© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
პრემიერ მინისტრი პედაგოგებს შეხვდა
2008 წლის 10 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ მუხრანსა და მისაქციელში გაიხსნა რეაბილიტირებული საშუალო სკოლები. პრეზენტაციაზე სტუმრად იმყოფებოდნენ პრემიერ მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, პრემიერ მინისტრი პედაგოგებს შეხვდა და მათთან არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისა და ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობით, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 171-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. სახლ-მუზეუმთან არსებულ _ ილია მართლის სახელობის ტაძარში, დილის 9 საათზე საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. წირვის დასრულების შემდეგ, 13.00 საათზე გაიმართა ღონისძიება, რომელსაც იქ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და გუბერნიის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ფულად პრემიებთან ერთად დამსახურებულმა მწერლებმა, სხვა ჯილდოებიც მიიღეს, რომელთა შორის ყველაზე საპატიოს - ილიას მედალი წარმოადგენდა. წელს, ამ ჯილდოს მფლობელი ქართველი საზოგადოებისთვის ძვირფასი კომპოზიტორი ბიძინა კვერაძე გახდა. მსგავსი ღონისძიება საგურამოში რამოდენიმე წელია იმართება და მომავალში ეს ტრადიცილ სახეს მიიღებს.
როგორც წესი, ზამთრის სეზონის გახსნა გუდაურში თოვლის მოსვლასთან არის დაკავშირებული, წელს თოვლი დაგვიანებით, მაგრამ ახალი წლის დადგომამდე დიდი ოდენობით მაინც მოვიდა და შესაბამისად ადგილობრივი თვითმართველობაც აღნიშნულ ფაქტს უფრო მომზადებული შეხვდა.
გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო 2008 წლის სექტემბერში, მცხეთის რაიონში, კერძოდ სოფელ წეროვანში, ახალდაბასა (ფრეზეთი) და წილკანში დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად, ახალგორიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული.
სამშენებლო სამუშაოს ასრულებს შპს. “NEW ENERGY” და მის უშუალო ზედამხედველობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ახორციელებს.
ახალდაბის ტერიტორიაზე სულ 300 საცხოვრებელი კოტეჯის მშენებლობა მიმდინარეობს და თითოეულ მოსახლეზე 2000 კვ. მ. მიწის ფართობია გამოყოფილი. რაც შეეხება საცხოვრებელ კოტეჯს, მისი საერთო ფართია _ 56კვ.მ.
წილკანში ამგვარი მშენებლობა დაბის ტიპისაა და 400 ოჯახზეა გათვლილი, თითოეულ მოსახლეს აქ 1000 კვ.მ მიწის ფართობით უზრუნველყოფენ.
წეროვანში კი ქალაქის ტიპის მშენებლობა დღითიდღე დასრულების ფაზაში შედის. აქ დევნილების _ 2100 ოჯახი დასახლდება და თითოეულ მათგანს 400კვ.მ მიწის ფართობით სარგებლობა ექნებათ შესაძლებელი.
აქვე გათვალისწინებულია, როგორც სავაჭრო ცენტრისა და სამედიცინო პუნქტის, ასევე საშუალო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა.
მიმდინარე მშენებლობა მცხეთის რაიონში უახლოვეს მომავალში, კერძოდ არაუგვიანეს 15 დეკემბრმდე დასრულება და წლის ბოლოს ყველა ოჯახი, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირია_ აქ დაიდებს ბინას.
ლტოლვილთა დასახლება (წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი)
აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ იძულებით გადაადგილებულთათვის წეროვანში დღეს საველე ჰოსპიტალი გაიხსნა
საველე ჰოსპიტალი იმ ლტოლვილებს მოემსახურება, რომლებიც წეროვანში მომავალი წლის იანვრიდან დასახლდებიან.
ახლადგახსნილი ჰოსპიტალი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ანდ ოფ ჰელპ”-ს დახმარებით გაიხსნა. საველე მობილური ჰოსპიტალი თანამედროვე ტექნიკით, საწოლებით, სამედიცინო ინსტრუმენტებითა და გათბობის კომპლექტაციითაა აღჭურვილი. მედპერსონალი, ქურთის სასწრაფო სამსახურისა და საავადმყოფოს სპეციალისტებით დაკომპლეკტდა.
საველე ჰოსპიტლის პრეზენტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრნენ. სტუმრებს წეროვანში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი შეხვდა.
