კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
11/03/2010
  11 მარტს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში  პრესკომფერენცია გაიმართა, რომლის ძირითადი ნაწილი, ბოლო დროს, ლეიბორისტთა ლიდერების მიერ, მხარის გუბერნატორის_ ცეზარ ჩოჩელისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ბრალდებებს დაეთმო. სხვადასხვა ბრალდებათა შორის, განსაკუთრებული ყურადღება  მხარის გუბერნატორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, ამავე ტერიტორიაზე, ძველი გაზსადენი მილების თითქოსდა უკანონოდ გასხვისებას ეხება.
ამასთან დაკავშირებით,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ- ზურაბ წყარუაშვილმა პრესკომფერენციის სახით საპასუხო განცხადება გააკეთა და  ლეიბორისტული პარტიის ლიდერების ბრალდებებს _ ბინძური ცილისწამება უწუდა. მასმედიის წარმომადგენლებს დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე წარუდგინა ყველა ის დოკუმენტური მასალა, სადაც ზემოაღნიშნული ობიექტების გასხვისება,  საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა განხორციელებული, ზოგი მათგანი კი, ჯერ კიდევ  სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გაიმართა 
12/03/2010
  12 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დუშეთში სპორტული კომპლეკსი და სასტუმრო “ოლიმპიური სახლი” დაათვალიერა.
პრეზიდენტის განცხადებით “კომპლექსი უზრუნველჰყოფს დუშეთში მოსახლეობის დასაქმებას, ასევე, ოლიმპიური ნაკრების უფრო უკეთ მომზადებას და სპორტის განვითარებას.”
მისივე თქმით, “თუ დასაქმება არ იქნება, დუშეთი დაცლას განაგრძობს და ჩვენ ამის გამო სპორტული ცენტრის მშენებლობა გადავწყვიტეთ.
“უკვე გაიხსნა დიდი დარბაზი; კიდევ ვგეგმავთ მეორე დარბაზის გახსნას, ეს დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ ვიწყებთ ფულის ჩადებას სპორტში და ყველაფერს გავაკეთებთ სპორტის განვითარებისათვის,” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სპორტული კომპლექსის ნაწილი და სასტუმრო “ოლიმპიური სახლი” 15 თებერვლიდან მუშაობს 
მიხეილ სააკაშვილმა დუშეთში სპორტული კომპლექსი და სასტუმრო “ოლიმპიური სახლი” დაათვალიერა 
16/03/2010
ძლიერი წვიმების შედეგად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რამოდენიმე სოფელი დაიტბორა
  ძლიერმა წვიმამ მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში, ძალისში, მუხრანსა და მისაქციელში საცხოვრებელი სახლები დატბორა და ნათესები გაანადგურა. სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა წეროვანში დასახლებულ დევნილებს. როგორც იქაური მოსახლეობა აცხადებს,  წვიმამ მათი საცხოვრებელი სახლები სრულიად დატბორა და ბინებიდან წყალი სათლებით გამოაქვთ. დაზარალებულები უკვე მოინახულა  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა  და დახმარებასაც დაპირდა.
  სტიქია მიადგა ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტსაც. კერძოდ ფშავში, სოფელ კაწალხევთან ჩამოწვა მეწყერი და ჩაიხერგა გზა. ადიდებულმა ხევმა დააზიანა აბანოსხევი-ლაფანაანთკარის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ჭონქაძის თემში დაიტბორა და დაზიანდა სოფელ ტონჩის საავტომობილო გზა. ადიდებულმა მდინარე ნარეკვავმა წაიღო გადასასვლელი ბოგირები. დაიტბორა ვენახები და საცხოვრებელი სახლები. ჭართალში, მთიდან მოწყვეტილმა ...



19/03/2010
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წელს 35 მილიონს დახარჯავს
  9 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე მცხეთაში ჩავიდნენ და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ ცეზარ ჩოჩელთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული პრობლემები და 2010 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2010 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში 9 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 35 მლნ ლარს შეადგენს.
  აღნიშნულ პროექტებს აფინანსებს საქართველოს მთავრობა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი.  

08/04/2010
დუშეთში რეგიონალური ფოლკლორის საღამო ჩატარდა
  დუშეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით 8 აპრილს, დუშეთის კულტურის სახლში  რეგიონალური ფოლკლორის საღამო ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს რეგიონში მცხოვრებმა იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურდათ, საკუთარი თვითშემოქმედება საზოგადოებისთვის უფრო კარგად გაეცნოთ.   ღონისძიების მიზანი იყო რეგიონებში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ფოლკლორის ახალი ნიმუშების ფართოდ გამომზეურება.
  თვითშემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები. მოწვეულმა სტუმრებმა ჟიურის სახით საუკეთესო მონაწილეები გამოავლინეს, რომლებიც შემდგომ, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული  საღამოს ჩატარება სავარაუდოდ 2010 წლის  აპრილში, ქ.თბილისში, შოთა რუსთაველის აკადემიურ თეატრში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით იგეგმება.
  საკუთარი შემოქმედებით, ფოლკლორის რეგიონალური საღამო დუშეთის კულტურის სახლში, ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ გახსნა.
  ნომინაციებში გამოვლენილ იქნა საუკეთესო ლექსის მთქმელი, უხუცესი მონაწილე, საუკეთესო ახალი ლექსი, საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფი, ქართული კუთხური ფოლკლორის საუკეთესო მცოდნე და სხვ.
  გამარჯვებულ მონაწილეებს სამახსოვრო პრიზები ჟიურის წევრებმა გადასცეს.
  პარალელურად, კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ხალხური ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009