კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
23/06/2011
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის თანხები გამოიყოფა
    22 ივნისს, პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გუბერნატორებთან საგანგებო შეხვედრა მოაწყო. სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ყველა რეგიონის რწმუნებულები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
“ინტენსიური წვიმების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დაახლოებით 700 ათასი ლარი დასჭირდება”. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან   . . . 

23/06/2011
”პროექტის მართვა. გამოცდილება მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის”
       24 ივნისს, ქ. მცხეთაში დასრულდა სემინარები საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომად-გენელთათვის, რომლის ინიციატორი გახლდათ ვიელოპოლსკას (პოლონეთის რიგით მეორე ყველაზე დიდი რეგიონის) მარშალის ოფისი, ხოლო, თანადაფინასებულ იქნა პოლონეთის საგარეო სამინისტროსთან არსებული პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა 2011-ის მიერ. 
     სემინარები (პროექტ) – “პროექტის მართვა. Gგამოცდილება მცხეთა-მთიანეთისათვის” ფარგლებში  20 ივნისს – ქ. მცხეთაში  დაიწყო და 24 ივნისს საბოლოოდ დასრულდა. 
     აღნიშნული პროექტის მიზანია, მცხეთის საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სათანადო გამოცდილების გაზიარება, პროექტის მართვის საფუძვლიანი ცოდნა მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია ადგილობრივი და თვითმმართველი ორგანოებისთვის იმ გრანტების მოსაპოვებლად, რომელსაც საქართველოში მომუშავე სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები ( ევროკავშირის წარმომადგენლობა, აშშ-ს დახმარების სააგენტო და სხვ.) გამოყოფენ. 
       პოლონეთის მხარის პარტნიორები არიან აგრეთვე:  ფონდი – “პარტნიორობა თვითმმართველობისათვის”, ვიელოპოლსკას რეგიონის სამი თვითმმართველი ორგანო – იაროშინის პოვიატი, ასევე, ვოტკოვოსა და ჩერნიევოს მუნიციპალიტეტები. ხოლო, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის ბენეფიციარია.
     მცხეთაში სემინარების დაწყებამდე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტიდან შემდგარმა საჯარო მოხელეთა 5 კაციანმა ჯგუფმა (ლიდერებმა), პროექტის მართვის ტრენინგები ვიელოპოლსკას რეგიონის დედაქალაქ პოზნანში გაიარეს, სადაც მათ საშუალება მიეცათ მაქსიმალურად დაუფლებოდნენ პროექტისა და ტრენინგების მართვას და უნარებს. ამის შემდეგ, ლიდერები ეწვივნენ ზემოხსენებულ სამ თვითმმართველ ორგანოს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტები.
  პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, მცხეთაში სემინარები სწორედ ამ ლიდერებმა გამართეს, რომელთაც ზედამხედველობას პოლონელი ტრენერი და პროექტის კოორდინატორი უწევდა. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სემინარებს მცხეთის, დუშეთის ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
     სემინარების დასკვნით ნაწილს 24 ივნისს,  მცხეთაში პრესკონფერენცია მოეწყო, სადაც განხილულ იქნა აღნიშნული პროექტის შედეგები და სამომავლო გეგმები. გაიმართა დისკუსია, მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციებისთვის, თუ რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ის გუნდები, რომლებსაც ექნებათ საგრანტო პროექტებზე მუშაობის უფლება.
  პრესკომფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ – ნუნუ მღებ-რიშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში – ურშულა დოროშევსკამ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ  მსგავსი სახის პროექტების განხორციელება ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც პოლონეთის, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისთვის. სემინარების დასასრულს, პროექტის  პოლონელმა კოორდინატორმა და ტრენერმა, 5 დღის მანძილზე გამართულ  სემინარებში მონაწილე პირებს სერთიფიკატები გადასცეს და  წარმატებები უსურვეს.