© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
21 ივლისს, აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა შაოიუ ჟაომ, მგფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან ლაშა გოცირიძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთს ეწვია და იქ მიმდინარე რამოდენიმე პროექტის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა, მათ შორის იყო წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბადაგაძე და პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი.
დუშეთის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (აღმასრულებელი დირექტორი _ ლაშა გოცირიძე) მუნიციპალური სერვისის განვითარების პროექტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (MSDP) ფარგლებში.
სამუშაოები მოიცავს 32 ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილების შეცვლას, ჭების მოწყობას, მიერთებების მოწყობას, მომხმარებლების მიერთებას (სადაც წყლის მომარაგება არ იყო).
პროექტის საბოლოო შედეგი:
დუშეთში განხორციელებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საბოლოო მიზანია წყლის მიწოდების გაუმჯობესება აღნიშნულ მუნიციპალიტეტში.
დუშეთის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია
ქ. მცხეთის ახალგაზრდული მოძრაობის - “ 7 აგვისტო”-ს წევრები დღეს, ღამის 12.00 საათზე, მცხეთაში _ “ბებრის ციხეზე” კოცონს დაანთებენ და ამით იმ მოვლენების მიმართ გამოხატავენ პროტესტს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიით იქნა განხორციელებული. კოცონთან შეკრებილი საზოგადოება პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ომში გმირულად იქნენ დაღუპულნი. (დაინთება სანთლები). ხოლო 7 აგვისტოს, რუსული აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით, 15.00 საათზე ქ. მცხეთაში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით რამოდენიმე წუთით შეჩერდება მოძრაობა, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგონ პატივი ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამავდროულად საქართველოს ყველა ეკლესიაში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
ტურიზმის განვითარების მიზნით, დაბა სიონში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისათვის დასრულებულია.
ფეხბურთის, ჩოგბურთისა და ფრენბურთის მოედნების თანამედროვე ინტერიერი _ სიონში ჩასულ დამსვენებელს ზაფხულის სასიამოვნოდ გატარებისა და დასვენების უფრო კომფორტულ პირობებს შეუქმნის.
სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს. “ნიუ-ენერჯი”-მ შეასრულა, ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭორო თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან იქნა გამოყოფილი.
ახალი სპორტული კომპლექსის პრეზენტაცია დაბა სიონში - 13 აგვისტოს ჩატარდა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დაბა თიანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და როგორც დაბა სიონის მოსახლეობას, ასევე იქ ჩასულ დამსვენებლებს ახალი ობიექტის გახსნა მიულოცა.
დაბა სიონში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
პირველ სექტემბერს, მცხეთის კულტურის სახლის პარკში, აშშ-ს სახელწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია “ქაუნთერფართ ინტერნეშენელის” ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა “ჩაპი”-სა (CHAP) და არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის” ინიციატივით მოეწყო ერთობლივი ჰუმანიტარული აქცია, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაეცათ “ქაუნთერფართისთვის” დონორი ორგანიზაცია The Church of Jesus Christ of Latter-day Saints (LDS Charities)-ის მიერ შემოწირული ახალ თანამედროვე ინვალიდის ეტლები და სხვადასხვა სახის დახმარება.
ცერემონიაზე 108 ადგილობრივმა და ასევე რუსული აგრესიის შედეგად დევნილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო ინვალიდის ეტლი. ეტლების საერთო ღირებულება შეადგენს 6,372.00 აშშ დოლარს.
საქართველოში მოქმედი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებმა ACTS, IRD, Hellenicare და UMCOR-მა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს დახმარება ჰიგიენური და სასკოლე ნაკრებების, საყოფაცხოვრებო და სხვა ნივთების სახით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, დონორი ორგანიზაციის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები. აგრეთვე სხვა სტუმრებიც.
მცხეთაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ინვალიდის ეტლები გადაეცათ
3 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წეროვანის ლტოლვილთა დასახლებაში ქაღალდის დასამზადებელი ქარხნა გახსნა. ქაღალდის დასამზადებელი ქარხნის მშენებლობას შპს”ნეოპრინტი” ახორციელებდა. სამშენებლო თანხა, ერთი მილიონი ლარი შპს “ნეოპრინტის” მფლობელმა სახელმწიფოსგან, იაფი კრედიტის პროგრამით მიიღო და დღეიდან აქ, ახალგორიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი და წეროვანში ჩასახლებული, დაახლოებით 150 ადამიანი დასაქმდება. ამიერკავკასიაში ეს იქნება პირველი ქაღალდის დასამზადებელი ქარხანა, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას უცხოური მასალით დაამზადებს და რეალიზაციას გაუწევს.
პრეზიდენტმა ადგილზე დაათვალიერა ახალი საწარმო და მომსახურე პერსონალს წარმატებები უსურვა.
საქართველოს პრეზიდებტმა წეროვანში ქაღალდის დასამზადებელი ქარხანა გახსნა
5-6 სექტრმბერს ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში პოეტის დაბადებიდან 148 წლის აღსანიშნავად “ქართული ლექსის ღამე” გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა პოეტებმა, თეატრალურმა დასებმა და საშემსრულებლო კოლექტივებმა მიიღეს.
ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორი ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი და მცხეთა-მთიანებთის სამხარეო ადმინისტრაცია იყო. “ქართული ლექსის ღამე” ჩარგლში, მუზეუმის მიმდებარე ამფითეატრთან გაიმართა. აქ სპეციალური ბანაკი მოეწყო ღონისძიების მონაწილეებისთვის და მთელი ღამე ქართულ პოეზიას მიეძღვნა. “ გარდა ამისა ჩატარდა დოღი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. დოღში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით. საჩუქრები გადაეცათ ასევე ღონისძიების იმ მონაწილეებსაც, რომლებმაც ვაჟასა და ქართული პოეზიის საუკეთესო ცოდნა გამოავლინეს და საუკეთესო ახალი ლექსები წაიკითხეს.