წეროვანში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა
2008 წლის 15 დეკემბერს, სასტუმრო მცხეთა – პალასში, მცხეთა-მთიანეთის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის პირველი ყრილობა ჩატარდა. რომელსაც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი უძღვებოდა. ყრილობას ესწრებოდნენ ასევე მცხეთა-მთიანეთის სპორტული დაწესებულებების სხვა წარმომადგენლებიც. ყრილობის დღის წესრიგში შედიოდა მცხეთა-მთიანეთის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა, ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტების არჩევა, ფედერაციის გენერალური მდივნის არჩევა, ფედერაციის აღმასკომის და აგრეთვე, რეგიონის უფროსი მწვრთვნელის არჩევა. აღნიშნული არჩევანი ყრილობის დამსწრე წევრებმა სამანდატო პრინციპით გამოხატეს. ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევანი თამაზ ცოფურაშვილზე შეჩერდა, ვიცე-პრეზიდენტობა ძიუდოს დამსახურებულ სპორცმენებს _ ივერი ჯიქურაულს, ბესო წოწკოლაურს და ზაზა გასიტაშვილს ერგოთ წილად. ფედერაციის გენერალურ მდივნად გია აბუაშვილი დაინიშნა. ფედერაციის აღმასკომის წევრებად კი 11 კანდიდატურა დასახელდა და ყრილობის დამსწრე საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილებით დამტკიცდა კიდეც. ესენია არიან: დუშეთიდან: ივერი ჯიქურაული, მერაბ ლოსეურაშვილი და ბიძინა მოხევიშვილი. მცხეთიდან: ვახტანგ მარტოლეკი, გოჩა პარკაული, თამაზ ცოფურაშვილი. ყაზბეგიდან: გოდერძი მარსაგიშვილი. თიანეთიდან: ილია არჩემაშვილი. ახალგორიდან: ცეზარ ჩოჩელი. აღმასკომის წევრთა შემადგენლობის წევრები გახდნენ აგრეთვე დავით ნამგალაური და ზაზა რაზიკაშვილი.
ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის პირველი ყრილობა
2009 წლის 6 იანვარს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლები, საშობაოდ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს საკვები პროდუქტებით ესტუმრნენ. ამ დროისათვის, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ საქველმოქმედო სარეაბილიტაციო ცენტრში დაახლოებით ორმოცამდე მიუსაფარი და შრომისუუნარო ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის 7 მცირეწლოვანი, ხოლო 3 ჩვილი ბავშვია. ძეგვის ბავშვთა სახლი, რომელიც სულ რამოდენიმე წელია სარეაბილიტაციო ცენტრად არის ცნობილი, 1995 წელს დაარსდა და დღემდე ქველმოქმედებითი შემოწირულობებით ფუნქციონირებს.
სოფ. წეროვანის ახალ აშენებულ კოტეჯებში ჩასახლებული ბავშვები, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად ცხინვალისა და ახალგორის რეგიონებიდან დევნილნი ოჯახებიდან არიან, 30 დეკემბერს, წეროვანის ე.წ. ცენტრალურ მოედანზე საახალწლო დღესასწაულს დაესწრნენ.. ახალი წლის განწყობის შესაქმნელად, წეროვანში სიმბოლურად დაირგა პირველი ნაძვის ხე, რომელის ირგვლივ გაიმართა მცირე კონცერტი და მისი დასრულების შემდეგ, თოვლის ბაბუამ, იქ შეკრებილ პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
24 იანვარს, ქ. მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში შედგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიას შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ( მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის) პედაგოგებთან.
ეს იყო საქმიანი შეხვედრა დიალოგის რეჟიმში, რომელსაც რეგიონის ყველა პრეზიდენტის სტიპენდიანტი მასწავლებელი დაესწრო. განათლების მინისტრის ვიზიტს მცეთაში, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენებიც დაესწრნენ..
საქართველოს პრეზიდენტი დუშეთში
24 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი დუშეთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად სოფელ მჭადიჯვარში საბავშვო ბაღის ახლად გარემონტებული შენობა და სპორტული დარბაზი დაათვალიერა, ხოლო შემდეგ დუშეთში გადაინაცვლა სადაც ჯერ პოლიციეს ახალი შენობა, შემდეგ კი კულტურის ცენტრი გახსნა.
ნიკა გილაურის ვიზიტი მცხეთაში
16 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური მცხეთის გამგეობის თანამშრომლებს და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ესტუმრა. შეხვედრა ქ. მცხეთის მე-2 საჯარო სკოლის ფოიეში მოეწყო. პრემიერ მინისტრმა იმ ძირითად საქმიანობებზე და დასახულ გეგმებზე ისაუბრა, რაც ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოს მთავრობის პრიერიტეტულ პროექტებს წარმოადგენს.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დასაქმების პრობლემაზე, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მთელ საქართველოში და აღნიშნა, რომ სულ ახლახანს, ჩატარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია და ეს საწინდარია იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შანსი ბევრად მეტია. ისაუბრა გზების მოპირკეთებისა და რამოდენიმე ჰესის მშენელობის დაწყების თაობაზე. ასევე იაფი დაზღვევის პროგრამაზე, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს დღეს-დღეობით. გილაურმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი და ამის განსავითარებლად აუცილებელია უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა და ერთ საათს გასტანა.
