© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
დუშეთში ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროს ხელშეწყობით ახორციელებს ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომაგდენლების სასწავლო შემეცნებით ვიზიტს საქართველოში.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს წარმატებების შესწავლა და გაზიარება მცირე და საშ . . .
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვია
მინისტრმა მოინახულა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის რეაბილიტირებული სამსართულიანი შენობა, რომელიც წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული. შენობის დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა თიანეთის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად განკუთვნილი 2 ახალი ავტომანქანა გადასცა. 100 ცალ ურნას კი, მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს. აღნიშნული ტექნიკა "მუნიციპალური მომსახურების . . .
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენებიციარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ჰელენი ქეას” და არასამეწარმეო ორგანიზაცია “ადამიანი”-ს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 1 მარტს, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს სამედიცინო ფონდ “ჰიპოკრატეს” ექიმთა მობილურმა ჯგუფმა უფასო პროფილაქტიკურ – სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, მოხდა დიაგნოსტირება და აღნიშნულ პირებს დაურიგდათ ყველა საჭირო მედიკამენტები.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა სამედიცინო და ფარმაცევტულმა კომპანიებმა, როგორიცაა ; შპს “ავერსი ფარმა”; შპს”პსპ-რიხტერი”; შპს”ივერი-მედი”
ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გრანტირებულმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა: ქაუნთერფართ ინთერნეიშენელი; ამქორი; ექთს-ჯორჯია; აიარდი; აგრეთვე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ლდს-ჩერიტი; შპს”ვისოლი” და სხვ.
დონორების მიერ მოტანილი შემოწირულობა გადანაწილებულ იქნა კათარზისის ძალისის მოხუცებულთა სახლის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს შორის.