კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
მცხეთაში სოციალური მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა
 2 ივნისს, ქ. მცხეთაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე  კვიტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ, მცხეთის  სოციალური მომსახურების განახლებული ცენტრი გახსნეს, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრი და მცხეთის რაიონული განყოფილებაა განთავსებული.
ახალი ოფისი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. აქვე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობა და მათთვის გაკეთებულია პანდუსი. მოწყობილია მოსაცდელი, სადაც მოქალაქე ყველანაირ ინფორმაციას მიიღებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პროგრამაზე, სახელმწიფო გასაცემლებზე და ყველა იმ მომსახურებაზე, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.
  მცხეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მისამართია - ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №13.
სტიქია მცხეთა-მთიანეთში
ინტენსიურმა წვიმებმა, როგორც მთელ საქართველოს, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონსაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. თიანეთის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელი დაიტბორა და მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდათ. სოფლებში ლიშში და არტანში საავტომობილო გზის მოწყვეტის გამო შეფერხებულია მიმოსვლა. მიმდინარე იორის ადიდების გამო მორღვეულია ნაპირსამაგრები, რაც დატბორვის საშიშროებას უქმნის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას. ამ დროისათვის ელექტრო ენერგია დაბა თიანეთის სოფლებს ნაწილობრივ მიეწოდებათ.  
    მსგავსი მდგომარეობაა  დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.  სოფელ გუდამაყარში მნიშვნელოვნად  დაზიანებულია საავტომობილო გზა. გასული ღამის გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფელ დუმაცხოში მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა და  მთლიანად გაანადგურა ნათესები.
სამი დღეა აღნიშნულ სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტრო ენერგია. მოსახლეობა მოწყვეტილია გარე სამყაროს.  ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი აგრეთვე უკანაფშავი და ბარისახო. მიმდებარე ტერიტორიაზე წაქცეულია მაღალი ძამბვის გადამცემი ბოძი. ინტენსიური წვიმების გამო ადიდებულია მდინარე არაგვი, რის გამოც აღდგენითი სამუშაოების დაწყება გართულებულია. 
    13-15 ივნისს გადაუღებელი წვიმების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა დაბა სტეფანწმინდაში არსებული ელ.გადამცემი ხაზი. მდინარე თერგის ადიდების შედეგად სოფ. ყანობის ხიდთან წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალ ნაწილს საშიშროება შეექმნა. სოფელთან მისასვლელი ხიდი დარჩა მოწყვეტილი.  თრუსოს ხეობაში ყასარის გზის სავალ ნაწილებზე ჩამოსული კლდოვანი გრუნტის შედეგად სავალი გზა საჭიროებს შეკეთებას.  ამ ეტაპზე ყაზბეგის რაიონში ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგენილია
15/06/2009
დუშეთში რეგიონალური შეჯიბრი “მხიარული სტარტები” ჩატარდა
12/06/2009
12 ივნისს, დუშეთის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა მხიარული სტარტების რეგიონალური შეხვედრა, სადაც ის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის  სკოლებს შორის გამართულ სპორტულ  შეჯიბრებებში პირველი ადგილები მოიპოვეს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ შეჯიბრზე  წარდგნენ 1995-96-97 წლებში დაბადებული ბავშვები. მხიარულ სტარტებს ორგანიზატორობა დუშეთის გამგეობამ და დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა გაუწია.  შეჯიბრში მონაწილე მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებისთვის  დაწესებული იყო დიპლომები და მედლები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს  გარდამავალი თასი ელოდა.  
თამაში განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც პირველი ადგილის მოსაპოვებლად დუშეთისა და თიანეთის გუნდები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. საბოლოოდ გამარჯვება თიანეთის გუნდმა მოახერხა და გარდამავალი თასიც მომავალი წლის შეჯიბრებამდე მათ დარჩათ, ხოლო მეორე და მესამე ადგილები  დუშეთისა და მცხეთის გუნდებს შორის გადანაწილდა. მიუხედავად დამარცხებისა, სამახსოვრო დიპლომები და მედლები ყაზბეგის  გუნდის თითოეულ მონაწილეს საპატიოდ გადაეცათ. 
7 ივლისს, დაბა ფასანაურში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა გოცირიძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ბადაგაძემ და მცხეთა-მთიანეთი გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ადგილზე დაათვალიერეს.   
  დაბა ფასანაურის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (აღმასრულებელი დირექტორი _ ლაშა გოცირიძე)  რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDP) ფარგლებში.დაფინანსების წყაროები: საქართველოს მთავრობა, და მსოფლიო ბანკი (World Bank).  ობიექტის საკონტრაქტო ღირებულება:   900 000 ლარი ბენეფიციართა მიახლოებითი რაოდენობა:   2 000 მოსახლე და ამდენივე დამსვენებელი სამუშაოების დაწყების თარიღი: 03.04. 2009 სამუშაოების დასრულების თარიღი:  25.09.2009 პროექტის მოკლე აღწერა:  წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის რეაბილიტაცია, კოლექტორებისა და ჭების მოწყობა, ქსელის გაგრძელება. პროექტის საბოლოო მიზანი: დაბა ფასანაურში განხორციელებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საბოლოო მიზანია წყალარინების სისტემის გამართული მუშაობა მთელს დაბაში და ეკოლოგიური დაბინძურების აღმოფხვრა.
დაბა ფასანაურში წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი
07/07/2009

