კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
06/09/2010
წეროვანის დევნილთა დასახლებას მსოფლიოს ყოფილი ლიდერები სტუმრობდნენ

  2010 წლის 6 სექტემბერს, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ლიდერები იმყოფებოდნენ. ყოფილი მსოფლიო ლიდერები ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ და ყველა იმ არსებულ პრობლემებსა თუ ომის შემდგომ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრეს, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ასევე დაათვალიერეს  ის ობიექტი, რომელიც წეროვანის დასახლებაში მსოფლიოს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხებით იქნა აშენებული: სკოლა, საბავშვო ბაღი პურის საცხობი და სხვა. გარდა ამისა ყოფილი მსოფლიო ლიდერები  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები გაიზიარეს.
07/09/2010
სოფელ შარახევში სტიქიით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას შეშა გადასცეს

  მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ტერიტორიული ორგანოს სოფელ შარახევში, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იქ მცხოვრებ  მოსახლეობას სტიქიის შედეგად დაზიანებული ხე-ტყის უკვე საშეშედ გამზადებულ მერქანი გადასცეს.                 მიმდინარე წლის გაზაფხულზე, გადაუღებელმა წვიმებმა სტიქია მიაყენა აღნიშნულ სოფელს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ზოგიერთ მოსახლეს დაენგრა საცხოვრებელი სახლი, დაეღუპა შინაური ფრინველები. 
  სოფელ შარახევში ყოფნისას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სტიქიისგან დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებითი სამუშაოები განაახლა, შეხვდა მოსახლეობას და ადგილზე მოისმინა მათი  პრობლემები.  
09/09/2010
სვეტიცხოველთან, მცხეთის ინგლისურენოვანი გიდების პრეზენტაცია ჩატარდა

  2010 წლის 9 სექტემბერს სვეტიცხოველში, მცხეთის ტურისტული გიდების ინგლისური ენის სპეციალური ტრენინგ-კურსის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
 ტრენინგ-კურსი, რომელიც განახორციელა ტურიზმის განვითარების ცენტრმა ‘"ნიუკასმა", მიზნად ისახავდა ადგილობრივი, პროფესიონალი ინგლისურენოვანი გიდების გადამზადებას.
  პროექტი წარიმართა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.
  პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია სიდამონიძე, ტურიზმის განვითარების ცენტრის "ნიუკასის" დირექტორი ქეთევან მელაძე, გიდების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დარციმელია.
  ინგლისური ენის მცოდნე გიდების ტრენიგები განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს მცხეთის განვითარებასა და უცხოელი ტურისტების კიდევ უფრო მეტი მოზიდვის სფეროში, რომელის რაოდენობამ ბოლო წლების განმავლობაში ერთიორადაა გაზრდილი საქართველოს უძველეს დედაქალაქში.
12/09/2010
ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 103 წელი შესრულდა
  12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 103 წლისთავი შესრულდა. საგურამოს ი .ჭავჭავაძის სახლ_მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომით, აღნიშნულ ფაკტთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ჯერ  წიწამურზე, ილიას მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან, მწერლის სულის მოსახსენებელი პარაკლისით დაიწყო, მოგვიანებით კი, იქ მოწვეულმა საზოგადოებამ საგურამოს სახლ-მუზეუმში გადაინაცვლა, სადაც მათ საშუალება მიეცეთ კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ ამ ბუმბერაზი ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა. ჩატარდა ასევე მწერლების:  ზვიად კვარაცხელიას წიგნის “ილია სამეგრელოში” და იონა მეუნარგიას - “თხზულებათა მრავალტომეულის I ტომის” პრეზენტაცია. 
   გარდა ამისა, საპატიო წოდება “ილიას საგურამოს მუზეუმის მეგობარი” მიენიჭათ იმ ბიზნესმენთა წრის წარმომადგენლებს, რომლებსაც ამაგი მიუძღვით აღნიშნული მუზეუმის სხვადასხვა სახით დახმარებაში. საღამოს ამშვენებდნენ ანსამბლების : “ქართული ხმებისა” და “ერისიონის” სოლისტების შემოქმედება.
   ამ დღესთან დაკავშირებით საგურამოში მრავალი მოწვეული სტუმარი და მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემელი შეიკრიბა.  
25/09/2010
ქალაქ დუშეთში სახალხო დღესასწაული “დუშეთობა 2010” ჩატარდა
   25 სექტემბერს, ქალაქ დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა 2010“  “ხალიჩების ფესტივალი” გაიმართა. 
  დღესასწაულზე წარმოდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის თითოეული კუთხის ეთნოგრაფიული სახლი,  მათი ყოფითი კულტურა და ტრადიციული სამზარეულო, მოეწყო ტრადიციული ხელსაქმის ნიმუშებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ასევე ხალიჩების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა სპორტული ღონისძიებები: (ქართული ჭიდაობა - საქართველოს პირველობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი). ქართული საბრძოლო ხელოვნების ნიმუშების ჩვენება “ხრიდოლმა” მოაწყო.   დუშეთის ცენტრალურ მოედანზე კი   გალა კონცერტი ჩატარდა. მოეწყო აგრეთვე გაბრიელ ჯაბუშანურის წიგნის პრეზენტაცია. ამ დღეს,  დუშეთში მოსულ უამრავ სტუმარს  დასვენებისა და სასიამოვნო გარემოს შექმნისათვის არაჩვეულებრივი პირობები დახვდათ.
   საზეიმო განწყობამ ქალაქ დუშეთში გვიანობამდე გასტანა.
14/10/2010
სვეტიცხოვლის ტაძარს დაარსებიდან 1700 და განახლებიდან 1000 წელი შეუსრულდა 
  14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. 

