კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
03/06/2011
ქალაქ მცხეთაში, სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე  ქართულ ჭიდაობაში საქართველოს  რეგიონებს შორის  გუნდური პირველობა გაიმართა
      მიმდინარე წლის 3 ივნისს,  ქ. მცხეთაში არსებულ სპორტ-კომპლექსში, რეგიონებს შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური პირველობა გაიმართა.  
       ცნობილი ქართველი ფალავნის  სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე გამარათულ ტურნირში საქართველოს 8 რეგიონის უძლიერესი გუნდები 5 წონით კატეგორიაში( 60, 70, 80, 90, +90)  შეხვდნენ ერთმანეთს . . . 
16/06/2011
საჯარო მოხელეთა ხუთ კაციანი ჯგუფი პოლონეთში იმყოფებოდა 
     მიმდინარე წლის 22 მაისს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობიდან, საჯარო მოხელეთა 5 კაციანი ჯგუფი პოლონეთში გაემგზავრა.
    აღნიშნული პროექტი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა დაფინანსებული, რომელიც 2011 წლის საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო . . .
21/06/2011
იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ანსამბლმა (Yale Alumni Chorus), მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთათვის კონცერტი გამართა
     მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და შ.პ.ს ტურისტული სააგენტო “ვიზიტ ჯორჯიას” ორგანიზებით, 21 ივნისს, ქალაქ  მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე  კონცერტი ჩატარდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა – იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებილთა ანსამბლმა (Yale Alumni Chorus)), ქართულ ხალხურ ანსამბლებთან ერთად (რუსთავის ანსამბლი, გორის ქალთა გუნდი და ბასიანის ანსამბლი) დევნილი  მოსახლეობის მხარდასაჭერად გამართა. 
     მცხეთაში, კონცერტის ჩატარების ინიციატივა ისევდაისევ იელის უნივერსიტეტის გუნდის ხელმძღვანელ პირებს ეკუთვნის, რადგან მათი სურვილი იყო ამ ფორმით  თანადგომა გამოეხატა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ. 
      უცხოელი სტუმრების შემოქმედებასთან  ერთად, თეატრონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური სიმღერები, რომელიც ანსამბლ – რუსთავისა და ანსამბლ – ბასიანის მიერ იქნა გაჟღერებული. ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა ასევე გორის ქალთა გუნდიც. 
    მუსიკალურ საღამოს მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე ესწრებოდნენ, როგორც  მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული, დროებით გადაადგილებული პირები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
კონცერტი მცხეთაში 2 საათის მანძილზე მიმდინარეობდა და იქ მისული უამრავი სტუმარი ნანახით კმაყოფილი დარჩა.