კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
26/11/2010
26 ნოემბერს, სასტუმრო ამბასადორში მუცოს აღდგენა - რეაბილიტაციის თემაზე პრეზენტაცია გაიმართა 
   26 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორში“  მუცოს აღდგენა–რეაბილიტაციის თემაზე  პრეზენტაცია ჩატარდა. მუცო პირიქითა ხევსურეთის კლდეზე შეფენილი ციხესიმაგრეა, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს თხოვნა ადგილობრივ დონეზე წამოიჭრა და მის ირგვლივ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზიცია გაერთიანდა. საკუთარი ხედვა წარმოადგინეს მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, ტურიზმის დეპარტამენტმა, ძეგლთა დაცვამ და სამშენებლო კომპანია „არსმა“. პრეზენტაციას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
   მსგავსი სახის შეხვედრები აღნიშნულ თემაზე უახლოეს მომავალში კვლავაც იგეგმება, რათა  დროულად იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
29/11/2010
27-28 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში ტრადიციული ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა - დეგუსტაცია ჩატარდა
მიმდინარე წლის 27-28 ნოემბერს, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, სასტუმრო “ანაკლიაში”, ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პირველი მაშტაბური გამოფენა-დეგუსტაცია და სამეცნიერო სიმპოზიუმი ჩატარდა. ორგანიზატორობას აღნიშნულ ღონისძიებას, “ქართული ყველის სახლი” უწევდა, მხარდამჭერები კი – სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ.
  სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლობა, რომლებსაც სადეგუსტაციოდ გამოტანილი ჰქონდა საკუთარი ტრადიციებით შექმნილი რძისა და რძის პროდუქტების ნაწარმი, აგრეთვე პურ-ცომეულის პროდუქტი. 
  სასტუმრო “ანაკლიაში” მოწვეულ უამრავ სტუმარს, არაჩვეულებრივი  საშუალება მიეცა დაეგემოვნა საქართველოში ტრადიციისამებრ შექმნილი, ასევე  თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული რძის ისეთი  . . .
30/11/2010
გრანდიოზული კონცერტი – სახელწოდებით “მე მიყვარს თიანეთი” დაბა თიანეთში გაიმართა
     30 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში,  გრანდიოზული კონცერტი სახელწოდებით “მე მიყვარს თიანეთი” ჩატარდა. 
   კონცერტში მონაწილეობა მიიღეს  ესტრადის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან სალომე ბაკურაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ნინი შერმადინი, თიკა მახალდიანი, ნინი წიკლაური, პაატა თედიაშვილი და ბექა ბროლაძე,   კულტურის სახლში გამართულ ამ მართლაც მშვენიერ ღონისძიებას თამუნა გომართელი უძღვებოდა. კონცერტზე  მოსულ უამრავ მაყურებელს დარბაზშივე დაურიგდათ სარეკლამო ატრიბუტიკა – მაისურები და დროშები წარწერით ,,მე მიყვარს თიანეთი”.
ამავდროულად, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ტრადიციულ კონკურსს, თემაზე “მე მიყვარს თიანეთი”, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ რაიონის მასშტაბით ყველა ასაკის და პროფესიის მქონე ადამიანს.
02/12/2010
2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დუშეთის მუნიციპალიტეტში
   2 დეკემბერს, დუშეთში 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები რეგიონის მოსახლეობას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრმა_კახა ბაინდურაშვილმა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა გააცნეს.
   ბიუჯეტის განხილვა დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და რეგიონის მუნიციპალიტეტების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
  მოგვიანებით, მოსახლეობასა და ფინანსთა მინისტრს შორის დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც მინისტრის მიმართ დასმული იქნა ყველა ის შეკითხვა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განსახორციელებელ პროექტებს უფრო დეტალურად ასახავს. 
07/12/2010
"ჰალო თრასთმა" დაასრულა განაღმვითი სამუშაოები მცხეთაში
     2010 წლის ნოემბერში ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია "ჰალო თრასთ"-მა განაღმვითი სამუშაოები დაასრულა ქ. მცხეთაში არსებულ ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. ჰალო თრასთის განაღმვითი ჯგუფები, 2009 წლის ოქტომბრიდან, ასუფთავებდნენ აღნიშნულ ტერიტორიას ნაღმებისა და სხვა ფეთქებადი ნივთიერებებისაგან.
      სამხედრო ბაზის ტერიტორია, იმ დროისათვის ბაზაზე არსებული საინჟინრო საწყობების დაცვის მიზნით, 1990 წლებში დაინაღმა. მიუხედავად იმისა რომ, 1993 მცირე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაინც იყო შემთხვევები ადამიანების, ადგილობრივი მოსახლეს ჩათვლით და პირუტყვს შორის. ჰალოს ჯგუფებმა იპოვეს და წარმატებით გაანადგურეს ექვსი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და დაასუფთავეს 13,000 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ ისე საპატრიარქომ, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს სამშენებლო პროექტს.
       გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა დიდი რაოდენობით შენობების ნანგრევები და სხვა და სხვა ნარჩენები, მექანიკური განაღმვის საშუალებით განაღმვა იყო ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტილება. სხვა რთული ფაქტორი აგრეთვე იყო დანაღმული ტერიტორიის გასწვრივ ტრანსკავკასიური მაგისტრალის არსებობა. განაღმვითი სამუშაოების ადრეული დილის საათებში ჩატარებისას, როდესაც საგზაო მოძრაობა არის მინიმალური და სამუშაოები ჩერდებოდა ავტომობილების გავლის მომენტში, მოხერხდა ტერიტორიის იმ მონაკვეთის უსაფრთხო განაღმვა, მძღოლებისათვის რისკის გარეშე, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობდა მაგისტრალთან.
     ჰალოს სურს მადლობა გადაუხადოს იაპონიის სახელმწიფოს, კერძოდ გრასრუტის საგრანტო პროგრამას, რომლის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები მცხეთაში.