8 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის განახლებულ სპორტულ დარბაზში საქართველოს კრივის ეროვნული ფედარეციის 2009 წლის პირადი გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრში 1995-96 წლებში დაბადებული სპორცმენები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ჩემპიონატი დუშეთში 4 ივლისს დაიწყო და 8 ივლისს დასკვნითი ფინალური შეხვედრა შედგა, სადაც მთავარი პრიზი გამოჩენილი ქართველი მწერლის ვაჟა ფშაველას სახელობის თასი გახლდათ. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სპორცმენებმა. შეჯიბრი 16 წონით კატეგორიაში გაიმართა. 34კგ.-76 კგ.-მდე წონით კატეგორიაში _ 18 პირველი ადგილი გამოვლინდა, 18 მეორე ადგილი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 36 სპორცმენი გახდა.
Fფინალურ შეხვედრას დუშეთში კრივის ფედერაციის თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დავმჯდომარე დავით ნამგალაური და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა და პირველ ადგილზე გასულ სპორცმენებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელით სპეციალური პრიზებიც გადაეცათ. 
საქართველოს პირველობა კრივში ყოველ წელს დუშეთში გაიმართება და ეს მალე ტრადიციულ სახეს  მიიღებს.
საქართველოს პირველობა კრივში
08/07/2009
13 ივლისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. 
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლინა.
   სვეტიცხოვლის ეზოში პატრიარქმა ჩვილთა მე-7 ნათლობაც გამართა.
ამჯერად 410 ჩვილი მოინათლა.  უწმინდესის ნათლული საქართველოში უკვე 2000-ზე მეტი ბავშვია.   ტრადიციას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღეს ჩაეყარა.

სვეტიცხოველის ტაძარში ქრისტეს 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნა 
13/07/2009
21/07/2009
 21 ივლისს,  აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა შაოიუ ჟაომ, მგფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან ლაშა გოცირიძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთს ეწვია და იქ მიმდინარე რამოდენიმე პროექტის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა, მათ შორის იყო  წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბადაგაძე და პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი. 
დუშეთის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (აღმასრულებელი დირექტორი _ ლაშა გოცირიძე)   მუნიციპალური სერვისის განვითარების პროექტის ინფრასტრუქტურის  განვითარების პროექტის (MSDP) ფარგლებში.
 სამუშაოები მოიცავს 32 ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილების შეცვლას, ჭების მოწყობას, მიერთებების მოწყობას, მომხმარებლების მიერთებას (სადაც წყლის მომარაგება არ იყო).

