კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
Follow Us On Twitter Check Us Out On MySpace Join Our Facebook Fan Page
21/06/2012
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ნატახტარში ხილისა და ბოსტნეულის სწრაფგამყინი სამაცივრე მეურნეობის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ  ფერმერებს სწრაფგამყინი მეურნეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა
       სამაცივრე მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და პროდუქციის შენახვა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მოხდება. საწარმო საათში 3 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას უზრუნველყოფს. ქარხანაში ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის შენახვა იქნება შესაძლებელი. სწრაფი გაყინვის ჰერმეტული კამერები, რომლებიც ავტომატურად იმართება, სასოფლო–სამეურნეო  . . .
29/06/2012
მცხეთა–მთიანეთში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია  ჩატარდა 
       29 ივნისს, მცხეთის მე–2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სამოქალაო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება PH internationalis-ის  (პროექტის ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
       პროგრამა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელსაც რეგიონში პარტნიორობას ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა–მთიანეთის კომიტეტი უწევს.
შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონში აღნიშნული პროგრამის პარტნიორი 27 საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ასვევე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სგანამანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რეგიონში, პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე  შექმნილია 16 სასკოლო სამოქალაქო კლუბი და 11 საინიციატივო ჯგუფი. დასრულდა „მცირე გრანტების“ კონკურსში გამარჯვებული  9 პროექტი, რომელიც პრეზენტაციის სახით   სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს.
        აქვე მოხდა  ბლოგების კონკურსში გამარჯვებული 4 ბლოგერის   დაჯილდოვება და მათთვის საჩუქრების გადაცემა.
გარდა ამისა,  პრზენტაციაზე სერთიფიკატები  გადაეცათ ტექნიკის მოსაპოვებლად კლუბებს შორის გამართულ კონკურსში გამარჯვებულ კლუბებს ( ძეგვის, მუხრანის N 1, ბულაჩაურისა და ბარისახოს საჯარო სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბები), რომელთაც ტექნიკა  ადგილზევე გადაეცათ.
      პრეზენტაციაზე სიტყვით   გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დაფიქსირეს.