© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
6 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელობით, სოფელ ბულაჩაურში ჩატარდა სოფლის სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული თანხებით განხორციელდა. სარწყავი არხის რეაბილიტაციით, შესაძლებლებელი გახდება დაახლოებით 350 ჰექტარი მიწის მორწყვა და დამუშავება. გარდა სოფელ ბულაჩაურისა, სარწყავი წყლის გამოყენებას კიდევ ორი დასახლება შეძლებს, ესენია: სოფელი აბანოსხევი და ქუბრიაანთკარი. ბულაჩაურში სარწყავი არხი დაახლოებით 10-15 წელია აღარ ფუნქციონირებდა და მოსახლეობა, რომელიც ძირითადად მიწათმოქმედებით ირჩენდა თავს, მოსავლის აღებას დიდი ძალისხმევის გამოყენებით აღწევდა. სარწყავი არხის გაწმენდა უახლოეს დღეებში დასრულდება და მალე ზემოაღნიშნული სოფლების მოსახლეობას მიწის დამუშავებისა და მოსავლის რეალიზაციის უფრო ადვილი საშუალება მიეცემა. სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - ცეზარ ჩოჩელი, დუშეთის მუნიციპალიტეტების გამგებელი ზურაბ ოტიაშვილი და გამგეობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სარწყავი არხის რეაბილიტაცია სოფელ ბულაჩაურში
მიმდინარე წლის 3-5 აპრილს, გამოფენების ცენტრის “ექსპო-ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა მე-11 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა _CTF2009. გამოფენა გაიმართა თბილისის მერიის, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების _ GTZ მხარდაჭერით.
გამოფენაზე ადგილობრივი კომპანიების გვერდით წარმოდგენილნი იყვნენ კომპანიები ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.
აქვე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონი არსებული სანატორიუმებით, პანსიონებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით. ერთ-ერთ საგამოფენო სტენდს აღნიშნულ გამოფენაზე მცხეთა-მთიანეთის ტურიზმის ცენტრი წარმოადგენდა, რომელმაც დამთვალიერებელს უამრავი საინტერესო და მრავალმხრივი ინფორმაცია მიაწოდა მცხეთა-მთიანეთის მხარეში არსებული ტურისტული ადგილების შესახებ.
გამოფენის სტუმრებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ საქმიანი კონტაქტები დაემყარებინათ ფირმების წარმომადგენლებთან, გაცნობოდნენ საქართველოში არსებულ ტურისტულ პოტენციალს, წინასწარ დაეგეგმათ საზაფხულო დასვენება ტურისტული ფირმების საშუალებით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მსგავსი ბაზრობა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული ბაზრის ფორმირებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
13 აპრილს, საქრთველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური წეროვანში იმყოფებოდა. სტუმრობის მიზანს, ლტოლვილთა დასახლებაში ქაღალდის დასამზადებელი ქარხნის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებას წარმოადგენდა. პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან -- ცეზარ ჩოჩელთან ერთად ადგილზე მოინახულა მიმდინარე სამუშაო პროცესი და გაეცნო იმ სამომავლო გეგმებს, რაც აღნიშნული საწარმოს დასრულების შემდეგ უნდ განხორციელდეს. ქაღალდის დასამზადებელი ქარხნის მშენებლობას შპს”ნეოპრინტი” ახორციელებს. სამშენებლო თანხა, ერთი მილიონი ლარი შპს “ნეოპრინტის” მფლობელმა სახელმწიფოსგან, იაფი კრედიტის პროგრამით მიიღო და უახლოეს მომავალში, კერძოდ მაისის შუა რიცხვებში აქ, ახალგორიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი და წეროვანში ჩასახლებული, დაახლოებით 150 ადამიანი დასაქმდება. ამიერკავკასიაში ეს იქნება პირველი ქაღალდის დასამზადებელი ქარხანა, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას უცხოური მასალით დაამზადებს და რეალიზაციას გაუწევს.