პროექტის საბოლოო შედეგი:
დუშეთში განხორციელებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საბოლოო მიზანია წყლის მიწოდების გაუმჯობესება აღნიშნულ მუნიციპალიტეტში. 

დუშეთის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია
01/08/2009
2009 წლის 1 აგვისტოს,  დაბა თიანეთში ”ხინკლის ფესტივალი” გაიმართა. მსგავსი ფესტივალი მომავალში ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველი წლის ზაფხულს, მთისა და ხინკლის მოყვარულთ სიამოვნებით უმასპინძლებს. ამჯერად ფესტივალი “თიანეთობა” საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. შემოსული თანხა, რომელიც ფესტივალზე იქნა შემოწირული დაბა თიანეთის დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას მოხმარდება. ღონისძიება - თიანეთის რეაბილიტირებული კულტურის ცენტრის პრეზენტაციით დაიწყო, რომელიც საქართველოს პარლამანტის თავმჯდომარემ _ დავით ბაქრაძემ  და დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა საზეიმოდ გახსნეს, მოგვიანებით კი სტუმრებმაც და მასპინძლებმაც დასასვენებელ სკვერში გადაინაცვლეს, სადაც მათ ულამაზესი სანახაობა დახვდათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ხინკლის მრავალი სახეობის დაგემოვნებისა და შეფასების საშუალება მიეცათ. ლუდისა და არყის მოყვარულთ თიანელები ადგილზე გამოხდილი  ქართული ლუდითა და ჟიპიტაურით გაუმასპინძლდნენ. პარარელურად მიმდინარეობდა სიმღერისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, რომელიც სტუმრებს ნამდვილ სადღესასწაულო განწობას უქმნიდა. აქვე გაიმართა სპორტული-გასართობი ღონისძიებები: ქართული ჭიდაობა, ლახტი, გორგაობა, დოღი.  ხინკლის ფესტივალზე თიანეთში მთავრობისა და  დიპლომატური კორპუსის წარმომადგენელთა გარდა, მთისა და ტრადიციების მოყვარული უამრავი ადამიანი სტუმრობდა. ფესტივალის მიზანს – ხალხური ტრადიციებისა და თიანეთში აგროტურიზმის განვითარებას, ინვესტორების მოზიდვას, ტურისტული და  საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას წარმოადგენდა. 
ღონისძიება დღის 12.00 საათზე დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდა.


ხინკლის ფესტივალი თიანეთში
ქ. მცხეთის ახალგაზრდული მოძრაობის - “ 7 აგვისტო”-ს წევრები დღეს,  ღამის 12.00 საათზე, მცხეთაში _ “ბებრის ციხეზე” კოცონს დაანთებენ და ამით  იმ მოვლენების მიმართ გამოხატავენ პროტესტს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს მიმართ  რუსეთის აგრესიით  იქნა განხორციელებული. კოცონთან შეკრებილი საზოგადოება პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც  ომში გმირულად იქნენ დაღუპულნი.  (დაინთება სანთლები). ხოლო 7 აგვისტოს, რუსული აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით, 15.00 საათზე ქ. მცხეთაში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით რამოდენიმე წუთით შეჩერდება მოძრაობა, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს წუთიერი დუმილით  კიდევ ერთხელ მიაგონ პატივი ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამავდროულად საქართველოს ყველა ეკლესიაში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
7 აგვისტო
06/08/2009
13/08/2009
 ტურიზმის განვითარების მიზნით, დაბა სიონში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისათვის დასრულებულია. 
ფეხბურთის, ჩოგბურთისა და ფრენბურთის მოედნების თანამედროვე ინტერიერი _ სიონში ჩასულ დამსვენებელს ზაფხულის სასიამოვნოდ გატარებისა და დასვენების უფრო  კომფორტულ პირობებს შეუქმნის. 
სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს. “ნიუ-ენერჯი”-მ შეასრულა, ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭორო  თანხა  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან იქნა გამოყოფილი.
ახალი სპორტული კომპლექსის  პრეზენტაცია დაბა  სიონში - 13 აგვისტოს ჩატარდა, რომელსაც  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დაბა თიანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და როგორც დაბა სიონის მოსახლეობას, ასევე იქ ჩასულ დამსვენებლებს ახალი ობიექტის გახსნა მიულოცა.

