კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
13/01/2011
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის სახელით, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ახალი წელი მიულოცეს 
 მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელებმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა  13 იანვარს, სოფელ ძეგვში, წმ. გიორგი  მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს დამდეგი ძველით ახალი წელი მიულოცეს და ყველა ის საჭირო საკვები პროდუქტი მიუტანეს, რასაც განსაკუთრებით საჭიროებდნენ. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრში . . .
22/01/2011
გუდაურში “ხევსურული საღამო” ჩატარდა
     მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და გუდაურის დეველოპერული კომპანიის, ასევე,  ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით  
   22 იანვარს, გუდაურში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ხევსურული საღამო მოწყო. გუდაურის დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ, როგორც ადგილობრივი  . . .
10/02/2011
თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემიასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა 
        10 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანდრო კალანდაძემ და სსიპ “ა. ქუთათელაძის სახელობის  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” რექტორმა გია ბუღაძემ  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  
      ხელშეკრულების მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ ქალაქ მცხეთის სახელოვნებო სივრცის განვითა-რების, ასევე საქართველოს შემოქმედებით და სახელოვნებო სივრცეში მოღვაწე ახალგაზრდების  . . . 
17/02/2011
დუშეთში  ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
      საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროს ხელშეწყობით ახორციელებს ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომაგდენლების სასწავლო შემეცნებით ვიზიტს საქართველოში.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს წარმატებების შესწავლა და გაზიარება მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში.
      პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ იქნა გასვლითი ტურები კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
  უკრაინელი სტუმრების ვიზიტი დუშეთში, 17 თებერვალს დაიგეგმა, სადაც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და  ადგილობრვი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტუმრებს რეგიონის განვითარების ძირითადი სტრატეგია და ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტში წარმატებულად განხორციელებული პროექტები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ   დელეგაციის წევრებმა  დუშეთში არსებული ხალხური რეწვის საწარმო “მთიები” დაათვალიერეს, რომელიც 2008 წელს, სახელმწიფო პროგრამა “იაფი სესხით” იქნა დაფინასებული.