  ამ დღესათან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები ეწვია.

   ძველ სატახტო ქალაქში სვეტიცხოვლობა სხვადასხვა ღონისძიებით იქნა დატვირთული. კერძოდ კი მცხეთის ცენტრალურ ქუჩებზე ხალხური რეწვის, კერამიკის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიოლის, ვერცხლის, მინანქარის, საბიბლიოთეკო წიგნებისა და ნახატების გამოფენა გაიმართა. 

   ადგილობრივმა  ანსამბლებმა მცხეთაში საკუთარი  შემოქმედება წარმოადგინეს. ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლების, კლუბების, საჯარო სკოლების მიერ მოწყობილი საშემოდგომო გამოფენები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი) შემოქმედებითი კოლექტივების, საცირკო, ნიღბების თეატრის და პანტომიმის წარმოდგენები. გაიმართა ქართული ჭიდაობა, კარატე, კრივი, ფრემბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების _ ხრიდოლის ჯგუფის სანახაობრივი წარმოდგენები. 

  დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში წიგნის - "მცხეთის ისტორიული არქიტექტურული გზამკვლევის" პრეზენტაცია  მოეწყო, ჩატარდა ასევე ახალი დოკუმენტური ფილმის "მოზარდების თვალით დანახული სვეტიცხოველი" ჩვენება. სტუმრებს საშუალება  მიეცათ ესარგებლათ ქართული და ევროპული სამზარეულოების მომსახურებით. 

   16.00 საათზე მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი დაიწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა, ხოლო სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგემილი გრანდიოზული კონცერტი 19.00 საათზე დაიწყო, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ.  
 
  მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული არის ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში, რომელიც იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახალი სტილით). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ამ დღეს აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც. 

  ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები. 
10/10/2010
9 ოქტომბერს სტეფანწმინდაში “ყაზბეგობა 2010” გაიმართა 
   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით, ასევე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მხარდაჭერით 2010 წლის 9 ოქტომბერს, დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული “ყაზბეგობა” ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მიზანი, ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და დიდი ქართველი მწერლის ალ. ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა წარმოადგენდა. დღესასწაული დაბა სტეფანწმინდაში დილიდანვე დაიწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეეს ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ასევე ესტრადის მომღერლებმა.
დღესასწაულზე საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ თანამედროვე ქართველი  მწერლები და პოეტები, მოეწყო  ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა სპორტული ღონისძიებები,   საბრძოლო ნიმუშების ხელოვნება ხრიდოლმა წამრმოადგინა.  მოეწყო დოღი.
 აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ  საზოგადოებრივი მაუწყებლობა I არხი, რადიო- “პალიტრა” და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო. დღესასწაულს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი ეწვია.
საზეიმო განწყობა სტეფანწმინდაში გვიანობამდე გაგრძელდა.