კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
10/02/2011
თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემიასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა 
        10 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანდრო კალანდაძემ და სსიპ “ა. ქუთათელაძის სახელობის  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” რექტორმა გია ბუღაძემ  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  
      ხელშეკრულების მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ ქალაქ მცხეთის სახელოვნებო სივრცის განვითა-რების, ასევე საქართველოს შემოქმედებით და სახელოვნებო სივრცეში მოღვაწე ახალგაზრდების  . . . 
17/02/2011
დუშეთში  ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
    საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, კანადის საერთაშორისო განათლების ბიუროს ხელშეწყობით ახორციელებს ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციისა და უკრაინის რადას წარმომაგდენლების სასწავლო შემეცნებით ვიზიტს საქართველოში.
    დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს წარმატებების შესწავლა და გაზიარება მცირე და საშ . . .
19/02/2011
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვია 
      მინისტრმა  მოინახულა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის რეაბილიტირებული  სამსართულიანი შენობა, რომელიც წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული. შენობის დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა თიანეთის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანად განკუთვნილი 2 ახალი ავტომანქანა  გადასცა. 100 ცალ ურნას კი, მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს. აღნიშნული ტექნიკა "მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტის" ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შეისყიდა.
   აღსანიშნავია, რომ დაბა თიანეთის მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა. წყალმომარაგების სისტემის სამუშაოების დაწყებამდე დაბა თიანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ უწყლოდ იყო დარჩენილი, ნაწილს კი სასმელად უვარგისი წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. რამაზ ნიკოლაიშვილმა რეაბილიტირებული წყალგაყვანილობის სისტემის მუშაობის ხარისხი   ბიკაშვილების ოჯახში პირადად შეამოწმა. სამუშაოები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელდა. 
    რამაზ ნიკოლაიშილმა, თიანეთში ყოფნისას, რეაბილიტირებული სპორტ-სკოლა და განახლებული კულტურის სახლიც მოინახულა. სპორტ-სკოლაში, რომელიც წლების განმალობაში მწყობრიდან იყო გამოსული, სატრენაჟორო და საჭიდაო დარბაზები და კალaთბურთის მოედანია განლაგებული. 
      რეაბილიტირებულ კულტურის სახლში 300 კაცზე გათვლილი კინოთეატრი და საკონცერტო დარბაზი ფუნქციონირებს.            აღსანიშნავია, რომ თიანეთს კინოთეატრი 20 წლის მანძილზე არ ჰქონია.  კულტურის სახლის რეაბილიტაციის შემდეგ, დარბაზი შესაბამისი აპარატურით აღიჭურვა და კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა.