© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
სოფელ წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობა დასრულდა
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზმა” მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში გაზსადენის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით 2011 წლის 26 დეკემბერს გახსნის ცერემონიალი მოაწყო.
5 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი მისცემს საშუალებას 140 პოტენციურ აბონენტს ჩაერთონ გაზის ქსელში.
590 აბონენტის გაზიფიცირებისათვის ამ ეტაპზე მცხეთის მუნიციპალიტეტში 18 კილომეტრის . . .
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 31 დეკემბერს ქალაქ მცხეთაში საახალწლო კონცერტი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის მომღერლებმა, როგორებიც არიან: რუსა მორჩილაძე, ეთერ კაკულია, გვანცა ზაქარეიშვილი, „რონდო“, მაია ყარყარაშვილი, სოფო გელოვანი და თათია გიორგობიანი. გალა–კონცერტი, საახალწლოდ მორთულ, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე 22.00 საათზე დაიწყო და ახალი წლის დადგომამდე გაგრძელდა.
საახალწლო ღონისძიებები ქალაქ მცხეთაში 3, 4 და 5 იანვარსაც გაიმართება, სადაც ბავშვების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან მცხეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივები და ქუთაისიდან სპეციალურად მოწვეული ნიღბების თეატრის მსახიობები.
მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა მცხეთა–მთიანეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც:
დაბა თიანეთში საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს 18.00 საათზე დაიწყო და აქაც, ადგილობრივი შემსრულებლები, ქართული ესტრადის წარმომადგენლებთან ერთად თიანეთის მოსახლეობის წინაშე ულამაზეს სანახაობით წარსდგნენ.
დუშეთში საახალწლო ღონისძიებები 29 დეკემბერს, კულტურის სახლში 16.00 საათზე დაიწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ანსამბლებმა, ხოლო 31 დეკემბერს, სადღესასწაულო ზეიმი, დუშეთის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ 20 საათზე დაიწყო.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საახალწლო ზეიმი დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანზე 23.00 საათზე დაიწყო და ულამაზესი ფეირვერკებით დასრულდა.