კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
26/11/2010
26 ნოემბერს, სასტუმრო ამბასადორში მუცოს აღდგენა - რეაბილიტაციის თემაზე პრეზენტაცია გაიმართა 
   26 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“  მუცოს აღდგენა–რეაბილიტაციის თემაზე  პრეზენტაცია ჩატარდა. მუცო პირიქითა ხევსურეთის კლდეზე შეფენილი ციხესიმაგრეა, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს თხოვნა ადგილობრივ დონეზე წამოიჭრა და მის ირგვლივ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზიცია გაერთიანდა. საკუთარი ხედვა წარმოადგინეს მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, ტურიზმის დეპარტამენტმა, ძეგლთა დაცვამ და სამშენებლო კომპანია „არსმა“. პრეზენტაციას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
   მსგავსი სახის შეხვედრები აღნიშნულ თემაზე უახლოეს მომავალში კვლავაც იგეგმება, რათა  დროულად იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
29/11/2010
27-28 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში ტრადიციული ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა - დეგუსტაცია ჩატარდა
მიმდინარე წლის 27-28 ნოემბერს, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, სასტუმრო “ანაკლიაში”, ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პირველი მაშტაბური გამოფენა-დეგუსტაცია და სამეცნიერო სიმპოზიუმი ჩატარდა. ორგანიზატორობას აღნიშნულ ღონისძიებას, “ქართული ყველის სახლი” უწევდა, მხარდამჭერები კი – სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ.
  სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლობა, რომლებსაც სადეგუსტაციოდ გამოტანილი ჰქონდა საკუთარი ტრადიციებით შექმნილი რძისა და რძის პროდუქტების ნაწარმი, აგრეთვე პურ-ცომეულის პროდუქტი. 
  სასტუმრო “ანაკლიაში” მოწვეულ უამრავ სტუმარს, არაჩვეულებრივი  საშუალება მიეცა დაეგემოვნა საქართველოში ტრადიციისამებრ შექმნილი, ასევე  თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული რძის ისეთი  . . .
30/11/2010
გრანდიოზული კონცერტი – სახელწოდებით “მე მიყვარს თიანეთი” დაბა თიანეთში გაიმართა
     30 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში,  გრანდიოზული კონცერტი სახელწოდებით “მე მიყვარს თიანეთი” ჩატარდა. 
   კონცერტში მონაწილეობა მიიღეს  ესტრადის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან სალომე ბაკურაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ნინი შერმადინი, თიკა მახალდიანი, ნინი წიკლაური, პაატა თედიაშვილი და ბექა ბროლაძე,   კულტურის სახლში გამართულ ამ მართლაც მშვენიერ ღონისძიებას თამუნა გომართელი უძღვებოდა. კონცერტზე  მოსულ უამრავ მაყურებელს დარბაზშივე დაურიგდათ სარეკლამო ატრიბუტიკა – მაისურები და დროშები წარწერით ,,მე მიყვარს თიანეთი”.
ამავდროულად, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ტრადიციულ კონკურსს, თემაზე “მე მიყვარს თიანეთი”, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ რაიონის მასშტაბით ყველა ასაკის და პროფესიის მქონე ადამიანს.
02/12/2010
2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დუშეთის მუნიციპალიტეტში
   2 დეკემბერს, დუშეთში 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები რეგიონის მოსახლეობას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრმა_კახა ბაინდურაშვილმა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა გააცნეს.
   ბიუჯეტის განხილვა დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და რეგიონის მუნიციპალიტეტების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
  მოგვიანებით, მოსახლეობასა და ფინანსთა მინისტრს შორის დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც მინისტრის მიმართ დასმული იქნა ყველა ის შეკითხვა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განსახორციელებელ პროექტებს უფრო დეტალურად ასახავს. 
07/12/2010
"ჰალო თრასთმა" დაასრულა განაღმვითი სამუშაოები მცხეთაში
      2010 წლის ნოემბერში ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია "ჰალო თრასთ"-მა განაღმვითი სამუშაოები დაასრულა ქ. მცხეთაში არსებულ ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. ჰალო თრასთის განაღმვითი ჯგუფები, 2009 წლის ოქტომბრიდან, ასუფთავებდნენ აღნიშნულ ტერიტორიას ნაღმებისა და სხვა ფეთქებადი  ნივთიერებებისაგან.
        სამხედრო ბაზის ტერიტორია, იმ დროისათვის ბაზაზე არსებული საინჟინრო საწყობების დაცვის . . .
08/12/2010
მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში დასუფთავების აქცია ჩატარდა 
     8 დეკემბერს,  მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია ჩატარდა. 
გამგეობისა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა, აქციაში მონაწილეობა ზაჰესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. 
     დასუფთავება მოხდა ჯვრის მონასტრის იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა იყო. მცხეთის კომუნალური სამსახურის მიერ მობილიზებული იქნა ნაგავმზიდი მანქანების ადგილზე მოყვანა და დაგროვილი ნარჩენების აღნიშნული ტერიტორიიდან გატანა.
     მსგავსი სამუშაოები ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, სადაც  მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედეგოგებმა.
27/12/2010
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2010 წელს მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო 
  თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით  27 დეკემბერს, დ. თიანეთის კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილობრივ   მოსახლეობას  შეხვედნენ და ძირითადად იმ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრეს, რომელიც  2010 წელს დაბა თიანეთისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
   პრიორიტეტბს დაბასა და სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია და შიდა გზების მოწყობა წარმოადგენდა. მუნიციპალიტეტში მოხდა განათების სისტემის დამონტაჟება და მათი ფუნქიონირება, გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარადა არაერთი სკოლისა და საბავშვო-ბაღის შენობას, შესრულდა სხვადასხვა ობიექტების გადაუხრვითი სამუშაოები. მოეწყო სკვერები და დასასვენებელი ადგილები, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებისათვის  დამოტაჟდა ატრაქციონები, თითქმის ყველა სოფელს 24 საათის განმავლობაში მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია. 
  ამავე შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო 2011 წლის ბიუჯეტის პროეტქი და თიანეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ის პრიორიტეტული საკითხები, რომელიც მომავალი  წლისთვისაა გათვალისწინებული.
  წლის შემაჯამებელ სხდომას დაბა თიანეთში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

13/01/2011
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის სახელით, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ახალი წელი მიულოცეს 
   მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელებმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა  13 იანვარს, სოფელ ძეგვში, წმ. გიორგი  მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს დამდეგი ძველით ახალი წელი მიულოცეს და ყველა ის საჭირო საკვები პროდუქტი მიუტანეს, რასაც განსაკუთრებით საჭიროებდნენ.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრში სულ 60 ადამინი, მათ შორის 16 ბავშვი ცხოვრობს. ხანდაზმულთა შორის უმეტესი ნაწილი შრომისუუნარო და ფსიქონერვოლოგიური დიაგნოზით არიან დაავადებულნი.
   ძეგვის ბავშვთა სახლი 1995 წელს  დაარსდა, რომლის ბაზაზე 2005 წელს შეიქმნა სარეაბილიტაციო ცენტრი-თავშესაფარი. 2008 წლიდან კი აღნიშნული ობიექტის დაფინანსება საპატრიარქომ ითავა, რომლის შედეგად თავშესაფარის საცხოვრებელი პირობები ერთიორად გაუმჯობესდა.
   მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, მსგავსი სახის აქციები სისტემატურად იმართება როგორც ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში, ასევე რეგიონში არსებულ სხვადასხვა ბავშვთა სახლებში.