© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
ხევსურული საღამო – თბილისში
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, 26 ივნისს, ქ. თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში ჩატარდა თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო – ”მთის საჩუქარი ბარს”, სადაც მონაწილეობა მიიღეს მთის რეგიონებში მცხოვრებმა პოეტებმა, მომღერლებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა. აქვე წარმოდგენილი იყო საქართველოს . . .
გადაადგილება შეზღუდულ პირებს ინვალიდის ახალი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, 29 ივლისს ქ. მცხეთის კულტურის სახლის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ლდს-ჩერიტი”-ს და საქველმოქმედო ორგანიზაცია “ადამიანი”-ს ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ 32 გადაადგილება შეზღუდულ პირს, სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად ინვალიდის ახალი ეტლები დაურიგდათ. ოჯახის წევრების დახმარებით, საქველმოქმედო აქციაზე დასწრება დაახლოებით ათმა ბენეფიციარმა შეძლო, ხოლო იმ პირებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსვლა, ინვალიდის ეტლები სახლში მიტანით პირადად გადაეცათ.
მცხეთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის ქველმოქმედება ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც გადაადგილება შეძღუდული მოსახლეობის მიმართ ასეთ კეთილშობილურ საქმიანობას ახორციელებენ, ასევე მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს და იქ მოსულ სტუმრებს.