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წეროვანში, ქაღალდის დასამზადებელი ქარხნის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლუდსახარში “ნატახტარი” დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრი 16 აპრილს ლუდისა და ლიმონათის მწარმოებელ კომპანია “ნატახტარს” ესტუმრა. ბაკურ კვეზერელმა დაათვალიერა ქარხანა და იქ დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას ადგილობრივ წარმოებას და ყველანაირად ცდილობს მის წახალისებას.
კომპანია “ნატახტარი” 2005 წელს გაიხსნა და დღეს ადგილობრივ ბაზარს ლუდის გარდა ლიმონათის წარმოებითაც ამარაგებს.
2009 წლის ბოლომდე კომპანია 78 ტონა ლუდისა და ლიმონათის რეალიზებას გეგმავს. გარდა ამისა “ნატახტარმა” ახალი სახეობის ლუდი, სახელწოდებით “კასრის” _ ჩამოასხა
“ნატახტარში” ამჟამად 450 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ქარხანა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმაც მოინახულა..
სოფელ ფრეზეთში ჩასახლებულ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ
15 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში, იქ, სადაც რუსული აგრესიის შედეგად დევნილი მოსახლეობაა ჩასახლებული, იმყოფებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, ფრეზეთში ჩასახლებულ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. ადგილზე იქნა ჩატანილი აგრეთვე პირველადი საჭიროების მედიკამენტები, რომელიც მათ უსასყიდლოდ გადაეცათ. ალექსანდრე კვიტაშვილმა და კობა სუბელიანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრეს იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეულია დევნილებისათვის. ჯანდაცვის მინისტრმა, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ახალგორიდან დევნილ 9 წლის დიმა საბიაშვილს ინვალიდის ეტლი გადასცა და მას გამოჯანმრთელება უსურვა.
დედამიწის დღე - წეროვანში
22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ აქციებში მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) დედამიწის დღე სოფელ წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში აღნიშნა. კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მოხალისეები შეუერთდნენ, ბავშვების სათამაშო მოედანი აშენდება. აქცია გაიმართა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.
ბავშვებისათვის უსაფრთხო, მწვანე გარემოს შექმნაში მონაწილეობის სურვილი ბევრმა პიროვნებამ და ორგანიზაციამ გამოთქვა. დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა. მომავალში (CENN) დაეხმარება წეროვანში მცხოვრებ თემებს ხეხილის ბაღებისა და ქარსაცავი ზოლის გაშენებაში, ჩაუტარებს ტრენინგებს, დაეხმარება კომპოსტირების სქემის აწყობაში და იმუშავებს ახალგაზრდებთან “მწვანე” საკითხებზე.
23 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგანტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელ ანდრია ურუშაძესთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველი ჭონქაძეების ოჯახის წევრებს დაბადებისა და პირადობის მოწმობები გადასცეს. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მცხოვრებ ჭონქაძეების მრავალშვილიან ოჯახს სტუმრებმა საკვები პროდუქტები და ტკბილეულიც მიუტანეს. ამ დრომდე პირადობის მოწმობები არ გააჩნდათ ჭონქაძეების ოჯახის ოთხ წევრს, ხოლო დაბადების მოწმობა - ამავე ოჯახის ერთ ბავშვს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მცხეთის ტერიტორიულმა სამსახურმა აღნიშნული ოჯახის წევრებს შემჭიდროვებულ ვადაში ყველა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი დაუმზადა, რომელთაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ ჭონქაძეების ოჯახს ადგილზე ჩაუტანა და თავადვე გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ჭონქაძეების ოჯახს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის სტატუსი მიენიჭა და ამიერიდან სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას მიიღებს.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ჭონქაძეების ოჯახს დოკუმენტირების პრობლემა მოუგვარდა
