© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა
წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა 05.05.11
5 მაისს წეროვნის დევნილთა დასახლებაში წმ. გიორგის სახელობის ახალაშენებული ეკლესიის კურთხევა გაიმართა. კურთხევის რიტუალი მარტყოფი-გარდაბანის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დილის 8 საათზე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ ეკლესიაში მისული ურიცხვი მრევლი დილის წირვას დაესწრო. . . .
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 18 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანის ახალაშენებულ სპორტულ დარბაზში სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრი - მხიარული სტარტები გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდულმა გუნდებმა. მხიარული სტარტების ფედერაციის ინიციატივით გამართულ რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეთა . . .
ქალაქ მცხეთაში, სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე – ქართულ ჭიდაობაში საქართველოს რეგიონებს შორის გუნდური პირველობა გაიმართა
მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქ. მცხეთაში არსებულ სპორტ-კომპლექსში, რეგიონებს შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური პირველობა გაიმართა.
ცნობილი ქართველი ფალავნის – სანდრო კანდელაკის სახელობის თასზე გამარათულ ტურნირში საქართველოს 8 რეგიონის უძლიერესი გუნდები 5 წონით კატეგორიაში( 60, 70, 80, 90, +90) შეხვდნენ ერთმანეთს . . .
საჯარო მოხელეთა ხუთ კაციანი ჯგუფი პოლონეთში იმყოფებოდა
მიმდინარე წლის 22 მაისს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობიდან, საჯარო მოხელეთა 5 კაციანი ჯგუფი პოლონეთში გაემგზავრა.
აღნიშნული პროექტი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა დაფინანსებული, რომელიც 2011 წლის საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის, პროექტის მენეჯმენტის შესწავლას და პროექტების წერას ითვალისწინებდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პროექტებზე მომუშავე ქართული ჯგუფი, პოლონეთში მიღებულ ცოდნას ახლა უკვე საკუთარ მუნიციპალიტეტებში, საკუთარ კოლეგებს _ ერთი კვირის განმავლობაში გაუზიარებენ.
ამასთან დაკავშირებით, 20-დან 25 ივნისის ჩათვლით, მცხეთასა და დუშეთში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება, რომელსაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომავალშიც იგეგმება და აღნიშნული სიახლეების დანერგვით, საჯარო მოხელეთა დაინტერესებას ერთიორად ზრდის.