დაბა სიონში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 
01/09/2009
  პირველ სექტემბერს, მცხეთის კულტურის სახლის პარკში, აშშ-ს სახელწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია “ქაუნთერფართ ინტერნეშენელის” ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა “ჩაპი”-სა (CHAP) და არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის”  ინიციატივით მოეწყო ერთობლივი ჰუმანიტარული აქცია, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაეცათ “ქაუნთერფართისთვის” დონორი ორგანიზაცია The Church of Jesus Christ of Latter-day Saints (LDS Charities)-ის მიერ შემოწირული ახალ თანამედროვე ინვალიდის ეტლები და სხვადასხვა სახის დახმარება. 
  ცერემონიაზე 108 ადგილობრივმა და ასევე რუსული აგრესიის შედეგად დევნილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა მიიღო ინვალიდის ეტლი. ეტლების საერთო ღირებულება შეადგენს 6,372.00 აშშ დოლარს. 
  საქართველოში მოქმედი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებმა ACTS, IRD, Hellenicare და UMCOR-მა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს დახმარება ჰიგიენური და სასკოლე ნაკრებების, საყოფაცხოვრებო და სხვა ნივთების სახით. 
  ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, დონორი ორგანიზაციის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის  წარმომადგენლები. აგრეთვე სხვა სტუმრებიც. 

მცხეთაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ინვალიდის ეტლები გადაეცათ 
02/06/2009
13/08/2009
  3 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  წეროვანის ლტოლვილთა დასახლებაში  ქაღალდის დასამზადებელი ქარხნა გახსნა.    ქაღალდის დასამზადებელი ქარხნის მშენებლობას შპს”ნეოპრინტი” ახორციელებდა. სამშენებლო თანხა, ერთი მილიონი ლარი შპს “ნეოპრინტის” მფლობელმა სახელმწიფოსგან,  იაფი კრედიტის პროგრამით მიიღო და დღეიდან აქ, ახალგორიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი და წეროვანში ჩასახლებული, დაახლოებით 150 ადამიანი დასაქმდება. ამიერკავკასიაში ეს იქნება პირველი ქაღალდის დასამზადებელი ქარხანა, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას უცხოური მასალით დაამზადებს და რეალიზაციას გაუწევს.
  პრეზიდენტმა ადგილზე დაათვალიერა ახალი საწარმო და მომსახურე პერსონალს წარმატებები უსურვა.

საქართველოს პრეზიდებტმა წეროვანში ქაღალდის დასამზადებელი ქარხანა გახსნა 
03/09/2009
  5-6 სექტრმბერს ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში პოეტის დაბადებიდან 148 წლის აღსანიშნავად “ქართული ლექსის ღამე” გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა პოეტებმა, თეატრალურმა დასებმა და საშემსრულებლო კოლექტივებმა მიიღეს. 
 ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორი ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი და მცხეთა-მთიანებთის სამხარეო ადმინისტრაცია იყო. “ქართული ლექსის ღამე” ჩარგლში, მუზეუმის მიმდებარე ამფითეატრთან  გაიმართა. აქ სპეციალური ბანაკი მოეწყო ღონისძიების მონაწილეებისთვის და მთელი ღამე ქართულ პოეზიას მიეძღვნა. “ გარდა ამისა ჩატარდა დოღი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.  დოღში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით. საჩუქრები გადაეცათ ასევე ღონისძიების იმ მონაწილეებსაც, რომლებმაც ვაჟასა და ქართული პოეზიის საუკეთესო ცოდნა გამოავლინეს და საუკეთესო ახალი ლექსები წაიკითხეს.  
 “ქართული ლექსის ღამეს” ცნობილი ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი და მსახიობი ცისანა ქოთილაიძე უძღვებოდნენ. 
  ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩარგალში 5 სექტემბერს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

“ქართული ლექსის ღამე” ჩარგალში
13/08/2009
05/09/2009