© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
მცხეთის  მუნიციპალიტეტი

საკრებულოს წევრთა რაოდენობა - 25 დეპუტატი
საკრებულოში წარმოდგენილია 15 მაჟორიტარი, აქედან ნაციონალური მოძრაობიდან -15, პროპორციული წესით გასულია -10, აქედან 8 ნაციონალური მოძრაობიდან, 1 მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და 1 ლეიბორისტული პარტიიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე - ანდრო კალანდაძე
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-ივანე მარტოლეკი
მცხეთის რაიონი
მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები: 

1. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია. თავმჯდომარე - ზაზა მაისურაძე;

2. აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისია. თავმჯდომარე - თეიმურაზ ვოლკოვი 

3. სოციალურ საკითხთა კომისია. თავმჯდომარე - ინგა ტატიშვილი;

4. ინფრასტრუქტურის კომისია. თავმჯდომარე - ნოდარ ქაშიაშვილი;

5. იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისია. თავმჯდომარე - თამაზ ღვინიაშვილი.


მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები: 

ფრაქცია - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. თავმჯდომარე - თამაზ ცოფურაშვილი.

ფრაქცია შედგება 23 წევრისაგან.
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა და სამსახურები


მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი - თემურ აბაშიძე
გამგებლის პირველი მოადგილე - თამაზ ცოფურაშვილი
გამგებლის მოადგილე- ნინო ლურსმანაშვილი
მაჟორიტარი დეპუტატი- ვახტანგ მარტოლეკი

მცხეთის მუნიცეპალიტეტის გამგეობის სტრუქტურაში შედის შემდეგი სამსახურები: 1. გამგეობის აპარატი, 2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, 3.საფინანსო სამსახური, 4. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური, 5. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
მცხეთის გამგეობის მისამართია: ქალაქი მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. 75 

გამგეობის ტელეფონი: (995 32) 51-27-27  , ტელ./ფაქსი :(995 32) 51-23-08
 


მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ აბაშიძე დაიბადა 1975 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში.. 

1992 წელს დაამთავრა მცხეთის რაიონის სოფ. წეროვნის საშუალო სკოლა, ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ბიზნესის ორგანიზაციისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტში..

1999 წელს დაინიშნა მცხეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მთავარ მრჩევლად.


2000 წელს მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური და გააგრძელა მუშაობა ზემო აღნიშნულ თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2002 წლის 14 ივნისამდე.

2002 წლის 17 ივნისს მუშაობა დაიწყო შპს  "ავტოტრანსრეგულირება" მცხეთა-მთიანეთის  სერთიფიცირების ორგანოს სპეციალისტად.

2004 წლის 1 ოქტომერს განთავისუფლდა და 2004 წლის 15 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობაში კონსულტანტად, საიდანაც განთავისუფლდა 2005 წლის 30 ივნისს.

2005 წლის 5 ივლისს დაინიშნა მცხეთის რაიონის გამგებლის მოადგილედ.

2007 წლის 1 მარტს დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ.

2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის პირველ მოადგილედ.

2009 წლის 19 მაისს დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე. 
ცხოვრობს ქ. მცხეთაში, ყავს მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულთა საკონტაქტო მონაცემები: