© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 25 თებერვალს, 11.00 საათზე, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც, მოსახლეობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგებო რუსული ბოლშევიკური აგრესიის შედეგად დაღუპულთა და რეპრესირებულთა ხსოვნას.
საქართველოს პრეზიდენტი დუშეთში
24 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი დუშეთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად სოფელ მჭადიჯვარში საბავშვო ბაღის ახლად გარემონტებული შენობა და სპორტული დარბაზი დაათვალიერა, ხოლო შემდეგ დუშეთში გადაინაცვლა სადაც ჯერ პოლიციეს ახალი შენობა, შემდეგ კი კულტურის ცენტრი გახსნა.
24 იანვარს, ქ. მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში შედგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიას შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ( მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის) პედაგოგებთან.
ეს იყო საქმიანი შეხვედრა დიალოგის რეჟიმში, რომელსაც რეგიონის ყველა პრეზიდენტის სტიპენდიანტი მასწავლებელი დაესწრო. განათლების მინისტრის ვიზიტს მცეთაში, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენებიც დაესწრნენ..
2009 წლის 6 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლები, საშობაოდ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს საკვები პროდუქტებით ესტუმრნენ. ამ დროისათვის, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ საქველმოქმედო სარეაბილიტაციო ცენტრში დაახლოებით ორმოცამდე მიუსაფარი და შრომისუუნარო ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის 7 მცირეწლოვანი, ხოლო 3 ჩვილი ბავშვია. ძეგვის ბავშვთა სახლი, რომელიც სულ რამოდენიმე წელია სარეაბილიტაციო ცენტრად არის ცნობილი, 1995 წელს დაარსდა და დღემდე ქველმოქმედებითი შემოწირულობებით ფუნქციონირებს.
2009 წლის 17 მარტს, 14.00 საათზე, თიანეთის 1 საჯარო სკოლის, მემორიალური სახლ-მუზეუმისა და თბილისის ახალგაზრდობის ბიბლიოთეკის ერთობლიობით, მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით _ “ ცხოვრება და სიკვდილი მირზა გელოვანისა” წელს, მირზა გელოვანს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდებოდა და ამ ფაქტის აღსანიშნავად, თიანეთის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეეცადნენ საკუთარი მოწიწება და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოეხატათ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც როგორც მათი თანამემამულე, აგრეთვე, ყველასთვის საყვარელ პოეტს წარმოადგენს. ბავშვებმა წაიკითხეს მისი ლექსები და წერილები, რომელიც ფრონტიდან იყო გამოგზავნილი სამშობლოში და გაიხსენეს ეპიზოდები პოეტის ხანმოკლე და ტრაგიზმით სავსე ცხოვრებიდან. მირზა გელოვანის იუბილეს ესწრებოდნენ, როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები მწერალთა კავშირიდან და პოეტის შემოქმედებაზე შეყვარებული ადამიანები. ღონისძიება რამოდენიმე საათს გაგრძელდა.
ნიკა გილაურის ვიზიტი მცხეთაში
16 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური მცხეთის გამგეობის თანამშრომლებს და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ესტუმრა. შეხვედრა ქ. მცხეთის მე-2 საჯარო სკოლის ფოიეში მოეწყო. პრემიერ მინისტრმა იმ ძირითად საქმიანობებზე და დასახულ გეგმებზე ისაუბრა, რაც ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოს მთავრობის პრიერიტეტულ პროექტებს წარმოადგენს.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დასაქმების პრობლემაზე, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მთელ საქართველოში და აღნიშნა, რომ სულ ახლახანს, ჩატარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია და ეს საწინდარია იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შანსი ბევრად მეტია. ისაუბრა გზების მოპირკეთებისა და რამოდენიმე ჰესის მშენელობის დაწყების თაობაზე. ასევე იაფი დაზღვევის პროგრამაზე, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს დღეს-დღეობით. გილაურმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი და ამის განსავითარებლად აუცილებელია უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა და ერთ საათს გასტანა.
2009 წლის 19 მარტს, 13.00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოზაში ჩატარდა საკონსერვო წარმოების შპს “ ოქროს საწმისის” პრეზენტაცია. საწარმო დაფინანსებულ იქნა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში და მისი მობილიზაციის ფაზა წარმატებით დასრულდა. პროექტის ორგანიზატორი იყო CNFA- საქართველო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელბი, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ათასწლეულის ფონდის, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმო და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებები გამოთქვეს.
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფონდი_ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დაარსა. 295.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე 13.00 სთ–დან 19.00 სთ–მდე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ამ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
20 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ჩატარდა დ. თიანეთის ცენტრალური ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს გამგეობის თანამშრომლებმა, ასევე 1 და 2 საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა. ამ ეტაპზე დაირგო 50 ფიჭვის ნერგი, აქცია გაგრძელდება ეტაპობრივად მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
გამწვანების აქცია თიანეთში
30 მარტს,14.00 საათზე ქალაქ მცხეთის კულტურის სახლში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლი ვახტანგ ყიფშიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აქცენტი ძირითადად იმ საკითხებზე გამახვილდა,
გუბერნატორის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან
31 მარტს, 12.00 საათზე, აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს მისაქციელის მცირე ელექტროსადგურის ( მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სოფელი მისაქციელი) საზეიმო გახსნაში, რომელიც განხორციელდა პროგრამა USAID/ “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” ეგიდით მცირე ელექტროსადგურის მფლობელებთან ერთად.
მისაქციელის მცირე ელექტროსადგურის ახალმა მფლობელმა შპს “ენტო” და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” ახლახანს დაასრულეს ჰესის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, რაც 700,000 აშშ. დოლარი დაჯდა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გრანტის სახით 150,000 დოლარი გასცა, ხოლო დარჩენილი თანხა კერძო ინვესტიციებით და კომერციული სესხებით დაფინანსდა. გარდა ფინანსური დახმარებისა პროგრამამ “ ენერგეტიკის განვითარება სოფლად” მფლობელებს და ინვესტორებს ტექნიკური დახმარება გაუწია და ტრენინგი ჩაუტარა. რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის შემდეგ მისაქციელის მცირე ელექტროსადგური მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობისთვის და ბიზნეს საქმიანობისთვის 2,600 კვტ ეკოლოგიურად სუფთა, განახლებულ ენერგიას გამოიმუშავებს.
მისაქციელის მცირე ჰესი ერთ-ერთი მცირე ჰიდროელექტროსადგურთაგანია, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და პროგრამა “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” დახმარებით ხელახლა გაიხსნა. ოთხწლიანი პროგრამის “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” ბოლო წელი მიმდინარეობს. პროგრამის 11.5 მილიონიანი ინიციატივა საქართველოს ენერგოსისტემას 10 მეგავატზე მეტი ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიით შეავსებს.
მისაქციელის მცირე ელექტროსადგურის საზეიმო გახსნა