მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და გუდაურის დეველოპერული კომპანიის, ასევე, ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით
22 იანვარს, გუდაურში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ხევსურული საღამო მოწყო. გუდაურის დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, აგრეთვე თბილისიდან ჩამოსული ისეთი ანსამბლები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედება ხევსურულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებით და კომპოზიციებით წარუდგინეს მაყურებელს. მოეწყო ახალგაზრდა ხევსური პოეტების ლექსების პრეზენტაციაც.
სპეციალურად ამ საღამოსთვის დამზადდა ხევსურული ლუდი, რომლის დაგემოვნების საშუალება გუდაურში მოსულ ყოველ სტუმარს ჰქონდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ფშავ-ხევსურეთის _ დაცარიელებისგან გადარჩენას და ამ ულამაზესი კუთხის ტურისტული პოტენციალის, მისი ადათ-წესების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ღონისძიების ერთერთი მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტად გაჩნდეს ინტერესი ისეთი ისტორიული ძეგლების მიმართ, როგორიცაა შატილი და მუცოს ციხე-სიმაგრე.
მუცო პირიქითა ხევსურეთის კლდეზე შეფენილი ციხესიმაგრეა, რომელიც ამ ეტაპზე სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სულ ახლახანს ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე იქნა წამოჭრილი და მის ირგვლივ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია გაერთიანდა. სასტუმრო “ამბასადორსა” და მსოფლიო ბანკის ოფისში მოეწყო პრეზენტაციები, შედგა საუბრები, რომლის მიზანი იყო რაც შეიძლება მცირე დროში მოხდეს ისეთი დონორი ორგანიზაციების მოძიება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ისეთ საშვილიშვილო საქმეში, რომელასც მუცოს გადარჩენა ჰქვია.
ხევსურული საღამო გუდაურში _ სასტუმრო გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე 16.00 საათზე დაიწყო, რომელსაც ხევსურეთის მკვიდრი, პოეტი _ გელა დაიაური უძღვებოდა
ხევსურული საღამოს მხარდამჭერი ორგანიზაციები იყვნენ:
“HOTEL GUDAURI”; “CHATEAU MUKHRANI”; “ნატახტარი”; საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი; “PRIME TIME”; “DIDI studia”