28 აპრილს, აშშ-ს სახელწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია “ქაუნთერფართ ინტერნეშენელის” ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა “ჩაპი”-სა (CHAP) და არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის” ინიციატივით მცხეთაში, კულტურის სახლის პარკში, მოეწყო ერთობლივი ჰუმანიტარული აქცია, რომელზეც გაჭირვებულ ინვალიდებს გადაეცათ “ქაუნთერფართისთვის” დონორი ორგანიზაცია The Church of Jesus Christ of Latter-day Saints (LDS Charities)-ის მიერ შემოწირული ახალი თანამედროვე ინვალიდის ეტლები და სხვადასხვა სახის დახმარება. ამ ცერემონიაზე 85 გაჭირვებულმა ინვალიდმა მიიღო ინვალიდის ეტლი. ასევე, საქართველოში მოქმედი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა მათ შორის: ACTS, IRD, Hellenicare და UMCOR გადასცეს შეკრებილ გაჭირვებულ პირებს დახმარება საბნების, თეთრეულის, ჰიგიენური და სასკოლე ნაკრებებისა, და და სხვა ნივთების სახით. ინვალიდის ეტლების განაწილებისა და დახმარების გადაცემის ცერემონია ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, დონორი ორგანიზაციების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული და ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
ინვალიდებს სხვადასხვა სახის დახმარებასთან ერთად საჩუქრად ინვალიდის ეტლები გადაეცათ
12 მაისი საქართველოს მეხანძრეთა პროფესიული დღესასწაულია
12 მაისს საქართველოს მეხანძრეთა პროფესიული დღესასწაული, მეხანძრის დღე აღინიშნება. ამასათან დაკავშირებით, შ.ს.ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის CAUNTERPART-ის ერთობლივი მუშაობით, ქალაქ მცხეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის პერსონალისთვის სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს და საპატიო სიგელები (“ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ერთგულებისთვის”) გადასცეს იმ მაშველებს, რომლებიც განსაკუთრებული ღვაწლით და სითამამით გამოირჩევიან მეხანძრის რთულ პროფესიაში. ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის CAUNTERPART-ის წარმომამდგენლებმა კი მეხანძრეებს ეს დღე საჩუქრებით მიულოცეს და მათ სპეც-ფეხსაცმელები, საველე საწოლები, საველე კარავი და ჰიგიენური ნაკრები გადასცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად ამ დღეს, მცხეთელ მეხანძრეებთან ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის დეკანოსი _ მამა ბიძინა სტუმრობდა. წინამძღვარმა დალოცა მათი საქმიანობა და მეხანძრეებს საპატრიარქოს სახელით წმინდა გიორგის დროშაც უსახსოვრა. დღესდღეობით ქ. მცხეთის სახანძრო სამსახურში 63 ადამიანია დასაქმებული. ღონისძიებას სტუმრებთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დუშეთში რეგიონალური თვითშემოქმედებითი ფესტივალი ჩატარდა
22 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა სკოლებს შორის რეგიონალური თვითშემოქმედებითი ფესტივალი-კონკურსი. ფესტივალზე საკუთარი შემოქმედებით ის მოსწავლეები წარსდგნენ, რომლებმაც თავდაპირველად საკუთარ რაიონში ჩატარებულ თვითშემოქმედებით კონკურსებში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმასახურეს. აღნიშნულ ფესტივალზე წარსდგნენ ყაზბეგის, თიანეთის, მცხეთისა და დუშეთის მოსწავლეები საკუთარი შესრულებული სასიმღერო ნომრებით (Eესტრადა, ფოლკლორი) ცეკვით და მოსწავლეთა თვითშემოქმედებით (ლექსი, ჩანახატი).
ფესტივალ-კონკურსზე შესრულებული ნომრები შეაფასა ჟიურიმ, რომელიც კულტურისა და სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. გამარჯვებული ნომრების შემსრულებლები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით, რომელიც გამარჯვებულებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირადად გადასცა და მომავალში მათ შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
თიანეთის წყლის სისტემის რეაბილიტაცია
14 მაისს დაბა თიანეთში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. მოხდა წყლის ახალი მილების ჩაყრა, ხოლო ძველის შესაკეთებლად სარემონტო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროექტი დაფინანსებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან და აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს. “ნიუ ენერჯი”ახორციელებს. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებშიც, რომლებიც განსაკუთრებით განიცდიდნენ წყლის უქონლობის პრობლემას. ეს სოფლებია: მაგრანეთი, ლელოვანი, ჟებოტა, ჩაბანო, კვერნაულა, ქვემო ორხევი და ა.შ.
