კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
14/10/2011
14 ოქტომბერს ქალქა მცხეთაში სახალხო დღესასწაული  “მცხეთობა” გაიმართა 
        მცხეთა-მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის  ორგანიზებით, 14 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული მცხეთობა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით, მცხეთაში  უამრავი  ღონისძიებები ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიღეს როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა  . . .
21/10/2011
ამერიკის ელჩი საქართველოში  ჯონ ბასი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, სოფელ ქვეშეთში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის გახსნას დაესწრნენ
     21 ოქტომბერს,  სოფელ ქვეშეთში, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტის (NEO) ოფიციალურ გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.   
          NEO ოთხწლიანი პროგრამაა, რომელიც ამერიკის მთავრობამ დააფინანსა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.  პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, მოსახლეობის უზრუნველყოფა საკვებით და წყლის პრობლემების აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო სფეროში.  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში NEO იმუშავებს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში და დახმარებას გაუწევს 70,000 ოჯახს, რომელთაგან ბევრი სოციალურად დაუცველია. 
      NEO-სა და სხვა პროგრამების მეშვეობით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს საქართველოს სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებას და მოსახლეობის ჩართვას ადგილობრივ ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.
    მხარის გუბერნატორმა დაამერიკის ელჩმა საქართველოში, ქვეშეთის თემთან შეხვედრისას (სასტუმრო ქვეშეთი) ძირითადად იმ საკითხბზე ისაუბრეს, რომელიც NEO –ს პროექტი ისახავს მიზნად.
NEO მიზნად ისახავს, დაეხმაროს მუნიციპალიტეტებსა და ქვეშეთის მსგავს სოფლებს პირდაპირი ეკონომიკური სარგებლის მომტანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრასა და განხორციელებაში, ინვესტორების მოზიდვაში და მსხვილ ეკონომიკურ ბაზრებთან კავშირის დამყარებაში. ამასთანავე, NEO გასცემს გრანტებს, ჩაატარებს ტრენინგებს და გაუწევს ტექნიკურ დახმარებას პროექტის მიერ შერჩეული თემების მოსახლეობას. ზოგადად NEO  გამოიყენებს  იმ შესაძლებლობებს, რომელიც გააუმჯობესებს სოფლის ეკონომიკას, შეამსუბუქებს დასაქმების პრობლემას და გაზრდის საოჯახო მეურნეობების შემოსავალს.
     მოსახლეობასთან შეხვედრის  შემდეგ, მხარის გუბერნატორმა და ამერიკის ელჩმა სასტუმრო “ქვეშეთის” ეზოში  ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული  ხელნაკეთი ნივთები  დაათვალიერეს  და ტრადიციული სამზარეოულოც დააგემოვნეს.