კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
27/04/2012
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა 
         პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი  და მცხეთა–მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ და იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრეს, თუ რა პროექტებზე იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტი და როგორ მიმდინარეობს მათი განხორციელება, საუბარი მცხეთის რეაბილიტაციის პროექტსაც შეეხო. ამ ეტაპზე მცხეთაში . . . 
06/05/2012
ბათუმში “EXPO BATUMI 2012” მეხუთე საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
          4-6 მაისს ბათუმში მეხუთე საერთსაშორისო ტურისტული გამოფენა “EXPO BATUMI 2012  ჩატარდა , რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა  და უცხოურმა  კომპანიებმა მიიღეს.
     გამოფენის მიმდინარეობისას შედგა სარეკლამო-საინფორმაციო ტურები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან და ასევე პრეზენტაციები მონაწილეთათვის.
       გამოფენაში მონაწილეობა მიიღო  7–მა უცხოურმა  ქვეყანამ (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ირანი, ლატვია, პოლოლეთი) და 100-ზე მეტმა კომპანიამ. 
       ”ბათუმი ექსპო 2012“-ში წელს განსხვავებული კონცეფციით იქნა წარმოდგენილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც თავის სტენდზე გამოიტანა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის მცხეთა–მთიანეთის რეგიონიც,  სადაც დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ  გაცნობოდნენ  თვითოეული მათგანის ტურისტულ პოტენციალს, მიეღოთ ინფორმაცია  რეგიონში არსებული პერსპექტიული ტურისტული მარშრუტების შესახებ, ასევე ტურისტულ სეზონზე გაწერილი კულტურულ–საგამოფენო ღონისძიებათა გზამკვლევის შესახებ.
 აღნიშნული ინფორმაცია ხელს უწყობს ზაფხულის განმავლობაში  რაც შეიძლება მეტმა ტურისტმა დაგეგმოს მოგზაურობა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში და უკეთ გაეცნოს მის ტურისტულ პოტენციალს.