კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
02/05/2011
"ექსპო ბათუმი-2011" 
                 9 აპრილს, ქალაქ ბათუმში  საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ბათუმი - 2011" გაიხსნა, რომელიც 12-მდე ქვეყანასა და 150 ტურისტულ კომპანიას მასპინძლობდა. საკუთარი ტურისტული პოტენციალი საქართველოსთან ერთად ლატვიამ, პოლონეთმა, ბელარუსმა, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა წარმოადგინეს.
      საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ბათუმი - 2011" აჭარის ა.რ-ის ტურიზმისა და  . . .
03/05/2011
სოფელ წილკანის დევნილთა  დასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
    მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების  მორიგი ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,ჰელლენიცარე”-სა  და  არასამეწარმეო  ორგანიზაცია  ,,ადამიანი”-ს ორგანიზებით სოფ. წილკანის დევნილთა დასახლებაში  ,,ჰელლენიცარე”-ს  ბერძნული სამედიცინო  ფონდ  ,,ჰიპოკრატე”-ს ექიმთა მობილური ჯგუფის მეშვეობით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო  . . .
05/05/2011
წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა
         წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა 05.05.11
      5 მაისს წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ახალაშენებული ეკლესიის კურთხევა გაიმართა. კურთხევის რიტუალი მარტყოფი-გარდაბანის ეპისკოპოსმა  მეუფე იაკობმა დილის 8 საათზე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ  ეკლესიაში მისული ურიცხვი მრევლი დილის წირვას დაესწრო.  . . .
     
18/05/2011
მხიარული სტარტები
         მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 18 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანის ახალაშენებულ სპორტულ დარბაზში  სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრი – მხიარული სტარტები გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდულმა გუნდებმა. მხიარული სტარტების ფედერაციის ინიციატივით გამართულ რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეთა ასაკი 9- დან -14 წლის ჩათვლით განისაზღვრა და თითოეული გუნდი 20  მოსწავლით იქნა დაკომპლექტებული. 
შეჯიბრი 5 ძირითადი თამაშისგან შედგებოდა, რომელშიც ოთხივე მუნიციპალიტეტის გუნდები  მონაწილეობდნენ. დაგროვილი ქულებით დაწინაურებული ორი უძლიერესი გუნდი, ფინალურ შეჯიბრში  საბოლოო გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად უნდა შერკინებოდა ერთმანეთს. 
       შეჯიბრში  მონაწილეთა  თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, ფინალში გასვლა დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გუნდებმა მოახერხეს, სადაც საბოლოო გამარჯვება დუშეთს ხვდა წილად და გასული წლის მსგავსად, მთავარი პრიზი – რეგიონის ჩემპიონის თასი მოიპოვა.
დანარჩენი გუნდების მონაწილეებს კი მხიარულ სტარტებში აქტიური მონაწილეობისთვის  საპატიო  მედლები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. 
          მხიარული სტარტების ფედერაციის მიერ ორგანიზებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრი  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უკვე მეორე წელია იმართება. გასულ წელს, აღნიშნული ღონისძიება წეროვანის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა, სადაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდულმა გუნდებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და წარმატეტბებსაც მიაღწიეს. სხვადასხვა მიმართულების სპორტული შეჯიბრი  რეგიონში სისტემატურად მიმდინარეობს, რადგან მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და  მათ ფიზიკურ განვითარებას.