კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოფიციალურ ვებ გვერდზე
© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
01/03/2012
დავით ბაქრაძემ თიანეთში სოციალური  მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა 
        პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თიანეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. იმავე დღეს მან სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა. სააგენტო პენსიის და სადაზღვევო პოლისების გაცემას უზრუნველყოფს. მოსახლეობასთან შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ თიანეთში უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა და მოსალხეობას განუცხადა, რომ 2013 წლისთვის თიანეთი სრულიად იქნება გაზიფიცირებული.

01/03/2012
პრეზიდენტმა წეროვანში ფარმაცევტული საწარმო გახსნა 
       საქართველოს პრეზიდენტი წეროვანში ახალ ფარმაცევტულ საწარმოს ”აბიფარმს” ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ პერსონალს გაესაუბრა და წარმოებული პროდუქციის ხარისხითაც დაინტერესდა. 
 „აბიფარმში“ სამ მილიონზე მეტი დოლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად იქ 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შორის, წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილებიც არიან. საწარმოს მესვეურები წარმოების და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების გაზრდასაც გეგმავენ. 
 წეროვანში უკვე ხუთზე მეტი საწარმოა გახსნილი, რომელთა პერსონალი, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული.