კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
03/12/2011
დაბა თიანეთში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
        მიმდინარე წლის 3 დეკემბერს დაბა თიანეთში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთ სამინისტრომ სხვადასხვა რეგიონებში  პოლიციის 70 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა, მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტში უკვე ორი ახალი პოლიციის შენობა ფუნქციონირებს დ.სიონში და დ.თიანეთში. ორივე შენობა                                   აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭვირვალე  . . .
07/12/2011
CIUDAD-ი და  EUROMED HERIGATE IV  აერთიანებენ ძალისხმევას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის
      ქალაქ ბიბლოსში, ლიბანის ამერიკულ უნივერსიტეტში, 5-6 დეკემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო კულტურული მემკვიდრეობა და მდგრადი ტურიზმის განვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთA პარტნიორ ქვეყნებში. მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების  CIUDAD-ისა და EUROMED HERIGATE IV-ის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ახალი კავშირებისა და პარტნიორობის  ჩამოყალიბება და საერთაშორისო დონორების მოზიდვა.   
    CIUDAD-ის ერთ-ერთ პროექტს  "ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები" _ ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტი, რომლის პარტნიორები არიან ბიბლოსის მუნიციპალიტეტი, WATCH-ი, FOCUH და NEREA. 
       დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ იხილეთ: 
       CIUDAD  –  http://www.ciudad-programme.eu 
       EUROMED Heritage IV –  http://www.euromedheritage.net 
       "ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები"   http://www.warfreeheritage.net