© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
24/02/2009
24/01/2009
ნიკა გვარამია მცხეთაში
06/01/2009
24 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი დუშეთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად სოფელ მჭადიჯვარში საბავშვო ბაღის ახლად გარემონტებული შენობა და სპორტული დარბაზი დაათვალიერა, ხოლო შემდეგ დუშეთში გადაინაცვლა სადაც ჯერ პოლიციეს ახალი შენობა, შემდეგ კი კულტურის ცენტრი გახსნა. პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლი გზების მშენებლობასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდა. ამ საკითხზე პრეზენტაცია რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საგზაო დეპარტამენტთან ერთად მოამზადა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მჭადიჯვრის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა დაწყებულია, რომელიც დუშეთის ბევრ სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან. 
“ ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოში თითქმის არ დარჩება სოფელი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სადაც ძალიან კარგი გზა არ იქნება. ამას ხაზგასმით ვაცხადებ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. “ რა თქმა უნდა , საერთო მოთხოვნაა დასაქმება, მაგრამ ამ პრობლემების გადაჭრა ადგილობრივი საკითხების  მოგვარებას ებმევა. მსურს ანგარიში ჩაგაბაროთ. ბუნებრივი გაზი რაიონში უკვე შემოვიყვანეთ, ამჟამად მიმდინარეობს  შიდა დაქსელვა და მალე ოჯახებშიც შევა. რაც შეეხება წყალს, ჩვენ პრაქტიკულად დასრულებული გვქონდა სამუშაოები, როდესაც ჩვენს ქვეყანას მტერი შემოესია და ახალგორში  სათაო ნაგებობა ოკუპანტებმა დაიკავეს, მაგრამ მხარის გუბერნატორთან, ცეზარ ჩოჩელთან ერთად დროებითი ნაგებობაც გავაკეთეთ და მაისის დასაწყისისთვის დასრულდება შიდა ქსელის მოწესრიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ დუშეთს წყალი სრულფასოვნად მიეწოდება” _ ბრძანა ქვეყნის პრეზიდენტმა. პრეზენტაციაზე, რომელიც  გზების დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გამართა, ცნობილი გახდა, რომ 14 კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 150 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება  ამ მხარის ტურისტულ პოტენციალზეც გაამახვილა. მას მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით ხევსურეთი და თუშეთი უნიკალური ადგილებია და ინფრასტრუქტურის განვითარება ამ მიმართულების განვითარების საწინდარი გახდება.

 24 იანვარს,  ქ. მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში შედგა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიას შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  ( მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის) პედაგოგებთან.
ეს იყო საქმიანი შეხვედრა დიალოგის რეჟიმში, რომელსაც რეგიონის ყველა პრეზიდენტის სტიპენდიანტი მასწავლებელი დაესწრო. განათლების მინისტრის ვიზიტს მცეთაში, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენებიც დაესწრნენ.. 
2009 წლის 6 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლები, საშობაოდ  ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს  საკვები პროდუქტებით ესტუმრნენ. ამ დროისათვის, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ საქველმოქმედო სარეაბილიტაციო ცენტრში დაახლოებით  ორმოცამდე მიუსაფარი და შრომისუუნარო ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის 7  მცირეწლოვანი, ხოლო 3 ჩვილი ბავშვია. ძეგვის ბავშვთა სახლი, რომელიც სულ რამოდენიმე წელია სარეაბილიტაციო ცენტრად არის ცნობილი, 1995 წელს დაარსდა და დღემდე ქველმოქმედებითი შემოწირულობებით ფუნქციონირებს. 


როგორც წესი, ზამთრის სეზონის გახსნა გუდაურში თოვლის მოსვლასთან არის დაკავშირებული, წელს თოვლი დაგვიანებით, მაგრამ ახალი წლის დადგომამდე დიდი ოდენობით მაინც მოვიდა და შესაბამისად ადგილობრივი თვითმართველობაც აღნიშნულ ფაქტს უფრო მომზადებული  შეხვდა. 





ამ დროისათვის მობილიზებულია პოლიციისა და ჯანდაცვის 24 საათიანი მომსახურება, მზადყოფნაშია სამაშველო ჯგუფები, შეზღუდვების გარეშე ხდება  ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება ყველა ობიექტზე. 

საგზაო დეპარტამენტის მიერ მობილიზებულია ტექნიკა, გზების სისტემატური გაწმენდისათვის, რათა თავიდან იქნეს აუცილებელი ყველა ის პრობლემა, რომელიც დიდთოვლობის გამო შესაძლოა შეიქმნას გუდაურის სავალ გზებზე.  

გარდა ამისა, სააქციო საზოგადოება  _ “გუდაური”, რომელიც ფლობს გუდაურის საბაგირო გზებს,  სათხილამურო სეზონს გახსნილად აცხადებს. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს,  მთლიანად იქნება განათებული პირველი სათხილამურო ტრასა, სადაც დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება საახალწლო ღამე უფრო მხიარულ და სასიამოვნო გარემოში გაატაროს. ასევე სასტუმროს ტერიტორიაზე დაინთება საზეიმო კოცონი, რომელიც იქ მისულ სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის. ახალი წლის დღეებში სასტუმროში დაგეგმილია არაერთი სადღესასწაულო კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება. 

გუდაურის ადგილობრივი რწმუნებულის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში,  მოეწყობა არაერთი ღონისძიება იმ ბავშვებისთვისაც, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად, მცხეთის რაიონში ახალგორიდან და ცხინვალის რეგიონიდან არიან ჩასახლებულნი.  

გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
29/12/2008
სოფ. წეროვანის ახალ აშენებულ კოტეჯებში ჩასახლებული ბავშვები, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად ცხინვალისა და ახალგორის რეგიონებიდან დევნილნი ოჯახებიდან არიან,  30 დეკემბერს,  წეროვანის ე.წ. ცენტრალურ მოედანზე საახალწლო დღესასწაულს დაესწრნენ.. ახალი წლის განწყობის შესაქმნელად, წეროვანში სიმბოლურად დაირგა პირველი ნაძვის ხე, რომელის ირგვლივ გაიმართა მცირე კონცერტი და მისი დასრულების შემდეგ, თოვლის ბაბუამ, იქ შეკრებილ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. 
ახალი წელი წეროვანში
30/12/2008
საქართველოს პრეზიდენტი დუშეთში
ძეგვის ბავშვთა სახლი
25/02/2009
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 25 თებერვალს,  11.00 საათზე, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში,  მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც, მოსახლეობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგებო რუსული ბოლშევიკური აგრესიის შედეგად დაღუპულთა და რეპრესირებულთა ხსოვნას. 
ოკუპაციის დღე