“ქართული ლექსის ღამეს” ცნობილი ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი და მსახიობი ცისანა ქოთილაიძე უძღვებოდნენ.
ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩარგალში 5 სექტემბერს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
“ქართული ლექსის ღამე” ჩარგალში
12 სექტემბერს, დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული “ყაზბეგობა” გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გამოჩენილი ქართველი მწერლის ალ. ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფასა და ხევის ტრადიციების პოპულარიზაციას. დღესასწაული ჩატარდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული _ გუბერნატორის ინიციატივით.
სახალხო დღესასწაულის დამსწრე საზოგადოება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია - II დალოცა, ხოლო შემდგომ ალ. ყაზბეგის საფლავს აკურთხა.
ღონისძიება დაბა სტეფანწმინდაში 12.00 საათზე დაიწყო და მასში
მონაწილეობა მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად ამ დღეს სპეციალურად მოწვეულმა სხვადასხვა მომღერლებიც მიიღეს.
გარდა ამისა, გაიმართა სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა თავისუფალი ჭიდაობა და დოღი.
სახალხო დღესასწაულ “ყაზბეგობაზე” მოწვეულნი იყვნენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწენი.
ზეიმი ყაზბეგში მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა და უამრავ ტურისტს შესაძლებლობა მიეცა კიდევ ერთხელ სიამოვნებით ეხილათ ეს ულამაზესი კუთხე და ხევის ტრადიციებითა და ადათ-წესების დამტკბარიყვნენ.
დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული “ყაზბეგობა” გაიმართა
19-20 სექტემბერს სახალხო დღესასწაული “შატილობა” გაიმართა. ღონისძიება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.
დღესასწაულზე გალა კონცერტს პოეტი რატი ამაღლობელი უძღვებოდა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ლუდსახარში “ნატახტარი” და ტელეკომპანია "პირველი არხი".
პროგრამის მიხედვით, მთელ შატილში განთავსებული იყო კვების ობიექტები, რესტორნები. მოეწყო ტრადიციული ხელსაქმის გამოფენა-გაყიდვა.
ჭრაქით განათებულ ქვითკირებში მოხდა ჩვენება აღდგენილი ტრადიციებისა. ხევსური ქალები აჩვენებდნენ სტუმრებს ხელსაქმის ტრადიციულ დამუშავებას, გაიმართა მასპინძლობის სცენა, სადაც მოიხარშა ხავიწი, ხინკალი, რითაც უმასპინძლდებოდნენ ჭერხოში შეკრებილ სტუმრებს.
მოხდა ტრადიციული ხევსურული ქორწილის ჩვენებაც. წაკითხულ იქნა ხევსურ მოლექსეთა ლექსები და კაფიები. მოგვიანებით კი გაიმართა გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადისა და ფოლკლორული ანსამბლების შემსრულებლებმა. მეორე დღეს, 20 სექტემბერს გამთენიისას ანატორში ბერებმა აღავლინეს მიცვალებულთა სულებისათვის შენდობის ლოცვა, დაიდგა ტაბლა მათ სახელზე. ტრადიციულად გზად დაიბნა ჩიტებისათვის ხორბალი.
შატილში გამართულ დღესასწაულს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი სტუმრობდა.
19-20 სექტემბერს სახალხო დღესასწაული-შატილობა გაიმართა
2 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქ. მცხეთის ისტორიული უბნების რეაბილიტირებული სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მცხეთის ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს რამოდენიმე ეტაპს, რომელიც ფასადების, ეზოების, კომუნიკაციებისა და ქალაქის პირვანდელი იერსახის აღდგენით სამუშაოებს გულისხმობს. ამ ეტაპზე დასრულდა სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანად შეიცვალა აღნიშნული ტერიტორიის ფასადი და ინტერიერი, რაც ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საწინდარია მომავალში.
ქ. მცხეთის ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.
ქ. მცხეთის საბოლოო იერსახის შექმნა 2-3 წელიწადში იქნება დასრულებული.
საქართველოს პრეზიდენტი მცხეთას სტუმრობდა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, 3 ოქტომბერს, ქალაქ დუშეთში “არაგველობა” – “ხალიჩების დღესასწაული” გაიმართა.
ზეიმი 12.00 საათზე გაიხსნა და მთელი დღის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
დუშეთის ცენტრში მოეწყო ეთნოგრაფიული ანსამბლების გამოსვლა, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინა მხარედმცოდნეობის მუზეუმისა და არქეოლოგიური ბაზის ექსპონატები, მოხდა ხალხური რეწვის ნიმუშების – ხალიჩების, ფარდაგების, თექისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, კულტურის სახლში ჩატარდა მოსწავლეთა სპექტაკლი, გაიმართა ასევე სპორტული ღონისძიებები, მოხდა იმ ობიექტების გახსნა, რომლის აღდგენითი სამუშაოები დუშეთში ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.
დღესასწაულზე მოწვეულნი იყნვენ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, აგრეთვე მწერლები და საზოგადო მოღვაწენი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დუშეთში ყოფნის დროს სოფელ მჭადიჯვარში გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას დაესწრო.
არაგველობის დღესასწაულზე დუშეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიქრქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფებოდა. პატრიარქმა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა და მრევლი დალოცა. ქადაგებისას ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის ღვაწლსა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზეიმი დუშეთში 17 საათზე გალა-კონცერტით დასრულდა.
დუშეთში სახალხო დღესასწაული – “არაგველობა” გაიმართა