), NEREA (Network for Advanced Restoration, იტალია).
შეხვედრა, რომელიც მცხეთაში გაიმართა, წარმოადგენს ნაწილს იმ ინიციატივებისა, რომელთა მიზანია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის "რისკების შემცირების" ზომებს და შეიმუშავებს "რისკის მზადყოფნის გეგმას". ამ ორი დოკუმენტის მომზადებით საქართველო შეასრულებს `შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის კონვენციის მეორე ოქმით დაკისრებულ ვალდებულებებს.