მცხეთის რაიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები  
 

   ტერიტორია _ 805,5 კვ.კმ. მოსახლეობა _ 65,2 ათასი მოსახლე. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა: +25,+35◦, ზამთრის საშუალო ტემპერატურა: _1,_10◦
რაიონული და რეგიონის ცენტრი _ ქ. მცხეთა. (7,7 ათასი მოსახლე). 
 საკურორტო ადგილები:
 საგურამო, კარსანი_(პროფილაქტიკური, კარდეოლოგიური მიმართულების საკურორტო ადგილი)
 ზედაზენი, წიწამური, წეროვანი, ცხვარიჭამია_(კლიმატური, პროფილაქტიკური).
დაცული ტერიტორიები; 
  საგურამოს ნაკრძალი_უკავია 5300 ჰა. ნაკრძალის უმეტესი ნაწილი დაფარულია ტყით. ხე_მცენარეებიდან გავრცელებულია: წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოს “კოლხური ტყის კუნძულია”, სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები_ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, და სხვა. ძუძუმწოვარა ცხოველებიდან გავრცელებულია: ირემი, შველი, მცირე რაოდენობით დათვი, მელა, მგელი და სხვა. არის მრავალი სახეობის ფრინველი. 
 ბუნებრივი ძეგლები:
  ჭერმის კლდეები-მდებარეობს მცხეთის რნ-ში, სამხედრო გზაზე, თბილისიდან მე-17 კმ-ზე, სოფლებს მუხადგვერდსა და დიღომს შორის. ზ.დ. 550-600მ. მტკვრის მარჯვენა ფერდობის კლდეებზე, რომლებიც აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის არკოზული ქვიშაქვებით, ატმოსფერული  ფაქტორების შემოქმედების შედეგად წარმოქმნილია თავისებური ფსევდოკარსტული ფორმები. სახელწოდება `ჭერმის კლდეები~ მიგვითითებს ძველ სოფელ ჭერემზე, რომელიც არსებობდა წინათ ამ ადგილზე. ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი კამარა (სიგანე 3,2მ, სიმაღლე – 2,6მ თაღის სისქე -0,7-1მ) რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში `ჩაკიდულის~ სახელითაა ცნობილი. იქვეა რამოდენიმე ქვაბისებური ფორმის  ჩაღრმავება, რომელთა დიამეტრიც 0,5-1,5მ უდრის. ცოტა მოშორებით, მშრალ ხევში შენახულია 3მ სიგრძის  ბუნებრივი ხიდი. არის სხვა უცნაური წარმონაქმებიც. წყლისა და ქარის მიერ არკზული ქვიშაქვის დაშლით და მარცვლების გადატანით. მისასვლელი: თბილისიდან 17 კმ-ის დაშორებით, სამხედრო გზიდან ადის ბილიკი.
ენდემური ჯიშები:
   არმაზის შვიდანწლა_აღმოსავლეთ საქართველოს ენდემი. დაბალტანიანი ხე ან ბუჩქი.    გვხვდება მხოლოდ არმაზის ხეობაში.
   ქართული თხილი_კავკასიის ენდემური მცენარე და მესამეულის იშვიათი რელიქტია.  გვხვდება მცხეთაში_მართაზის ხეობაში.
სატყეო მეურნეობა:
 მცხეთის სატყეო მეურნეობა, ფართობი 2800 ჰა
ძირითადი მდინარეები : მტკვარი, არაგვი, ქსანი
ქედები: სხალტბის, საგურამოს, თრიალეთის, საწკეპელის, მსხალდიდის, ქართლის ქედი. 
ცხოველთა სამყარო:
ძუძუმწოვრები: შველი, გარეული ღორი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, დედოფალა წავი, ზაზუნა.
ფრინველები: კაკაბი, მწყერი, გარეული მტრედი, შაშვი, კაჭკაჭი, ყვავი, ბეღურა.
თევზები: ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ფრიტა, გველანა, კობრი
გადმოსახედი ადგილები:
ჯვარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია
ზედაზენის მიმდებარე ტერიტორია
 კარვის გასაშლელი ადგილები:
სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორია (ქ. მცხეთა)
თეატრონის მიმდებარე ტერიტორია Q(ქ. მცხეთა)
ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია (საგურამო)
საპიკნიკე ადგილები:
ჯვრის ასახვევთან ნაძვნარში (ზაჰესთან)
ქ. მცხეთა წმ. დემეტრეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია
ქ. მცხეთა თეატრონის მიმდებარე ტერიტორია
ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია - `ნადარბაზევი~ 
ტურისტული ავტობუსების გასაჩერებელი ადგილები
ქ. მცხეთა.  რესტორან `ძველი მცხეთის~ წინ ავტოსადგომზე
ქ. მცხეთა. სამთავროს მონასტრის წინ, ავტოსადგომზე
ქ. მცხეთა. მუზეუმის წინ, მოედანზე
ქ.მცხეთა. თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 
ნატახტარი. აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია
 კულტურის ძეგლები:
ქ. მცხეთა. ძველი ქალაქის უბნები: არმაზციხე - ბაგინეთი–ქართლის სამეფო რეზიდენცია ახ.წ. I-V სს;  ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია_ახ. წ. I_V სს. აბანო- ძვ. წ. აღ. IV – ახ. წ. ა. IV საუკუნეები. 
ბებრის ციხე – ადრე შუა საუკუნეები. 
სვეტიცხოვლის ანსამბლი: გუმბათიანი ტაძარი, აშენებულია 1010-1029 წლებში.
სამთავრო- გუმბათიანი ეკლესია IX-XI სს, სამთავროს სამაროვანი-ძვ.წ IIIათასწ.
წმ. ნინოს გუმბათიანი ეკლესია – V-VI სს. 
ანტიოქიის ეკლესია – V-VI სს. 
მცხეთის ჯვრის ტაძარი – VI-VII სს. 
მცხეთის აკლდამა – I-II სს. 
შიომღვიმე–სამონასტრო ანსამბლი: გუმბათიანი ეკლესია VI ს. დიდი ტაძარიXIIს.  
ზედაზენი–სამონასტრო ანსამბლი: ეკლესია VII-IX სს. ციხე შუა სს.
ძალისის ნაქალაქარი – ძვ. წ. ა. II – ახ.წ.ა. VII სს. 
წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია–სამნავიანი ბაზილიკა V-VI სს. გუმბათიანი ეკლესია შუა სს.
მუხრანი ციხე-გალავანი XIII ს. ორი ეკლესიით. სასახლე XIX ს. 
კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია. XII ს. 
მუზეუმები:
დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. (ქ.მცხეთა)
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმი. (საგურამო)
ღია მუზეუმები: 
ბაგინეთი _ ქართლის სამეფო რეზიდენცია
ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია
სამთავროს სამაროვანი
ძალისის ნაქალაქარი



მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
ქ.მცხეთა, არსუკიძის ქ.3
ტელ:+995 32 51 21 28