© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
სასტუმრო “გუდაური სქი-რესორტი”-ს საკონფერენციო დარბაზში ყაზბეგის ეროვნული პარკის დაფინასებასთან და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი ტერიტორიასთან დაკავშირებით პროგრამის შემფასებელი მისიის შეხვედრა გაიმართა
მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით 21 მარტს, სასტუმრო “გუდაური სქი” – რესორტის საკონფერენციო დარბაზში, მოეწყო შეხვედრა საქართველოში შემაჯამებელი ვიზიტით მყოფი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები . . .
საქართველო და საერთაშორისო საზოგადოებრიობა აერთიანებენ ძალისხმევას, რომ დაიცვან შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხის წინაშე არსებული კულტურული მემკვიდრეობა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების – ფარგლებში 2011 წლის 25 მარტს, ქ. მცხეთაში, სასტუმრო "მცხეთა პალასში". შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა განეხილათ როგორ გადადგან ნაბიჯები შეირაღებული . . .
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა:
მცხეთის მუნიციპალიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა . . .
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ახალი მანქანა და წყლის სისტემის მაკონტროლებელი აღჭურვილობა გადასცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სრულიად ახალი, იაპონური წარმოების, "ტოიოტას" ფირმის, 40 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანა და სხვადასხვა სახის გერმანული წარმოების წყლის სისტემის მაკონტროლებელი აღჭურვილობა გადასცა.
ტექნიკის გადაცემა სიმბოლურად მცხეთაში განხორციელდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან 300 მეტრის დაშორებით, მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ბიოლოგიური ნარჩენებით დაბინძურებისაგან დაიცავს მდინარე არაგვს და მცხეთის მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტი იქნება.
ავტომანქანები "წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის" ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა "ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" დაფინანსებით შეისყიდა.
წყლის სისტემის მაკონტროლებელი ახალი აღჭურვილობის შესყიდვა "რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში" ასევე "ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით ოპერატიულად ხდება წყლის მიწოდების სიჩქარის დადგენა. ასევე, მილებში არსებული დაზიანებების პოვნა და გაჟონვის შესახებ ინფორმაციის უსწრაფესად გადაცემა.