© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანაორგანიზატორობით, 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების პერსპექტივების განხილვა გაიმართა
11 წლის 15 დეკემბერს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) თანაორგანიზატორობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო, დიალოგის ფორმატში 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და . . .
სოფელ ძალისში ახალი ადმინისტრაციული სახლი გაიხსნა
2011 წლის 20 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში ადმინისტრაციული სახლის გაიხსნა. აღნიშნული შენობა ორსართულიანია, სადაც განთავსებულია, როგორც სოფლის რწმუნებულის ოფისი, აგრეთვე სოფლის მოსახლეობისთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურების განყოფილებები, როგორიცაა მაგალითად – საპენსიო მომსახურების განყოფილება, სამხედრო რეგისტრაციის ოთახი და სხვა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სახლის პირველ სართულზე განთავსდა სამედიცინო ამბულატორია, რომელიც სოფელში ამ დრომდე ფუნქციონირებდა, თუმცა მედ–პერსონალს მუშაობა შენობის ავარიულობის გამო გაუსაძლის პირობებში უწევდა.
სოფელ ძალისის ყოფილი მეურნეობის, ამჟამად კი ადმინისტრაციული შენობა წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო და მისი აღდგენა–რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი ბიუჯეტის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის –„Helleni-Care“ თანადაფინანსებით განხორციელდა. შენობის საერთო ფართი 200 კვ.მ–ია, სადაც თოთოეულ სართულზე 10 ოთახია განლაგებული. შენობას სამშენებლო სამუშაოები თანამედროვე, მაღალი სტანდარტებით ჩაუტარდა და 20 დეკემბრიდან აქ ახალი სიცოცხლე დაიდებს ბინას.
ძალისის ადმინისტრაციული სახლის გახსნას მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ აშშ–ს საელჩოს წარმომადგენლები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გრანტირებული ჰუმანიტარული ორგანიზაციები: „Counter Part International“ „UMCOR“–(რომელმაც ამავე დღეს, ძალისის საჯარო სკოლის 300 მოსწავლეს საჩუქრად გადასცეს სასკოლო გამოყენების კომპლექტები) „ACT–s Georgia“ „Helleni-Care“ „ IRD“. აგრეთვე, ამერიკის საქველმოქმედო ორგანიზაცია : „ LDS-Charities“ წარმომადგენლები ( დევიდ და ჯოდი რისები)