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 25 თებერვალს, 11.00 საათზე, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც, მოსახლეობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგებო რუსული ბოლშევიკური აგრესიის შედეგად დაღუპულთა და რეპრესირებულთა ხსოვნას.
2009 წლის 17 მარტს, 14.00 საათზე, თიანეთის 1 საჯარო სკოლის, მემორიალური სახლ-მუზეუმისა და თბილისის ახალგაზრდობის ბიბლიოთეკის ერთობლიობით, მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით _ “ ცხოვრება და სიკვდილი მირზა გელოვანისა” წელს, მირზა გელოვანს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდებოდა და ამ ფაქტის აღსანიშნავად, თიანეთის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეეცადნენ საკუთარი მოწიწება და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოეხატათ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც როგორც მათი თანამემამულე, აგრეთვე, ყველასთვის საყვარელ პოეტს წარმოადგენს. ბავშვებმა წაიკითხეს მისი ლექსები და წერილები, რომელიც ფრონტიდან იყო გამოგზავნილი სამშობლოში და გაიხსენეს ეპიზოდები პოეტის ხანმოკლე და ტრაგიზმით სავსე ცხოვრებიდან. მირზა გელოვანის იუბილეს ესწრებოდნენ, როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, აგრეთვე მოწვეული სტუმრები მწერალთა კავშირიდან და პოეტის შემოქმედებაზე შეყვარებული ადამიანები. ღონისძიება რამოდენიმე საათს გაგრძელდა.
2009 წლის 19 მარტს, 13.00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოზაში ჩატარდა საკონსერვო წარმოების შპს “ ოქროს საწმისის” პრეზენტაცია. საწარმო დაფინანსებულ იქნა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში და მისი მობილიზაციის ფაზა წარმატებით დასრულდა. პროექტის ორგანიზატორი იყო CNFA- საქართველო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელბი, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ათასწლეულის ფონდის, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმო და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებები გამოთქვეს.
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფონდი_ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დაარსა. 295.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება
20 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ჩატარდა დ. თიანეთის ცენტრალური ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს გამგეობის თანამშრომლებმა, ასევე 1 და 2 საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა. ამ ეტაპზე დაირგო 50 ფიჭვის ნერგი, აქცია გაგრძელდება ეტაპობრივად მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
გამწვანების აქცია თიანეთში
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე 13.00 სთ–დან 19.00 სთ–მდე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ამ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
30 მარტს,14.00 საათზე ქალაქ მცხეთის კულტურის სახლში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლი ვახტანგ ყიფშიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აქცენტი ძირითადად იმ საკითხებზე გამახვილდა,
31 მარტს, 12.00 საათზე, აშშ-ს ელჩმა ჯონ ტეფტმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს მისაქციელის მცირე ელექტროსადგურის ( მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სოფელი მისაქციელი) საზეიმო გახსნაში, რომელიც განხორციელდა პროგრამა USAID/ “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” ეგიდით მცირე ელექტროსადგურის მფლობელებთან ერთად.
მისაქციელის მცირე ელექტროსადგურის ახალმა მფლობელმა შპს “ენტო” და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამამ “ენერგეტიკის განვითარება სოფლად” ...
2 აპრილს, საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბასთან ყოფილ პანსიონატში დასახლებული, რუსული აგრსიის შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა მოინახულეს. სტუმრობის მიზანი ლტოლვილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა იყო. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი შპს ქურთის საავადმყოფოს მედპერსონალისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით, ბაზალეთის ტბასთან მცხოვრებ ლტოლვილებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაეტარებინათ პირველადი სამედიცინო გამოკვლევა, რაც მათთვის განსაკუთრებით აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ადგილზე ჩაიტანა ყველა ის სამედიცინო პრეპარატი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირველადი და გადაუდებელია.
გუბერნატორის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბაზალეთში ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრნენ
მისაქციელის მცირე ელექტროსადგურის საზეიმო გახსნა
19 ნოემბერს, ქ. მცხეთაში, საგურამოს ქ. 1-ში საბურავების გადასაკრავი საწარმოს შპს “O.L.K -ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელის დამფუძნებელი პირი საქართველოში - თურგაი ხუსეინ ორხანია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საბურავების აღდგენის უახლეს ტექნოლოგიას.