კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
09/04/2011
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა 
     1989 წლის 9 აპრილს, საქართველოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა:
   მცხეთის მუნიციპალიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა . . .
14/04/2011
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ახალი მანქანა და წყლის სისტემის  მაკონტროლებელი აღჭურვილობა გადასცა 
  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სრულიად ახალი, იაპონური წარმოების, "ტოიოტას" ფირმის, 40 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანა და სხვადასხვა სახის გერმანული წარმოების წყლის სისტემის მაკონტროლებელი აღჭურვილობა  გადასცა. ტექნიკის გადაცემა სიმბოლურად მცხეთაში განხორციელდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან  . . . 
15/04/2011
ქ. მცხეთაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
           15 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთის რეაბილიტირებულ ნაწილში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ვერა ქობალიამ,  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ – მაია სიდამონიძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ოფიციალურად გახსნეს. მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი . . . 
16/04/2011
საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia"-ში კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” ჩატარდა
       საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში  კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” გაიმართა, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და "Expo Georgia-ს ორგანიზებით განხორციელდა.  გამოფენა ბაზრობა 14 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა და ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
      CTF2011-ში მონაწილეობა მიიღეს რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა, სასტუმროებმა, სხვადასხვა სახის მომსახურების კომპანიებმა. საკუთარი სტენდებით წარმოდგენილნი იყვნენ  საქართველოს სხვადასხა რეგიონები.   მნიშვნელოვანია, რომ 14-დან 16 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ გამოფენაზე მისვლით, წინასწარ დაეგეგმათ საკუთარი შვებულება/მოგზაურობა საქართველოს ამათუიმ კურორტზე.
        აღნიშნულ ღონისძიებაზე ფართო მასშტაბით იქნა წარმოდგენილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.  გასულ წელთან შედარებით, წელს გამართულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონში არსებულმა  სხვადასხვა ცნობილმა და ახლად გახსნილმა საოჯახო სასტუმროებმა, აგრეთვე  რესტორნებმა და კვების ობიექტებმა.  აქვე იყო წარმოდგენილი რეგიონის ტურისტული მარშრუტები, რომელიც მცხეთა-მთიანეთში მოგზაურ ვიზიტორს უამრავ სიახლეს შესთავაზებს. 
         დიდი  მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო  მუზეუმ-ნაკრძალის მიერ წარმოდგენილი იქნა მუზეუმში დაცული კერამიკისა და უძველესი ხანის სამკაულების ასლები,  მუზეუმ-ნაკრძალის გზამკვლევი  და  სარეკლამო ბროშურები, ასევე ძველი მცხთის ფოტო-კოლაჟი, რომელიც თავისი არქეოლოგიურ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე კადრებით სამი დღის მანძილზე უზარმაზარ მონიტორზე აისახებოდა.  
           გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა თიანეთის  ფოლკლორული დუეტის მიერ შესრულებული ულამაზესი კუთხური სიმღერები და მის ფონზე დაეგემოვნებინა ნამდვილი ხევსურული ლუდი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის იქნა დამზადებული.  CTF2011-ში მონაწილეობისას, მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის გამოყოფილი  კუთხე გაფორმებული იყო ადგილობრივ მეწარმეთა  ულამაზესი ხელნაკეთი ნივთებითა და აქსესუარებით, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ სამი დღის მანძილზე მცხეთა-მთიანეთის სტენდის მიმართ დაინტერესება არ შეწყვეტილა, რაც რეგიონის ტურიზმის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია.