თიანეთის რაიონი
ფართობი_ 406,2 კვ.კმ. მოსახლეობა – 14,1 ათასი მოსახლე. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან _ 1100 მ-დან 1900 მ-მდე. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა: +19◦, +8,10◦; ზამთრის საშუალო ტემპერატურა: _2◦, _10◦.
რაიონული ცენტრი: დაბა თიანეთი
საკურორტო ადგილები:
თიანეთი _ პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური
ხაწირი (დ. თიანეთი) _ პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, ნევროლოგიური
სიონი _ პროფილაქტიკური
არტანა _ პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური
ვეძათხევი _ პროფილაქტიკური, ართროლოგიური
საბადური _ პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური, ნევროლოგიური
ღულელები _ პროფილაქტიკური
ძირითადი მდინარეები:
იორი; ივრის შენაკადები: ქუსნო, საგამი, ხაშრულა, ხატხურა
ტბები: უძირო ტბა
წყალსაცავი: სიონის წყალსაცავი
ცხოველთა სამყარო:
ძუძუმწოვრები: არჩვი, კავკასიური ირემი, კავკასიური დათვი, მგელი, მელა, მაჩვი, კვერნა
ფრინველები:
კრავიჭამია, მთის არწივი, ჭკა, ძერა, ქორი, კოდალა, შაშვი, ჩხიკვი.
თევზები: კალმახი, ქაშაპი, მტკვრის ტობი, მტკვრის წვერა, მურწა
კულტურის ძეგლები:
ჟალეთის უძველესი ქალაქის ნანგრევები, სამნავიანი ბაზილიკა IXს.
ნადოკრას არჩილის მონასტერი (XIV-XVIII სს.).
ცხრაკარის ციხე დარბაზის სასახლის კომპლექსი.
ბოჭორმის ციხე და წმ. გიორგის ეკლესია (X ს.).
ოჩანის ციხე.
ჟებოტის ციხე და ეკლესია (XI-XIII სს.).
იხინჭა. (ჟებოტის მიდამოებში, ხუროთმოძღვრული კომპლექსი)
კვერნაულას ციხე (XIV-XVIII სს.)
გოჯიანების სამონასტრო კომპლექსი (XI-XIII სს.)
ყვარას გუმბათოვანი ეკლესია და დარბაზული ეკლესია (XI-XIII სს.).
მუზეუმები:
მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
პლიაჟის ადგილები:
ს. სიონი, მდ. ივრის სანაპიროები
ხეობები და ხევები:
მდ.ივრის ხეობა ბორბალოს მთიდან სოფ. ზემო არტნამდე, თეთრახევი, ბაბხისხევი, ბაკანხევი, მუნჯათხევი, კორსავისხევი.
ქედები:
ცენტრალური კავკასიონი, კახეთის ქედი, ქართლის ქედი, კვარისთავის ქედი, ჭიაურის ქედი
მთები:
ლაღვისმთა (2597,0 მ)
გარეჯას მთა (2496,9 მ)
მაკაცტახე (2384,0 მ)
ყვარას მთა (2033,0 მ)
ჭიაურას მთა (2018,0 მ)
სამონადირეო მეურნეობა:
გარეჯას მთის კალთებზე
სასტუმროები:
დ.თიანეთის დასასვენებელი სასტუმრო სახლი “მთიები” (15 ადგილი).
სიონის საოჯახო სასტუმროები: ?
ტურისტული მარშრუტები:
სამანქანო:
1. თბილისი _ თიანეთი (1 ან 2 დღე): თბილისი _ გლდანი _ მამკოდა (მამკოდას მონასტერი) _ ცხვარიჭამია _ საბადურის ტყე _ სოფ. ალოტი (ჟალეთის მონასტერი) _ თიანეთი (თიანეთის ისტორიული ძეგლები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ღამისთევა) _ სიონი (წყალსაცავი) _ თბილისი
2. ორდღიანი: თბილისი – მცხეთა (სვეტიცხოველი, ჯვარი, დედათა მონასტერი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები) _ ჟინვალი (წყალსაცავი, ანანური) _ თიანეთი (თიანეთის ისტორიული ძეგლები, ღამისთევა) _ სიონი _ ცხვარიჭამია _ მამკოდა _ გლდანი _ თბილისი
3. სამდღიანი: თბილისი _ გლდანი _ მამკოდა (მამკოდას მონასტერყ) _ ცხვარიჭამია _ საბადურის ტყე _ სოფ. ალოტი (ჟალეთის მონასტერი) _ თიანეთი (თიანეთის ისტორიული ადგილები, ღამისთევა) _ ახმეტა (კახეთის ისტორიული ძეგლები: ალავერდი, იყალთო, შუამთა,… ) _ თელავი (ღამისთევა, თელავის დათვალიერება) _ გურჯაანი _ საგარეჯო _ თბილისი
4. წმ. ნინოს გზა მცხეთიდან ბოდბემდე (3-4 დღე): თბილისი – მცხეთა (არმაზი, სვეტიცხოველი, ჯვარი, დედათა მონასტერი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები) _ ჟინვალი (წყალსაცავი, ანანური), _ თიანეთი (თიანეთის რაიონში წმ.ნინოს ადგილები, ღამისთევა) _ ახმეტა (კახეთის ისტორიული ძეგლები: ალავერდი, იყალთო, შუამთა,… ) _ თელავი (ღამისთევა) _ გურჯაანი _ სიღნაღი _ (ბოდბე, წმ. ნინოს საფლავი) _ თბილისი
საპიკნიკე ადგილები:
ერთდღიანი გასვლები თიანეთიდან: 1) კავკასიონის ქედისაკენ სოფ. არტნის მიმართულებით მდ.ივრის მარჯვენა სანაპიროს აყოლებაზე ყვარას ეკლესიამდე; 2) მდ.ივრის მარცხენა სანაპიროს აყოლებაზე: ჟებოტის ციხე და ეკლესია, უძველესი საფლავები ქვებზე წარწერილი ეპიტაფიებით, მარიამ დედის ეკლესია, კვერნაულას სასახლე; 3) ხაწირის ტყე _ სალოცავი ნიშა; 4) ჟინვალის მიმართულებით _ თამარის გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევები; 5) ახმეტის მიმართულებით _ კვეტერას სამონასტრო კომპლექსი; 6) ნადოკრას მიმართულებით _ ჟალეთის სამონასტრო კომპლექსი და არჩილ მეფის ეკლესია.
კარვის გასაშლელი ადგილები
მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
ქ. მცხეთა, არსუკიძის ქ.3
ტელ: + 995 51 21 28