მიმდინარე სამუშაოების დასრულება სავარაუდოდ შემოდგომაზე მოხდება და ზამთრის დადგომამდე თიანეთის მოსახლეობას სასმელი წყლით სარგებლობა შეზღუდვების გარეშე ექნებათ.
ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დუშეთში
1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტი ამ დღისადმი მიძღვნილ კვირეულის პროგრამას განახორციელებს. მთელი კვირის განმავლობაში დუშეთში გაიმართება არაერთი საბავშვო ღონისძიება და საზეიმო კონცერტი. ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა მოდების ჩვენება, გაიმართება ბავშვთა ნახატების გამოფენა და ასფალტზე ხატვა. საბავშვო ბაღებში ჩატარდება სპორტული თამაშები. სახელოვნებო სკოლაში შედგება დუშეთის მუსიკალური სკოლების კონცერტები. აღნიშნული კვირეული ყვავილების დღესასწაყლით დასრულდება, რომელიც 6 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე 16.00 საათზე გაიმართება.
კვირეულის პროგრამა
1 ივნისი --- საბავშვო ბაღების კონცერტი სახელოვნებო სკოლის დარბაზში 11.00 სთ
საზეიმო კონცერტი მოედანზე _14.00 სთ
2 ივნისი--- მოდების ჩვენება მოედანზე. 11.00 სთ
3 ივნის --- ნახატების გამოფენა, ასფალტზე ხატვა მოედანზე. 11.00 სთ
4 ივნისი – სპორტული თამაშები საბავშვო ბაღებში (№1 ბაღი- 10სთ; №2 ბაღი-11.00სთ; №3 ბაღი 12.სთ)
5 ივნისი --- მუსიკალური სკოლების კონცერტი სახელოვნებო სკოლაში. 13.00 სთ
6 ივნისი --- ყვავილების დღესასწაული მოედანზე. 16.00 სთ
მცხეთაში სოციალური მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა
2 ივნისს, ქ. მცხეთაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ, მცხეთის სოციალური მომსახურების განახლებული ცენტრი გახსნეს, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრი და მცხეთის რაიონული განყოფილებაა განთავსებული.
ახალი ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. აქვე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობა და მათთვის გაკეთებულია პანდუსი. მოწყობილია მოსაცდელი, სადაც მოქალაქე ყველანაირ ინფორმაციას მიიღებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პროგრამაზე, სახელმწიფო გასაცემლებზე და ყველა იმ მომსახურებაზე, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.
მცხეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მისამართია - ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №13.
დუშეთში რეგიონალური შეჯიბრი “მხიარული სტარტები” ჩატარდა
12 ივნისს, დუშეთის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა მხიარული სტარტების რეგიონალური შეხვედრა, სადაც ის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის სკოლებს შორის გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში პირველი ადგილები მოიპოვეს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ შეჯიბრზე წარდგნენ 1995-96-97 წლებში დაბადებული ბავშვები. მხიარულ სტარტებს ორგანიზატორობა დუშეთის გამგეობამ და დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა გაუწია. შეჯიბრში მონაწილე მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებისთვის დაწესებული იყო დიპლომები და მედლები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი ელოდა.
თამაში განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც პირველი ადგილის მოსაპოვებლად დუშეთისა და თიანეთის გუნდები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. საბოლოოდ გამარჯვება თიანეთის გუნდმა მოახერხა და გარდამავალი თასიც მომავალი წლის შეჯიბრებამდე მათ დარჩათ, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დუშეთისა და მცხეთის გუნდებს შორის გადანაწილდა. მიუხედავად დამარცხებისა, სამახსოვრო დიპლომები და მედლები ყაზბეგის გუნდის თითოეულ მონაწილეს საპატიოდ გადაეცათ.