© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა და სამსახურები
მუნიციპალიტეტის გამგებელი - ლაშა ჯანაშვილი
გამგებლის პირველი მოადგილე- მანანა ნარიმანიძე
მოადგილე- ბესარიონ შაღაშვილი
მაჟორიტარი დეპუტატი- კობა ბადაგაძე
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მისამართია: ქალაქი დუშეთი, სტალინი ქ. 27
გამგეობის ტელეფონის ნომრები : (246) 2-19-90: 2-19-99
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი დაიბადა 1966 წლის 16 ივლისს.
დაამთავრა ქ. დუშეთის II საშუალო სკოლა, აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინრის სპეციალობით, მოგვიანებით კი – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტის სპეციალობით.
1993 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, სახელმწიფო სტრუქტურებში.
მუშაობდა გამგებლის I მოადგილეს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.
2010 წლის 18 ივნისს დაინიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
საკრებულოს წევრთა რაოდენობა 28 დეპუტატი
საკრებულოში წარმოდგენილია 18 მაჟორიტარი დეპუტატი.
აქედან, ნაციონალური მოძრაობიდან -18,
პროპორციული წესით გასულია 10 დეპუტატი,
აქედან ნაციონალური მოძრაობიდან - 8,
ქრისტიან-დემოკრატებიდან - 1.
ეროვნული საბჭოდან-1
საკრებულოს თავმჯდომარე - ცარო საძაგლიშვილი
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ივერი ჯიქურაული
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სია
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები:
1. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია.
თავმჯდომარე - მიხეილ ბურდული;
2. აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისია.
თავმჯდომარე - ზურაბ დინუაშვილი;
3. სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა კომისია.
თავმჯდომარე - ზაზა ქავთარაძე;
4. ინფრასტრუქტურის კომისია.
თავმჯდომარე -რეზო ზანდუკელი;
5. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია.
თავმჯდომარე - გელა დაიაური.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები:
ფრაქცია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". თავმჯდომარე - ივერი ჯიქურაული.
ფრაქცია შედგება 17 წევრისაგან.
ფრაქცია - მაჟორიტარების თავმჯდომარე- გიორგი კაჭკაჭური- 9 წევრი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი დაიბადა 1966 წლის 5 სექტემბერს დუშეთის რაიონის სოფ. ჭოპორტში.
დაამთავრა სოფ. ჭოპორტის საჯარო სკოლა.
1989 წელს – დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.
2005 წელს – დაამთავრა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა ჭოპორტის სკოლაში ლაბორანტად.
1991–1998 წ.წ. – მუშაობდა ჭოპორტის სათემო საკრებულოს მდივნად.
1998–2002 წ.წ. – მუშაობდა ჭოპორტის სათემო საკრებულოს თავმჯდომარედ.
2004–2007 წ.წ. – მუშაობდა ჭოპორტის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის თანამდებობაზე.
2007 წლის 25 აგვისტოს – არჩეულ იქნა სოფ. ჭოპორტის საჯარო სკოლის დირექტორად.
2011 წლის 10 იანვრიდან –არჩეულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.