კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
11/11/2011
მცხეთაში პროექტის “ევრო კავშირის მხარდაჭერა კონფლიკტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოში – ინტეგრაცია და განვითარება” პრეზენტაცია ჩატარდა
   10 ნოემბერს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (MRDI)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (MRA), მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) და “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF) წარადგინეს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი და  . . .
03/12/2011
დაბა თიანეთში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
        მიმდინარე წლის 3 დეკემბერს დაბა თიანეთში   პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთ სამინისტრომ სხვადასხვა რეგიონებში  პოლიციის 70 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა, მათ შორის თიანეთის მუნიციპალიტეტში უკვე ორი ახალი პოლიციის შენობა ფუნქციონირებს დ.სიონში და დ.თიანეთში. ორივე შენობა აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭვირვალე. 
          შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო თიანეთის რაიონულ სამმართველოში სულ 20 თანამშრომელია დასაქმებული.
 შენობის გახსნას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი  ივანე მერაბიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მხარის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი.
    ამავე დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკომფერენციო დარბაზში თიანეთის საჯარო სკოლების წარჩინებულ უფროს კლასელებსა და თანამდებობის პირებს შორის მოეწყო შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.