© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული “თიანეთობა 2011” გაიმართა
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული “თიანეთობა2011” გაიმართა.
სახალხო დღესასწაული დაბა თიანეთში რამოდენიმე წელია ტრადიციულად ყოველ აგვისტოს ტარდება და იქ მისულ სტუმრებს, მთელი დღის მანძილზე უამრავ მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობს. ფესტივალის . . .
ქალაქ მცხეთაში, სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გეგმიური საშემოდგომო გაწვევა საზეიმო ვითარებაში ჩატარდა
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის მიერ, წვევამდელთა 2011 წლის საშემოდგომო გეგმიური გაწვევა ჩატარდა, რომელიც ქალაქ მცხეთაში საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე 80 ახალგაზრდა წვევამდელი იქნა გაწვევეული.
საზეიმო ღონისძიება ქ. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე 11.00 საათზე დაიწყო, რომლის ორგანიზატორები, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენდა.
საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერებულ იქნა პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები და ლექსები, ღონისძიების მსვლელობისას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა - მამა დავითმა (ჯიშკარიანი) ადგილზე აღავლინა ლოცვა და გზა დაულოცა სამხედრო სამსახურში წამსვლელ წვევამდელებს. გარდა ამისა, არასამთავრბო ორგანიზაცია “ადამიანი”-ს მიერ, მოხდა წვევამდელების დასაჩუქრება საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით.
წვევამდელებს, სამხედრო სამსახურში წასვლა მიულოცეს მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.