© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
CIUDAD-ი და EUROMED HERIGATE IV აერთიანებენ ძალისხმევას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის
ქალაქ ბიბლოსში, ლიბანის ამერიკულ უნივერსიტეტში, 5-6 დეკემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო კულტურული მემკვიდრეობა და მდგრადი ტურიზმის განვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთA პარტნიორ ქვეყნებში. მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების – CIUDAD-ისა და EUROMED HERIGATE IV-ის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის . . .
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამეწარმეო კავშირი “ჩვენი ფშავი”-ს ინიციატივით, ასევე, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, 11 დეკემბერს, სოფელ არაგვისპირში გაიმართა დამბალი ხაჭოს გამოფენა სახელწოდებით – “მადლი ფშაური მიწისა”, ღონისძიება მიზნად ისახვდა რეგიონის აგროტურისტული ინფრასტრუქტურის საზოგადოებისათვის გაცნობას და ტრადიციული პროდუქტის, მათ შორის ადგილობრივი ნატურპროდუქტის - დამბალი ხაჭოს პოპულარიზაციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეგიონში არსებული მოქმედი და პერსპექტიული ტურისტული მარშრუტები, არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისა და ნატურპროდუქტის დამამზადებელი ოჯახების ქსელი, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტი და ტურისტული შეთავაზებები. მოხდა აღნიშნული პროდუქტის დეგუსტაცია, ეთნოგრაფიული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
ამ უნიკალური ნატურალური პროდუქტის წარმოება დღეისათვის რეგიონის ორ კუთხეში: ფშავში და ასევე ფშავლებით კომპაქტურად დასხლებულ თიანეთის რაიონში ხდება. ეს არის რძის გადამუშავებიდან მიღებული მეორადი, მაგრამ სრულფასოვანი პროდუქტი. მისი ბიოლოგიური კვლევით დადგენილია, რომ ის რიგ უამრავ ბიოაქტიურ ელემენტსა და ნივთიერებას შეიცავს, რაც მრავალმხრივად სასარგებლოა ადამიანისათვის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, გააჩნია უნიკალური საგემოვნო თვისებები და ამ მხრივ, არაფრით ჩამორჩება მსოფლიოში ცნობილ ფრანგულ და შვეიცარიულ ობიან ყველს.
“დამბალი ხაჭოს” გამოფენა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და აქვს შანსი გახდეს ტურისტული მარშრუტებისთვის დამახასიათებელი ის ძირითადი პროდუქტი, როგორიცაა ღვინო, ყველი და ჩურჩხელა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები და ფშაური კულტურის მოყვარული საზოგადოება.