კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
14/04/2011
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას ახალი მანქანა და წყლის სისტემის  მაკონტროლებელი აღჭურვილობა გადასცა 
  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სრულიად ახალი, იაპონური წარმოების, "ტოიოტას" ფირმის, 40 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანა და სხვადასხვა სახის გერმანული წარმოების წყლის სისტემის მაკონტროლებელი აღჭურვილობა  გადასცა. ტექნიკის გადაცემა სიმბოლურად მცხეთაში განხორციელდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან  . . . 
15/04/2011
ქ. მცხეთაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
           15 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთის რეაბილიტირებულ ნაწილში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ვერა ქობალიამ,  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ – მაია სიდამონიძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ოფიციალურად გახსნეს. მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი . . . 
16/04/2011
საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia"-ში კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” ჩატარდა
       საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში  კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა “CTF2011” გაიმართა, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და "Expo Georgia-ს ორგანიზებით განხორციელდა.  გამოფენა ბაზრობა 14 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა და ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. CTF2011-ში მონაწილეობა  . . .
18/04/2011
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს შეხვდა 
         დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანდრო კალანდაძე გერმანიის ფედარაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდნენ.
გერმანიის ელჩსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულს შორის შეხვედრა რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა და იგი გაცნობით ხასიათს ატარებდა.  საუბარი ძირითადად წარიმართა, თუ რა პრობლემებით ცოხვრობს დღესდღეობით რეგიონის მოსახლეობა, რა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ბოლო წლების მანძილზე და როგორ პირობებში უწევს ცხოვრება მცხეთის  მუნიციპალიტეტში ჩასახლებული დევნილ მოსახლეობას. Gგარდა ამისა, ორთვინ ჰენიგი დაინტერესდაAრამდენად წარმატებული შეიძლება იყოს  მცხეთის მუნიციპალიტეტი  ინვესტიციების განხორციელების მიზნით და ამ მხრივ, განვითარების რა პერსპექტივებია  მოსალოდნელი. 
        მოგვიანებით გერმანიის ელჩმა ქალაქ  მცხეთის ყველა ღირშესანიშნაობა დაათვალიერა და მასპინძლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.