© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
ზედაზნობა (20 მაისი) - რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება ზედაზნის მონასტერში.
მცხეთის ჯვრის დღესასწაული (14 ივნისი) - რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება მცხეთის ჯვრის ტაძარში.
სვეტიცხოვლობა (13 ივლისი) - აღინიშნება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, ამავე დღეს ტარდება საყოველთაო ნათლობა მდინარე არაგვზე.
დიდგორობა (12 აგვისტო) - აღინიშნება დიდგორის ეკლესიაში, ხოლო სახალხო დღესასწაული ტარდება დიდგორის მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე.
ქეთევანობა (26 სექტემბერი) -- აღინიშნება სოფელ მუხრანის ღვთისშობლის ეკლესიასა და კულტურის სახლში.
მცხეთობა (14 ოქტომბერი) (კვართის დღესასწაული) - აღინიშნება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, ხოლო სახალხო დღესასწაული აღინიშნება ქალაქის ქუჩებში. იმართება სახალხო სეირნობა, საესტრადო და ხალხური თვითშემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები. დღესასწაული "მცხეთობა" საზეიმო გალა-კონცერტით სრულდება.
ილიაობა (8 ნოემბერი) - ილია ჭავჭავაძის საიუბილეო მრგვალი თარიღის აღნიშვნა ხდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, სოფელ საგურამოში.იმართება კულტურული ღონისძიებები.