© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შეხვდა
დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანდრო კალანდაძე გერმანიის ფედარაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდნენ.
გერმანიის ელჩსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა და იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი ძირითადად წარიმართა, თუ რა პრობლემებით . . .
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და მოხუცებულთა თავშესაფარის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინიციატივით, 22 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საგურამოს ბავშვთა სახლის 34 აღსაზრდელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები გადასცეს. სააღდგომო ნობათი მიართვეს ასევე ძეგვის სარეაბილიტაციო . . .
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდების პრეზენტაცია
27 აპრილს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების პრეზენტაცია ჩატარდა.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების (მცხეთა, ყაზბეგის დუშეთის, თიანეთის) და აგრეთვე, ახალგორის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდები ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე წლის მარტში . . .
29 აპრილს, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ბათუმი - 2011" გაიხსნა, რომელიც 12-მდე ქვეყანასა და 150 ტურისტულ კომპანიას მასპინძლობდა. საკუთარი ტურისტული პოტენციალი საქართველოსთან ერთად ლატვიამ, პოლონეთმა, ბელარუსმა, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა წარმოადგინეს.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ბათუმი - 2011" აჭარის ა.რ-ის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით ყოველწლიურად, 2008 წლიდან ტარდება. გამოფენა 2010 წლიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გამოფენათა კალენდარში შევიდა. საერთაშორისო გამოფენა ბათუმში მეოთხედ გაიმართა.
ბათუმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონმა, რომელსაც 3 დღის მანძილზე შესაძლებლობა მიეცა კიდევ ერთხელ წარმოედგინა საკუთარი ტურისტული პოტენციალი. მცხეთა-მთიანეთის სტენდზე წარმოდგენილი იყო, მცხეთის, დუშეთის თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტურისტული მარშრუტები, საოჯახო სასტუმროებისა და სხვადასხვა სახის კვების ობიექტების სარეკლამო ბუკლეტები, აგრეთვე ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთები. Gგარდა ამისა, მოეწყო პრეზენტაცია სახელწოდებით: “მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტურისტული ბილიკები”, რომელმაც დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და რეგიონის მიმართ დაინტერესება კიდევ მეტად გაზარდა.
ექსპო ბათუმი 2011-ის საერთაშორისო გამოფენა 29 აპრილს გაიხსნა და სამი დღის შემდეგ, 1 მაიის ოფიციალურად დასრულდა.