© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობას ახორციელებს მცხეთა–მთიანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერისა და მონიტორინგის საქმიანობაში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გვთავაზობს თანამშრომლობას მცხეთა–მთიანეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერისა და მონიტორინგის საქმიანობაში.
ამ მიზნით, ეროვნული სააგენტო დაინტერესებულია, რომ ჩამოყალიბდეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ეროვნული სააგენტოს, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის და მუნიციპალური სამსახურების მონაწილეობით . . .
მცხეთაში, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ამერიკელი და ქართველი მეხანძრეების ხსოვნის უკვდასაყოფად სიმბოლური ბაღი და მონუმენტი გაიხსნა
მცხეთა–მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატვივით, მიმდინარე წლის 2 აპრილს, 14.00 საათზე, ქ.მცხეთაში (კოდმანის მიდამოებში, შიო მღვიმის მიმართულებით) 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ–ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული 343 ნიუორკელი მეხანძრისა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი მეხანძრეების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმბოლური ბაღი და მონუმენტი გაიხსნა.
ღონისძიებას საერთაშორისო ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლის ასოციაციის პრეზიდენტი ბ–ნ. რონ გრუნინგი და დოჯის ცენტრის (მინესოტა შტატი) წარმომადგენლები, საქართველოში აშშ–ს საელჩოსა და მცხეთა–მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმოამდგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღებეს რეგიონის სამაშველო სამსახურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებსაც, საერთაშორისო ორგანიზაციის ქაუნთერ ფართ ინთერნეიშენალის წარმომადგენლებმა საჩუქრად 90 კომპლექტს საძილე ტომარა და სპეციალური ტანსაცმელი გადასცეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სულ ახლახანს, საერთაშორისო ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლის ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონი რონ გრუნინგის ინიციატივით, დოჯის ცენტრმა მცხეთელ მეხანძრეებს საჩუქრად „ფორდის“–მარკის სახანძრო მანქანა გადასცა.
საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი 2010 წლის ნოემბერში იმყოფებოდა მცხეთაში. სწორედ მისი გუბერნატორთან შეხევდრისას, ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით გაჩნდა იდეა, მცხეთაში დაარსებულიყო სკვერი, რომელიც იმ ადამიანთან ხსოვნის აღსანიშნავად დაფუძნდებოდა, რომლებმაც საკუთარი თავი, სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შესწირეს.
აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მიზანად ისახავდა პროფესიული საქმიანობისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფას და იმ მეგობრობის კიდევ ერთ დასტურს, რომელიც ქართველ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს.